თეგი: ემანუელ მაკრონი

ემანუელ მაკრონმა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა. ფრანგული მედიის ინფორმაციით, ემანუელ მაკრონმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საფრანგეთის სრული სოლიდარობა უკრაინის მიმართ. ემანუელ მაკრონი და ვლადიმირ ზელენსკი შეთანხმდნენ, გააგრძელონ მოქმედება დაძაბულობის დეესკალაციისთვის ნორმანდიულ ფორმატში, რომ მინსკის 2015 წლის შეთანხმების პირობები განხორციელდეს. მანამდე, საფრანგეთის პრეზიდენტმა უკრაინის მიმართ მხარდაჭერა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან საუბრისას გამოხატა.

თეთრი სახლის ცნობით, ჯო ბაიდენმა და ემანუელ მაკრონმა უკრაინის საზღვრებზე რუსეთის სამხედრო გაძლიერების საკითხი განიხილეს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ტელეფონით ესაუბრა. თეთრი სახლის ცნობით, მხარეებმა რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრებზე სამხედრო გაძლიერების საკითხი განიხილეს. „ლიდერებმა დაადასტურეს მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და განიხილეს მიმდინარე კოორდინაცია როგორც დიპლომატიის, ისე რუსეთისთვის სწრაფი და მძიმე ეკონომიკური ხარჯების დაკისრების მზადებაზე, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება. პრეზიდენტი ბაიდენი და პრეზიდენტი მაკრონი შეთანხმდნენ, რომ მათი წარმომადგენლები დარჩებიან მჭიდრო კონტაქტზე, მათ შორის NATO-ს მოკავშირეებთან და ევროკავშირის პარტნიორებთან კონსულტაციით,  რათა მართონ ეს საკითხები კოორდინირებული და ყოვლისმომცველი მიდგომებით“, - აღნიშნულია თეთრი სახლის ინფორმაციაში.

საფრანგეთის პრეზიდენტი მოსკოვსა და კიევს ვიზიტით ეწვევა

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი მოსკოვსა და კიევს ვიზიტით ეწვევა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, 7 თებერვალს ემანუელ მაკრონი მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება, ხოლო 8 თებერვალს უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის კიევში შეხვდება. პირველ თებერვალს, უკრაინის გარშემო არსებული კრიზისის ფონზე, საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარი გამართეს. საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აღნიშნეს, რომ ლიდერები მიესალმებიან ნორმანდიის ფორმატში დადებით პროგრესს. ცნობისთვის, უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს აგზავნის.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საფრანგეთის პრეზიდენტი გაბედულ დიპლომატიურ ქმედებებს ატარებს

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გაბედულ დიპლომატიურ ქმედებებს ატარებს, რათა უკრაინის მიმართ აგრესიის თავიდან აცილება მოხდეს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. "ემანუელ მაკრონი გაბედულ დიპლომატიურ ქმედებებს ატარებს, რათა უკრაინის მიმართ აგრესიის თავიდან აცილება მოხდეს და დაიწყოს დეესკალაცია. საქართველო, რომელმაც იცის რუსული აგრესიის და ოკუპაციის ფასი, აცნობიერებს, თუ რამდენად განუყოფელი და გადამწყვეტია ევროპული და ტრანსატლანტიკური ერთიანობა, სიმტკიცე და დიპლომატია იმ დროს, როდესაც საფრთხე ემუქრება ევროპის და მაშასადამე, ჩვენს სტაბილურობასა და უსაფრთხოებას", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ემანუელ მაკრონი ვლადიმერ პუტინს ხვდება

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოსკოვში ხვდება, ხოლო აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვაშინგტონში გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს მასპინძლობს.  BBC სტატიაში წერს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შიშის ფონზე მსოფლიო ლიდერები მოლაპარაკებებს აძლიერებენ. რუსეთი და საფრანგეთი იზიარებენ შეშფოთებას ევროპაში უსაფრთხოების ვითარების შესახებ, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ფრანგ კოლეგასთან შეხვედრის წინ. პუტინმა მადლობა გადაუხადა მაკრონს მისი „აქტიური“ დამოკიდებულებისთვის და შეაქო საფრანგეთის ლიდერის ძალისხმევა ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კრიზისის გადაჭრაში. თავის მხრივ, ემანუელ მაკრონმა ვლადიმერ პუტინს უთხრა, რომ მიზნად ისახავს ომის თავიდან აცილებას და ნდობის გამყარებას. მაკრონის „გონივრული ოპტიმიზმი“ საფრანგეთის პრეზიდენტი ვიზიტის წინ აცხადებდა, რომ უკრაინაში ომის თავიდან ასარიდებლად შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია. მან „ახალი ბალანსის“ შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა, რომელიც დაიცავს ევროპულ სახელმწიფოებს, მაგრამ ასევე გააჩენს რუსეთის მიმართ პატივისცემის შესაძლებლობას. ემანუელ მაკრონის განცხადებით, რუსეთის მიზანი იყო „არა უკრაინა, არამედ წესების გარკვევა NATO-სა და ევროკავშირთან“. მაკრონი იმედოვნებს, რომ რუსეთის პრეზიდენტთან მისი დიალოგი სამხედრო კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად იქნება საკმარისი. ის თვლის, რომ პუტინი ღია იქნება უფრო ფართო საკითხების განსახილველად. „მე საკმაოდ ოპტიმისტი ვარ, მაგრამ არ მჯერა სპონტანური სასწაულების“, - განუცხადა მაკრონმა ჟურნალისტებს მოსკოვში ჩასვლის შემდეგ. საფრანგეთი ამჟამად ევროკავშირის როტაციული თავმჯდომარეა. სამშაბათს, მაკრონი უკრაინის დედაქალაქ კიევში გაემგზავრება პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებებისთვის. ასევე წაიკითხეთ: ოლაფ შოლცი აშშ-ში ვიზიტზე, რუსეთსა და უკრაინაზე

პუტინი: რუსეთი NATO-ს აღმოსავლეთით გაფართოებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან კრემლში გამართული 6-საათიანი მოლაპარაკებები შეაფასა, როგორც სასარგებლო, არსებითი და საქმიანი და განაცხადა, რომ მაკრონის ზოგიერთი იდეა შეიძლება, გახდეს საფუძველი შემდგომი ერთობლივი ნაბიჯებისთვის. მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე პუტინმა განაცხადა, რომ მაკრონის რამდენიმე იდეა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რეალისტურია და რომ ისინი კვლავ ისაუბრებენ მას შემდეგ, რაც მაკრონი გაემგზავრება კიევში უკრაინის ხელმძღვანელობასთან შესახვედრად. „ჩვენ შევთანხმდით, რომ უკრაინის დედაქალაქში მისი მოგზაურობის შემდეგ კვლავ დავურეკავთ ერთმანეთს და გავცვლით მოსაზრებებს ამ საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა პუტინმა. ამავე პრესკონფერენციაზე პუტინმა განაცხადა, რომ „რუსეთი NATO-ს აღმოსავლეთით გაფართოებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება, რადგან ეს საერთო საფრთხეს წარმოადგენს“. „ჩვენ არ მივდივართ NATO-სკენ, NATO მოდის ჩვენი საზღვრებისკენ. ამიტომაც იმის თქმა, რომ რუსეთი აგრესიულია, საღ ლოგიკას მოკლებულია, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა. „გესმით თუ არა, რომ თუ უკრაინა NATO-ში იქნება და სამხედრო გზით ყირიმის დაბრუნებას შეეცდება, ევროპული ქვეყნები ავტომატურად იქნებიან ჩართულნი რუსეთთან სამხედრო კონფლიქტში? მე არ მსურს მოვლენების ისეთი განვითარება, რომელიც რუსეთსა და NATO-ს შორის კონფლიქტს გამოიწვევს“, - განაცხადა პუტინმა.

ემანუელ მაკრონმა პუტინთან ერთად გამართული პრესკონფერენციის დროს საქართველოზეც ისაუბრა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა რუსეთის პრეზიდენტთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოც ისაუბრა, როდესაც შესავალ სიტყვაში უსაფრთოების საკითხზე აკეთებდა განცხადებას.   „უსაფრთხოება იმ ქვეყნების სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის პატივისცემით უნდა შეიქმნას, რომლებიც არ არიან ევროკავშირის ან NATO-ს წევრები. მე ვფიქრობ უკრაინაზე, მე ვფიქრობ საქართველოზე, მე ვფიქრობ მოლდოვაზე - ამ სახელმწიფოების სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა დაცული უნდა იყოს, რადგან ისინი ჩვენს კოლექტიურ უსაფრთხოებაში მონაწილეობენ, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა. ემანუელ მაკრონის თქმით, რუსეთი და ევროკავშირი სიტუაციის სტაბილიზაციისა და დეესკალაციის კონკრეტულ ზომებზე უნდა შეთანხმდნენ. „ესკალაცია არავის ინტერესში არ შედის. არც რუსეთს და არც ევროპელებს სურთ ქაოსი და არასტაბილურობა, ამიტომაც უნდა შევთანხმდეთ კონკრეტულ ზომებზე, რათა სიტუაციის სტაბილიზება და დეესკალაცია მოხდეს“, - დაამატა ემანუელ მაკრონმა. მისივე თქმით, ამისთვის საჭიროა ძალიან სწრაფად მუშაობა. მომდევნო დღეებს მან გადამწყვეტი უწოდა და ინტენსიური დისკუსიების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ემანუელ მაკრონმა ასევე განაცხადა, რომ „უსაფრთხოების კონკრეტული გარანტიების“ წინადადებები შესთავაზა რუსეთის ლიდერს ვლადიმერ პუტინს ორშაბათს მოსკოვში უკრაინის კრიზისზე გამართული მოლაპარაკებების დროს. „პრეზიდენტმა პუტინმა დამარწმუნა მის მზადყოფნაში, ჩაერთოს ამ თვალსაზრისით და მის სურვილში, შეინარჩუნოს სტაბილურობა“, - განაცხადა მაკრონმა კრემლში პუტინთან დაახლოებით 6-საათიანი მოლაპარაკების შემდეგ.

ვოლოდიმირ ზელენსკი მაკრონთან შეხვედრის შემდეგ: ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას უკრაინის ტერიტორიების დეოკუპაციისთვის

უკრაინა და საფრანგეთი გააგრძელებენ თანამშრომლობას დროებით ოკუპირებული ტერიტორიების უკრაინის კონტროლის ქვეშ დაბრუნების საკითხზე, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ფრანგ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. „ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას უკრაინის ტერიტორიების დეოკუპაციისთვის“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინული მედიის ცნობით, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ აქვთ საერთო ხედვა უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საფრთხეებსა და ამჟამინდელ გამოწვევებზე უკრაინისთვის, მთელი ევროპისთვის, მთლიანად მსოფლიოსთვის, ამისთვის კი „საჭიროა ერთიანობა, ახალი პრევენციული მიდგომები, ევროპული ლიდერობას. „დღეს უკრაინის მხარდაჭერა პარტნიორებისგან, მდგრადობისა და თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება სასარგებლოა მთლიანად რეგიონისთვის და დარწმუნებული ვარ, ევროკავშირის ყველა ქვეყნისთვის. უსაფრთხოების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, ეკონომიკური მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.    

ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, მაკრონმა ყველა მხარეს მინსკის შეთანხმებების განხორციელებისკენ მოუწოდა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი თვლის, რომ მინსკის შეთანხმებების განხორციელება ერთადერთი გზაა აღმოსავლეთ უკრაინაში გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად და მოუწოდებს ყველა მხარეს, გადავიდნენ მისი სრულად განხორციელების გზაზე. ამის შესახებ მაკრონმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან კიევში გამართული შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „26 იანვარს, პოლიტიკურ მრჩეველთა შეხვედრაზე, უკრაინამ დაადასტურა, რომ მზად არის, წინ წავიდეს ამ შეთანხმებების მეშვეობით და ჩვენ განვიხილეთ შემდგომი ნაბიჯები. გუშინ განვიხილეთ ეს საკითხები პრეზიდენტ პუტინთან და მან კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მზადყოფნა, გააგრძელოს მინსკის შეთანხმებების შესრულება. დღეს თქვენგან მოვისმინე, რომ მზად ხართ, შეასრულოთ ეს შეთანხმებები. მეჩვენება, რომ ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც ეხმარება დღეს გრძელვადიანი მშვიდობისკენ წისვლას“, - განაცხადა მაკრონმა. მისი თქმით, 2015 წელს მინსკის ხელშეკრულებების ხელმოწერამ შეაჩერა სისხლისღვრა და ამ თვალსაზრისით, ის შეიძლება, ჩაითვალოს ეფექტურ მექანიზმად. „ამიტომ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ წინსვლა მათი სრულად განხორციელების მიზნით. აუცილებელია, რომ ყველა მხარემ შეასრულოს ვალდებულებები და საფრანგეთი და გერმანია მზად არიან, მხარი დაუჭირონ ამ ძალისხმევას“, - თქვა მაკრონმა. „ჩვენ ახლა უნდა ვიმუშაოთ ჩვენი პოზიციების დაახლოებაზე. რა თქმა უნდა, ამას გარკვეული დრო დასჭირდება. ჩვენ გვჭირდება გარკვეული პოზიციების განხილვა და გარკვეული განმარტებების გაკეთება, ჯერ ერთი ესკალაციის დონის შესამცირებლად და მეორე - ძალიან მკაფიოდ ვუთხარით როგორც პრეზიდენტ პუტინს, ასევე პრეზიდენტ ზელენსკის - დავრწმუნდეთ, რომ მინსკის შეთანხმებების საფუძველზე და ყველა პროცედურების დაცვით [...] სამმხრივ საკონტაქტო ჯგუფში ამ საკითხების განხილვის შემდეგ, ჩვენ შეგვიძლია, ხელი შევუწყოთ დოკუმენტების განხორციელებას, რომლებიც 2015 წელს გაფორმდა“, - აღნიშნა მაკრონმა.

კრემლმა განმარტა, რატომ იყო დაცული ექვსმეტრიანი დისტანცია მოლაპარაკების მაგიდასთან რუსეთის და საფრანგეთის პრეზიდენტებს შორის

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკების წინ PCR ტესტის გაკეთებაზე უარი თქვა. ამის შესახებ Reuters-ის ინფორმაცია რუსეთის პრეზიდენტის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა დაადასტურა. ბრიტანული სააგენტოს წყაროს ცნობით, ემანუელ მაკრონმა ტესტირებაზე უარი ითქვა, რადგან საფრანგეთის პრეზიდენტის რუსული მხარის ხელში დნმ-ის ნიმუშის აღმოჩენას ვერ დაუშვებდნენ. პესკოვის თქმით, მოლაპარაკების მაგიდასთან პრეზიდენტებს შორის დაახლოებით ექვსმეტრიანი დისტანცია იყო დაცული. „ეს მართლაც იმიტომ ხდება, რომ ზოგიერთი ლიდერი იცავს საკუთარ წესებს და მათ არ სურთ მასპინძელ ქვეყანასთან ტესტების გაცვლის კუთხით ურთიერთობა. ჩვენ გვესმის, რომ ეს ჩვეულებრივი მსოფლიო პრაქტიკაა. მაგრამ ამ შემთხვევაში დამატებითი ზომების პროტოკოლი - ჩვენი პრეზიდენტის და ჩვენი სტუმრების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ერთდროულად მოქმედებს. ამის გამო, უფრო დიდი მანძილია პრეზიდენტებს შორის, - განაცხადა პესკოვმა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთში გამგზავრების წინ, ემანუელ მაკრონმა საფრანგეთში გაიკეთა PCR-ტესტი, მოსკოვში ჩასვლის შემდეგ კი, პირადმა ექიმმა სწრაფი ტესტი ჩაუტარა.

ემანუელ მაკრონი: საფრანგეთი 14-მდე ბირთვული რეაქტორის ამუშავებას აპირებს

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ქვეყანა 6 ბირთვულ რეაქტორს ააშენებს. ამასთან, განიხილება კიდევ 8-ის ექსპლუატაციაში ჩაშვების შესაძლებლობა, - ამის შესახებ CNN-ი წერს. „ელექტროენერგიის საჭიროებების გათვალისწინებით, ვაპირებთ ახალი ბირთვული რეაქტორების პროგრამის დაწყებას. ის, რაც დღეს ქვეყანას სჭირდება და რის შესაძლებლობაც გვაქვს, არის საფრანგეთის ბირთვული ინდუსტრიის აღორძინება“, - განაცხადა მაკრონმა.

ემანუელ მაკრონმა და ვლადიმერ პუტინმა უკრაინის საკითხი ისევ განიხილეს

შეხვედრიდან ორი კვირის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტმა და რუსეთის ლიდერმა უკრაინის საკითხი ამჯერად სატელეფონო საუბრისას კვლავ განიხილეს. France 24 მაკრონის ოფისზე დაყრდნობით იუწყება, რომ ორი ლიდერი ასევე შეთანხმდა „მიმდინარე კრიზისის დიპლომატიური გადაწყვეტის აუცილებლობაზე და იმაზე, რომ ყველაფერს გააკეთებენ ამ მიზნის მისაღწევად. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ივ ლე დრიანი და მისი რუსი კოლეგა სერგეი ლავროვი ერთმანეთს უახლოეს დღეებში შეხვდებიან.  სატელეფონო საუბრისას მაკრონი და პუტინი შეთანხმდნენ, რომ ორშაბათს გაიმართება სამმხრივი მოლაპარაკებები რუსეთს, უკრაინასა და ეუთოს შორის. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ივ ლე დრიანი ორშაბათს ასევე სატელეფონო საუბარს გამართავენ. საერთაშორისო მედია წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მაკრონს და პუტინს განსხვავებული შეხედულებები ჰქონდათ იმის შესახებ, თუ ვინ არის პასუხისმგებელი აღმოსავლეთ უკრაინაში დაძაბულობაზე. მაკრონმა რუსი სეპარატისტები დაადანაშაულა, პუტინმა კი, უკრაინას დასდო ბრალი. საუბრისას პუტინმა მაკრონს კიდევ ერთხელ განუცხადა, რომ რუსული ჯარები ბელორუსს სამხედრო წვრთნების დასრულების შემდეგ დატოვებენ.

აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტები ემანუელ მაკრონის მიერ შეთავაზებული სამიტის ჩატარების პრინციპს დაეთანხმნენ

ჯო ბაიდენი და ვლადიმერ პუტინი ემანუელ მაკრონის მიერ შეთავაზებული სამიტის ჩატარების პრინციპს დაეთანხმნენ. ინფორმაციას ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. "პრეზიდენტი ბაიდენი და პრეზიდენტი პუტინი ასეთი სამიტის ჩატარების პრინციპს დაეთანხმნენ. სამიტის შინაარსს სახელმწიფო მდივანი ბლინკენი და მინისტრი ლავროვი მათი შეხვედრის დროს მოამზადებენ, რომელიც 24 თებერვალს უნდა გაიმართოს. ამ შეხვედრის ჩატარება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრება. საფრანგეთის პრეზიდენტი შეეცდება ამ დისკუსიების შინაარსი ყველა დაინტერესებულ მხარესთან ერთად მოამზადოს“, - ნათქვამია საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ემანუელ მაკრონი: რუსეთი არღვევს თავის ვალდებულებებს და ძირს უთხრის უკრაინის სუვერენიტეტს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლად“ აღიარების შესახებ რუსეთის პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილება დაგმო. ემანუელ მაკრონის შეფასება პრეზიდენტის Twitter-ზე განთავსდა. აღმოსავლეთ უკრაინის სეპარატისტული რეგიონების აღიარებით, რუსეთი არღვევს თავის ვალდებულებებს და ძირს უთხრის უკრაინის სუვერენიტეტს. მე ვგმობ ამ გადაწყვეტილებას. მოვითხოვე გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის ჩატარება და ევროპული სანქციები. ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები უცვლელი დარჩება. არ გვეშინია აშშ-მ რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული რეგიონების აღიარების გამო სანქციები დააწესა ევროპის საბჭო რუსეთს ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „აღიარების“ შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოუწოდებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ეს არის აშკარა თავდასხმა უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე აშშ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებას აანონსებს ენტონი ბლინკენ: რუსეთის გადაწყვეტილება სწრაფ და მტკიცე რეაგირებას მოითხოვს ევროკავშირის პასუხი პუტინს: ამ უკანონო ქმედებაში მონაწილე პირების წინააღმდეგ სანქციები დაწესდება ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა

ემანუელ მაკრონი: პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად ვმუშაობთ, რომ ომი დასრულდეს

"ვმუშაობთ პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად, რომ ომი დასრულდეს", - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სოციალურ ქსელში დაწერა. "საფრანგეთი სოლიდარობას უცხადებს უკრაინას, ჩვენ უკრაინელების გვერდით ვდგავართ. ვმუშაობთ პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ომის დასასრულებლად", - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა. ამავე თემაზე დმიტრო კულება: უკრაინა თავს დაიცავს და გაიმარჯვებს პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული  

ემანუელ მაკრონი: ომის ამ აქტს სისუსტის გარეშე, ცივსისხლიანად, მტკიცედ ვუპასუხებთ

ომის ამ აქტს სისუსტის გარეშე, ცივსისხლიანად, მტკიცედ და ერთიანად ვუპასუხებთ, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა. „მინდა მივესალმო უკრაინის პრეზიდენტის გამბედაობასა და სიმტკიცეს. ეს გარდამტეხი მომენტია ევროპის ისტორიაში. რუსეთის პრეზიდენტმა გადაწყვიტა სერიოზული თავდასხმა განეხორციელებინა ევროპაში მშვიდობასა და სტაბილურობაზე“, - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა. ცნობისთვის, უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის სახელმწიფო საზღვარს შეუტიეს როგორც რუსეთის, ისე ბელორუსის ტერიტორიიდან. NATO უკრაინაზე რუსეთის შემზარავი თავდასხმის ბელორუსის მხრიდან ხელშეწყობას უმკაცრესად გმობს. ასევე წაიკითხეთ პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა ჯო ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული ზელენსკიმ მსოფლიო ლიდერებს ანტიპუტინისტური კოალიციის შექმნის ინიციატივით მიმართა

ემანუელ მაკრონსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ემანუელ მაკრონსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საფრანგეთის პრეზიდენტმა რუს კოლეგას უკრაინაში სამხედრო ოპერაციის შეწყვეტისკენ მოუწოდა. ემანუელ მაკრონისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბარი გვიან ღამით შედგა. „პრეზიდენტი მაკრონი ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრის შემდეგ ტელეფონით დაუკავშირდა რუსეთის პრეზიდენტს, მოუწოდა მას უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ და შეახსენა სანქციების შესახებ, რომელიც საკუთარი ქმედებების გამო უწესდება“, - ნათქვამია ელისეს სასახლის განცხადებაში. ასევე წაიკითხეთ: პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული

ზელენსკი: მაკრონმა მხარი დაუჭირა SWIFT-დან რუსეთის გათიშვას

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ემანუელ მაკრონმა SWIFT-იდან რუსეთის გათიშვას და პერსონალური სანქციების შემოღებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ზელენსკი Twitter-ზე წერს. „ახლახან ვესაუბრე ემანუელ მაკრონს. ის უკრაინის ნამდვილი მეგობარია. საფრანგეთი ჩვენთან ერთად არის ყველაზე რთულ მომენტებში. მხარი დაუჭირა SWIFT-დან რუსეთის გათიშვას, პუტინის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების შემოღებას და თავდაცვის იარაღის მიწოდებას. მადლობა საფრანგეთს“. წყაროები ევროკავშირიდან ამბობენ, რომ Swift-ის საერთაშორისო გადახდების სისტემიდან მოწყვეტის იდეა სანქციების შესაძლო მესამე პაკეტშია. დიდი ბრიტანეთი საჯაროდ უბიძგებს ამ ნაბიჯისკენ პარტნიორებს, მაგრამ ამბობს, რომ მას არ შეუძლია, იზოლირებულად იმოქმედოს. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა ლიდერებს, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები რუსთის SWIFT-იდან გათიშვის მიზნით, რათა მაქსიმალური ტკივილი მიაყენონ პრეზიდენტ პუტინსა და მის რეჟიმს. ზოგიერთი ქვეყანა, როგორიცაა გერმანია, თავს იკავებს იმის შიშით, რომ თუ რუსეთი მოიხსნება გადამწყვეტი გადახდის სისტემისგან, რუსეთმა შესაძლოა, ევროპული გაზის მიწოდების შეწყვეტა დაიწყოს. 25 თებერვალს, გერმანიის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ გერმანია ღიაა, განიხილოს Swift-ის საერთაშორისო გადახდების სისტემიდან რუსეთის მოწყვეტის საკითხი, თუმცა შესაძლო შედეგებიც უნდა გათვალოს. 25 თებერვალს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას განცხადებით, იტალიემა კოლეგამ, ლუიჯი დი მაიომ დაარწმუნა, რომ იტალია მხარს დაუჭერს რუსეთისთვის SWIFT-ის აკრძალვას. SWIFT-იდან რუსეთის დაუყოვნებლივ გარიცხვის მომხრეთა რიგებში არიან ბალტიის ქვეყნები - ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი. უკრაინა მსოფლიოში ფინანსური ტრანზაქციების ყველაზე ცნობილი სისტემიდან რუსეთის გათიშვას ითხოვს. 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა ამავე საღამოს, კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს.

საქართველოსა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარი გამართეს

საქართველოსა და საფრანგეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს. პრეზიდენტებმა შეშფოთება გამოთქვეს უკრაინის სუვენერობის წინააღმდეგ მიმართული რუსული აგრესიის გამო. სააფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ მძიმე ვითარებაში, ის მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. „პრეზიდენტებმა საუბრისას ხაზი გაუსვეს გაეროსა და სხვა საერთაშორისო ფორმატებში ჩვენი ერთიანი პოზიციის მნიშვნელობას. საუბრის ბოლოს კი, პრეზიდენტმა მაკრონმა საქართველოს პრეზიდენტი უახლოეს დღეებში სამუშაო ვიზიტით პარიზში მიიწვია“, - აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

მაკრონი: ჩვენ ვდგავართ მოლდოვისა და საქართველოს გვერდით მათი სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დასაცავად

საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონს საუბარი ჰქონდა საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან, შემდგომ მოლდოვის რესპუბლიკის პრეზიდენტთან მაია სანდუსთან. კომუნიკეში აღნიშნულია, რომ ორივე საუბარი შეეხო უკრაინაში არსებული ვითარების შეფასებას და საერთაშორისო საზოგადოების პასუხს რუსეთის აგრესიაზე. „რესპუბლიკის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ძალისხმევა, მხარი დაუჭიროს ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს ჩვენს პარტნიორებს დაძაბულობისა და დესტაბილიზაციის ნებისმიერი მცდელობის წინააღმდეგ. ჩვენ ვდგავართ მოლდოვისა და საქართველოს გვერდით მათი სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დასაცავად. გრძელდება მოვლენებზე ყურადღებით დაკვირვება და კონტაქტი. ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა (მაკრონმა) პრეზიდენტი ზურაბიშვილი პარიზში მომავალი კვირის დასაწყისში შეხვედრაზე მიიწვია“, - აღნიშნულია ფრანგული მხარის კომუნუკეში. თავის მხრივ, მაკრონმა ტექსტი განათავსა Twitter გვერდზე. „საქართველო და მოლდოვა ჩვენი კავშირის მეზობელი ქვეყნებია, ისინი ჩვენი პარტნიორები და მეგობრები არიან. მათ პრეზიდენტებს დღეს დილით კიდევ ერთხელ დავუდასტურე ჩვენი მზადყოფნა, მხარი დავუჭიროთ მათ დაძაბულობისა და დესტაბილიზაციის ნებისმიერი მცდელობის წინააღმდეგ. კრიზის დროს სოლიდარულები ვართ და ვიქნებით“, - წერს მაკრონი.

ემანუელ მაკრონმა პუტინს მოუწოდა, შეწყვიტოს უკრაინაზე თავდასხმა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა. მაკრონის ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტმა კვლავ გაიმეორა საერთაშორისო მოწოდებები მოსკოვისადმი, კერძოდ ის, რომ შეწყვიტოს თავდასხმები უკრაინაზე და ხაზი გაუსვა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის აუცილებლობას. მაკრონმა სთხოვა რუსეთის პრეზიდენტს, შეწყვიტოს ყველა დარტყმა და თავდასხმა მშვიდობიანი მოსახლეობის, საცხოვრებელი ადგილების, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ.  საფრანგეთის განცხადებაში ნათქვამია, რომ პუტინმა დაადასტურა თავისი მზადყოფნა, შეასრულოს ეს მოთხოვნები. თუმცა, იმავე სატელეფონო ზარის შესახებ კრემლის განცხადებაში ნათქვამია, რომ პუტინმა მაკრონს განუცხადა: „მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხედველობაში მიიღება რუსეთის ლეგიტიმური უსაფრთხოების ინტერესები - მათ შორის ყირიმზე რუსეთის სუვერენიტეტის აღიარება და დემილიტარიზაციისა და დენაზიზაციის მიზნების გადაწყვეტა. უკრაინის სახელმწიფო და მისი ნეიტრალური სტატუსის უზრუნველყოფა“. საფრანგეთმა თავის განცხადებაში ასევე განაცხადა, რომ მაკრონმა ასევე სთხოვა თავის რუს კოლეგას, დარჩეს კონტაქზე უახლოეს დღეებში, რათა თავიდან აიცილოს კონფლიქტის ესკალაცია, რასაც, როგორც ამბობენ, პუტინი დაეთანხმა.

პარიზში ვიზიტით მყოფი პრეზიდენტი ზურაბიშვილი ემანუელ მაკრონს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ვიზიტით საფრანგეთში იმყოფება. სალომე ზურაბიშვილისა და პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის შეხვედრა გაიმართა. Twitter-ზე განთავსებულ პოსტში სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ ემანუელ მაკრონთან ძალიან საიტერესო შეხვედრა ყველა იმ საკითხს შეეხებოდა, რაც „ჩვენს წინაშე დგას“.  26 თებერვალს, საფრანგეთისა და საქართველოს პრეზიდენტმა სატელეფონი საუბარი გაამართეს, რომლის დროსაც მაკრონმა ზურაბიშვილი პარიზში მიიწვია.  მაკრონი: ჩვენ ვდგავართ მოლდოვისა და საქართველოს გვერდით მათი სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დასაცავად ჯოზეფ ბორელი: ვშიშობთ, რუსული გავლენები შესაძლოა, ამოქმედდეს მოლდოვასა და საქართველოში  

პრეზიდენტი: მადლიერები ვართ უკრაინის, რომელიც იბრძვის ჩვენი თავისუფლებისთვის და ჩვენ არ გვინდა, რომ საქართველოს სხვა სურათი ჩანდეს საერთაშორისო არენაზე

„ჩვენგან არავინ ელოდება ისეთ ზომებს, რომლებიც ამ ქვეყანას საფრთხის წინაშე დააყენებს, მაგრამ ჩვენგან ყველა ელოდება სოლიდარობას, თქვენც ელოდებით, მეც ველოდები, ამისთვის ჩამოვედი დღეს პარიზში, ხვალ - ბრიუსელში, რომ გამოვხატო ქართული სოლიდარობა უკრაინის მიმართ. იმ დროს, როდესაც მთელი ევროპა ერთიანია, ჩვენც ამ ერთიანობის ნაწილი უნდა გავხდეთ. დღეს იხსნება ფანჯარა, როცა ევროპელები მზად არიან, სხვანაირად განიხილონ უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს მომავალი. ჩვენ აქ უნდა ვიდგეთ და ამიტომ ვარ აქ. მე მინდა, ყველას ახსოვდეს, რომ საქართველო, როგორც უკრაინა არის ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგანი, რომლებიც ხვალ იქნებიან ევროპის ნაწილი, იმ ევროპის, რომელმაც დღეს აჩვენა თავისი ღირსება, ერთიანობით, თავისი უკრაინის აქტიური მხარდაჭერით. ჩვენ ყველანი ვართ მადლიერები დღეს უკრაინის, რომელიც იბრძვის ჩვენი თავისუფლებისთვის და ჩვენ არ გვინდა, რომ საქართველოს სხვა სურათი ჩანდეს საერთაშორისო არენაზე, ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომელიც ისტორიულად ყოველთვის იყო თავისი პრინციპების ერთგული“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთში, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს.

ემანუელ მაკრონი: ომი უკრაინაში მხოლოდ პუტინმა აირჩია

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა რუსეთის მთავრობის მიერ უკრაინაში ომის გასამართლებლად გავრცელებული სიცრუე დაგმო. Reuters-ის ცნობით, მაკრონმა განაცხადა, რომ ეს ომი არ არის კონფლიქტი დასავლეთსა და რუსეთს შორის, როგორც ზოგიერთს სურს, რომ გვჯეროდეს. „უკრაინაში NATO-ს ბაზა არ არის. ეს ტყუილია. რუსეთი არ არის აგრესიის მსხვერპლი. რუსეთი თავად აგრესორია. ეს ომი არ არის ნაციზმთან ბრძოლა. ეს ტყუილია“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

მაკრონი პუტინს მესამედ ესაუბრა მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დღეს ახალი 90 წუთიანი სატელეფონო საუბარი გამართა რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინთან. მაკრონის ოფისის ცნობით, ეს არის უკვე მესამე საუბარი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. მაკრონის თანაშემწემ ანონიმურობის პირობით განუცხადა ჟურნალისტებს, რომ საფრანგეთის ლიდერი ესაუბრა პუტინს, შემდეგ კი, უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის დაურეკა. როგორც France24-ს მაკრონის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი პუტინთან საუბრის შემდეგ თვლის, რომ უკრაინაში „ყველაზე უარესი ჯერ კიდევ წინ არის“. პუტინმა 90-წუთიანი სატელეფონო საუბრის დროს „უკომპრომისო ბრძოლის“ პირობა დადო.

ემანუელ მაკრონი: ვესაუბრე პრეზიდენტ პუტინს და ამ ეტაპზე უარს ამბობს უკრაინაზე თავდასხმების შეჩერებაზე

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბრის შესახებ Twitter-ზე წერს. „მე ველაპარაკე პრეზიდენტ პუტინს, დღეს დილით. ის ამ ეტაპზე უარს ამბობს უკრაინაზე თავდასხმების შეჩერებაზე. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დიალოგის შენარჩუნება ადამიანური ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად. გავაგრძელებ ჩემს ძალისხმევას და კონტაქტებს. უარესი თავიდან უნდა ავიცილოთ“, - წერს ემანუელ მაკრონი.  ემანუელ მაკრონი: პრეზიდენტ პუტინს ვესაუბრე - ამ ეტაპზე ის უარს ამბობს უკრაინაზე თავდასხმის შეჩერებაზე მაკრონი პუტინს მესამედ ესაუბრა მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა

BBC მაკრონი-პუტინის სატელეფონო საუბრის დეტალებზე წერს

BBC ემანუელ მაკრონისა და ვლადიმერ პუტინის საუბრის დეტალებზე წერს. მაკრონის ოფისის თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტმა მოუწოდა პუტინს, შეწყვიტოს თავდასხმა და უზრუნველყოს უკრაინის ბირთვული ობიექტების უსაფრთხოება მას შემდეგ, რაც დაბომბვამ გამოიწვია ცეცხლი ზაპოროჟიეს ატომური სადგურის ადგილზე. პუტინმა უთხრა მაკრონს, რომ რუსეთი არ ცდილობდა ატომურ სადგურებზე თავდასხმას. პუტინმა ასევე განუცხადა მაკრონს, რომ რუსეთი თავის მიზნებს მიაღწევს „მოლაპარაკების ან ომის გზით“. კრემლში კი აცხადებენ, რომ პუტინი ატომური სადგურის ინციდენტში უკრაინელებს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ეს „უკრაინელი რადიკალების მიერ მოწყობილი პროვოკაცია“ იყო. პუტინმა მარიუპოლიდან და ვოლნოვახიდან მოსახლეობის ევაკუაციის ჩავარდნაში „უკრაინელი ნაციონალისტები“ დაადანაშაულა, რომლებიც, მისი თქმით, ადამიანებს ქალაქების დატოვების ნებას არ აძლევდნენ.  აღსანიშნავია, რომ მაკრონი პუტინს უკრაინაში რუსეთის შეჭრის არაერთხელ ესაუბრა. ემანუელ მაკრონი: ვესაუბრე პრეზიდენტ პუტინს და ამ ეტაპზე უარს ამბობს უკრაინაზე თავდასხმების შეჩერებაზე მაკრონი პუტინს მესამედ ესაუბრა მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა

ოლაფ შოლცი და ემანუელ მაკრონი ვლადიმერ პუტინს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბრისას, ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოითხოვეს, Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა. მისივე თქმით, მაკრონმა და შოლცმა ასევე განუცხადეს პუტინს, რომ გამოსავალი უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების გზით უნდა მოიძებნოს, თქვა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. „სამივე ლიდერი შეთანხმდა, რომ უახლოეს დღეებში მჭიდრო კონტაქტს შეინარჩუნებენ“, - განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.   

მაკრონი: არ ვფიქრობ, რომ შეგვიძლია, ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურა ომში მყოფ ქვეყანასთან გავხსნათ

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უსამართლობა იქნება ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის კარის დახურვა, მაგრამ ბლოკი ვერ გახსნის გაწევრიანების პროცედურას ომში მყოფ ქვეყანასთან. საფრანგეთის პრეზიდენტმა, რომელიც ვერსალში ევროკავშირის ლიდერების სამიტს მასპინძლობს, ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის ომი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას სრულიად განაახლებს. საერთაშორისო მედია აღნიშნავს, რომ უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომ ოფიციალურად განაცხადეს ევროკავშირში გაწევრიანებაზე გასულ კვირას, რადგან ისინი ცდილობენ, გააღრმაონ კავშირები დასავლეთთან უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ. თუმცა, ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებებს ჩვეულებრივ ათწლეული ან მეტი სჭირდება და მოიცავს ფართო შიდა ეკონომიკურ, სასამართლო და პოლიტიკურ მოთხოვნებს. „სამმა ქვეყანამ, უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ, ოფიციალური განაცხადი გააკეთეს. რასაც დღეს განვიხილავთ, მნიშვნელოვანია, რადგან ძლიერი სიგნალი უნდა გავუგზავნოთ უკრაინასა და უკრაინელებს. ამავდროულად, საჭიროა, ყურადღებით ვიყოთ. შეგვიძლია თუ არა ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურა გავხსნათ ომში მყოფ ქვეყანასთან? არ ვფიქრობ, რომ შეგვიძლია. შეგვიძლია თუ არა კარი დავხუროთ და ვთქვათ  - არასდროს? ეს უსამართლობა იქნება“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა. სამიტის წინ, ვერსალში გაკეთებული განცხადების დროს, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ ასევე უარყო უკრაინის მოწოდება ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანების შესახებ.„არ არსებობს გაწევრიანების სწრაფი ტემპი, ასეთი რამ არ არსებობს”, - განაცხადა მარკ რუტემ. ცნობისთვის, 10 მარტს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ საფრანგეთში ევროკავშირის ლიდერების სამიტზე უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის საკითხს განიხილავენ. მიშელის თქმით, საუბარი ასევე იქნება ევროპის მხრიდან, რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებაზე. „ჩვენ, დღეს და ხვალ გვაქვს სტრატეგიული სამიტი, რადგან ჩვენი ამოცანაა, დავადგინოთ, რა კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მივიღებთ ერთად, რომ ევროკავშირი იყოს უფრო მტკიცე და ნაკლებად დამოკიდებული რუსულ გაზზე. ახლა არის ძალიან რთული მომენტი, რადგან ეს არის ომი, რომელიც რუსეთმა დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ და განვიხილავთ ამ სიტუაციის ყველა შედეგს. ამასთან, ჩვენ მივუახლოვდით ევროკავშირის გაფართოების პროცესის განხილვას, რადგან უკრაინამ მიიღო გადაწყვეტილება, ევროკავშირში განაცხადის წარდგენაზე. იგივე გადაწყვეტილება მიიღეს საქართველომ და მოლდოვამ, რის შესახებაც განხილვა იქნება", - განაცხადა შარლ მიშელმა.  

საფრანგეთის პრეზიდენტი უკრაინაში გამგზავრებას ამ ეტაპზე არ აპირებს

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის უკრაინაში გამგზავრება ამ ეტაპზე არ იგეგმება. ამის შესახებ საფრანგეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გაბრიელ ატალმა განაცხადა. საფრანგეთის მთავრობაში აღნიშნავენ, რომ ვიზიტი შეიძლება დაიგეგმოს, როგორც კი ის გამოსადეგი აღმოჩნდება კრიზისის მოსაგვარებლად. ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრებს: თქვენი ვიზიტი ამ რთულ დროს მხარდაჭერის ძლიერი ნიშანია

ემანუელ მაკრონი: სისტემატურად ვესაუბრები პრეზიდენტ ზელენსკის და პრეზიდენტს პუტინს

სისტემატურად ვესაუბრები პრეზიდენტ ზელენსკის და პრეზიდენტს პუტინს და გავაგრძელებს მათთან საუბარს, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ვიდეომიმართვისას განაცხადა. მაკრონი არ გამორიცხავს კიევში ვიზიტსაც, თუმცა, აღნიშნავს, რომ მისთვის პრიორიტეტი, უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებთან დისკუსიების გაგრძელებაა. „რუსეთის უკრაინაში შეჭრა იყო ელექტროშოკი NATO-სთვის. ჩვენ გვჭირდება სტრატეგიული სიცხადე და ახლა ამ პროცესში ვართ. ეს კი უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე მოხდა. სისტემატურად ვესაუბრები პრეზიდენტ ზელენსკის და პრეზიდენტს პუტინს“, - განაცხადა მაკრონმა. ასევე წაიკითხეთ: თეთრი სახლის ცნობით, ჯო ბაიდენმა და ემანუელ მაკრონმა უკრაინის საზღვრებზე რუსეთის სამხედრო გაძლიერების საკითხი განიხილეს

მედია: ემანუელ მაკრონმა ვლადიმერ პუტინს მარიუპოლის ბლოკადის შეწყვეტისკენ მოუწოდა

სატელეფონო საუბარში საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოუწოდა კონკრეტული ზომების მიღება მარიუპოლის ალყის მოხსნისთვის, ჰუმანიტარული წვდომის გახსნა და ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა, – ამის შესახებ უკრაინული მედია Le Figaro-ზე დაყრდნობით წერს. ამასთან, სატელეფონო საუბარში, რომელიც ერთ საათსა და ათ წუთს გაგრძელდა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინს უკრაინის მთელ ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაუყოვნებლივ შესრულება მოსთხოვა. მედიის ინფორმაციით, კრემლის ვებგვერდზე გავრცელებული განცხადების მიხედვით კი, პუტინმა მაკრონს აცნობა „უამრავი სამხედრო დანაშაულის შესახებ, რომლებსაც ყოველდღიურად სჩადიან უკრაინელი სამხედროები და ნაციონალისტები, განსაკუთრებით დონბასის რეგიონის ქალაქების მასიური სარაკეტო და საარტილერიო დაბომბვისას“. მანამდე მარიუპოლის მერის მოადგილე სერგეი ორლოვმა განაცხადა, რომ ქალაქის 80-90% დანგრეულია, ხოლო დაღუპულთა რიცხვმა 2,3 ათასს გადააჭარბა.  რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ  მარიუპოლის მერი: უკრაინელი ხალხის სრულმასშტაბიანი გენოციდი მიმდინარეობს  მარიუპოლის მერის მოადგილე: რუსები აგრძელებენ ჩვენს დაბომბვას და არტილერიის გამოყენებას ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს

საფრანგეთის პრეზიდენტმა რუს კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა. საუბარში, რომელიც ერთ საათს გაგრძელდა, მაკრონმა და პუტინმა უკრაინაში შექმნილი სიტუაცია განიხილეს. ასევე წაიკითხეთ: ჯო ბაიდენი: უკრაინის გვერდით ვდგავართ და გავაგრძელებთ იმის უზრუნველყოფას, რომ პუტინმა თავისი ქმედებებისთვის მძიმე ეკონომიკური ფასი გადაიხადოს

ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მზად არის, ვლადიმერ პუტინთან დიალოგი გააგრძელოს

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მზად არის, გააგრძელოს დიალოგი ვლადიმერ პუტინთან და რომ საფრანგეთი და ევროპა ყველაფერს გააკეთებენ, რათა უკრაინაში ომი შეაჩერონ. „არსებობს გაურკვევლობა. მზად ვარ გავაგრძელო დიალოგი ვლადიმე რპუტინთან“, - განუცხადა ემანუელ მაკრონმა. ასევე წაიკითხეთ: ევროკავშირი და NATO-ს ორი სამიტი დღეს ბრიუსელში გაიმართება

ემანუელ მაკრონი: ევროპული და ამერიკული სანქციების დაწესების შემდეგ, ევროპა ამ სანქციების სრულად გაკონტროლებას იწყებს

ევროპული და ამერიკული სანქციების დაწესების შემდეგ, ევროპა ახლა ამ სანქციების სრულად აღსრულების გაკონტროლებას იწყებს. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა. "ევროპული და ამერიკული სანქციების დაწესების შემდეგ, ევროპა ახლა ამ სანქციების სრულად აღსრულების გაკონტროლებას იწყებს. ეს საჭიროა იმისთვის, რომ რუსეთმა სხვა სახელმწიფოების ხელშეწყობით შეზღუდვებს თავი არ აარიდოს. პუტინს მოლაპარაკებების გარდა სხვა გზა არ უნდა დარჩეს", - განაცხადა მაკრონმა. ასევე წაიკითხეთ: G7-ის ლიდერები რუსეთს მოუწოდებენ, გაიყვანოს სამხედრო ძალები და აღჭურვილობა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან

ემანუელ მაკრონი აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებაზე: მე პუტინის მისამართით, ასეთ ტერმინებს არ გამოვიყენებდი

მე ასეთ ტერმინებს არ გამოვიყენებდი, რადგან მე ჯერ კიდევ ვაწარმოებ მოლაპარაკებებს პრეზიდენტ პუტინთან, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ფრანგულ ტელეარხ France 3-თან ინტერვიუში განაცხადა. ამით მაკრონი გამოეხმაურა, აშშ-ს პრეზიდენტ, ჯო ბაიდენის მიერ შაბათს პოლონეთში, ვარშავაში უკრაინელ ლტოლვილებთან შეხვედრის დროს გამოთქმულ კრიტიკას რუსეთის ლიდერის ვლადიმერ პუტინის მიმართ, რა დროსაც ბაიდენმა პუტინს „ყასაბი“ უწოდა. „ჩვენი მიზანია ომის შეჩერება, რომელიც რუსეთმა უკრაინაში გააჩაღა, ამასთან, უნდა ავიცილოთ ომი და ესკალაცია“, - დასძინა მაკრონმა. ასევე წაიკითხეთ: ბაიდენი პუტინზე: ეს ადამიანი ვეღარ დარჩება ხელისუფლებაში  

ემანუელ მაკრონი: ჩვენამდე მოღწეული სურათები ბუჩადან აუტანელია

ჩვენამდე მოღწეული სურათები ბუჩადან, კიევის მახლობლად განთავისუფლებული ქალაქიდან, აუტანელია. რუსეთის ხელისუფლებას მოუწევს პასუხისგება ამ დანაშაულებისთვის, – ასე ეხმაურება საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინის ქალაქ ბუჩადან გავრცელებულ ინფორმაციას. „ჩვენამდე მოღწეული სურათები ბუჩადან, კიევის მახლობლად განთავისუფლებული ქალაქიდან, აუტანელია. ქუჩებში ასობით ლაჩრულად მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეა. თანაგრძნობას გამოვხატავ მსხვერპლთა მიმართ, სოლიდარობას ვუცხადებ უკრაინას. რუსეთის ხელისუფლებას მოუწევს პასუხისგება ამ დანაშაულებისთვის“, – წერს მაკრონი. ასევე წაიკითხეთ: ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ კიევის ოლქი რუსი ოკუპანტებისაგან მთლიანად გათავისუფლებულია. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი Facebook-ზე წერს. "ირპინი, ბუჩა, ჰოსტომელი და მთელი კიევის ოლქი დამპრობლებისგან გათავისფლბულია", - წერს მალიარი. ცნობილია, რამდენი შენობა დაზიანდა კიევში ომის დაწყების შემდეგ  UNESCO: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 53 ისტორიული ადგილი, რელიგიური შენობა და მუზეუმია დაზიანებული  

ემანუელ მაკრონი: რუსული ძალები პასუხისმგებელნი არიან უკრაინაში სამხედრო დანაშაულებებზე

რუსული ძალები პასუხისმგებელნი არიან უკრაინაში სამხედრო დანაშაულებებზე, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა. საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „მისი სურვილია“ დაინახოს ევროკავშირში რუსული ნახშირისა და ნავთობის ექსპორტის სრული დაბლოკვა. „ვინც ამ დანაშაულის უკან დგას, პასუხი უნდა აგოს. ჩვენ ძალიან მკაფიოდ უნდა გავაგზავნოთ სიგნალი, რომ ეს არის ჩვენი კოლექტიური ღირსება და ჩვენი ღირებულებები, რომლებსაც ვიცავთ. არ არსებობს მშვიდობა სამართლიანობის გარეშე“, – განაცხადა მაკრონმა. ასევე წაიკითხეთ: ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ კიევის ოლქი რუსი ოკუპანტებისაგან მთლიანად გათავისუფლებულია. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი Facebook-ზე წერს. "ირპინი, ბუჩა, ჰოსტომელი და მთელი კიევის ოლქი დამპრობლებისგან გათავისფლბულია", - წერს მალიარი. ცნობილია, რამდენი შენობა დაზიანდა კიევში ომის დაწყების შემდეგ  UNESCO: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 53 ისტორიული ადგილი, რელიგიური შენობა და მუზეუმია დაზიანებული

ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

საფრანგეთის მოქმედი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი მარინ ლე პენი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. France 24-ის ცნობით, ეგზიტპოლის მიხედვით, ემანუელ მაკრონს 28.5%-იანი მხარდაჭერა აქვს, მარინ ლე პენს ამომრჩეველთა 23.6%-მა დაუჭირა მხარი. 20,3% ულტრამემარცხენე კანდიდატმა ჟან-ლუკ მელენშონმა მიიღო. 17:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 65% შეადგინა, რაც 2002 წლიდან ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. მეორე ტური 24 აპრილს გაიმართება. საფრანგეთი პრეზიდენტს პირდაპირი საყოველთაო კენჭისყრით, 5-წლით ირჩევს.

ემანუელ მაკრონი ჯო ბაიდენზე: ტერმინ გენოციდთან ფრთხილად ვიქნებოდი, რადგან რუსები და უკრაინელები ძმები არიან

"დღეს ასეთ ტერმინებთან ფრთხილად ვიქნებოდი, რადგან ეს ორი ხალხი ძმები არიან", - ასე უპასუხა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ჟურნალისტის კითხვას, ეთანხმება თუ არა ის აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ ტერმინ "გენოციდის" გამოყენებას უკრაინაში რუსეთის აგრესიის შესაფასებლად."დღეს ასეთ ტერმინებთან ფრთხილად ვიქნებოდი, რადგან ეს ორი ხალხი ძმები არიან. მინდა, შეძლებისდაგვარად, გავაგრძელო მცდელობა ომის გასაჩერებლად და მშვიდობის აღდგენისთვის. არ ვარ დარწმუნებული, რომ რიტორიკის ესკალაცია ამას ემსახურება", - განაცხადა მაკრონმა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. 11 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია. ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცხოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ. ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი ჯო ბაიდენს: ნამდვილი ლიდერის ნამდვილი სიტყვები ბაიდენი რუსეთს გენოციდში ადანაშაულებს

ირაკლი კობახიძე უკრაინაში გენოციდზე: ჯერჯერობით, ამაზე არ არის ჩამოყალიბებული პოზიცია საერთაშორისო დონეზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უკრაინაში გენოციდთან დაკავშირებით ჰააგის სასამართლოს შეფასებას ელოდება. როგორც კობახიძე აცხადებს, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება პოლიტიკური შეფასებების გაკეთება. „გახსოვთ, იყო მაგალითად, მაკრონის კრიტიკული განცხადება ბაიდენის განცხადებასთან დაკავშირებით. ჯერჯერობით, ამაზე არ არის ჩამოყალიბებული პოზიცია საერთაშორისო დონეზე. ჩვენ ვიყავით საჩივრის თანაავტორი ჰააგაში, დაველოდებით, რა თქმა უნდა, შესაბამის სამართლებრივ შეფასებას და როცა იქნება სამართლებრივი შეფასებები, ამის შემდეგ შეიძლება, გაკეთდეს ჩვენი მხრიდან პოლიტიკური შეფასება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან. „დღეს ასეთ ტერმინებთან ფრთხილად ვიქნებოდი, რადგან ეს ორი ხალხი ძმები არიან", - ასე უპასუხა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ჟურნალისტის შეკითხვას, ეთანხმება თუ არა ის აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ ტერმინ „გენოციდის“ გამოყენებას უკრაინაში რუსეთის აგრესიის შესაფასებლად.  

ემანუელ მაკრონი: ომის 50 დღის განმავლობაში საფრანგეთმა უკრაინის არმიას 100 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების ტექნიკა გადავეცით

"რუსეთმა უნდა აგოს პასუხი უკრაინაში ჩადენილი დანაშაულისთვის", - ეს განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სოციალური ქსელში დაწერა. მისივე თქმით, საფრანგეთი უკრაინას 24 სახანძრო მანქანას და 50 სასწრაფო დახმარების ავტომობილს გადასცემს. „უკრაინაში საზარელი დანაშაული ჩაიდინეს. ჩვენი ექსპერტები მუშაობენ ადგილზე და ეხმარებიან უკრაინელ და საერთაშორისო სასამართლო ორგანოების წარმომადგენლებს, რათა მათ შეაგროვონ მტკიცებულებები და დაადგინონ დამნაშავეები. რუსეთის ხელისუფლებამ უნდა აგოს პასუხი. სამართლიანობის გარეშე მშვიდობა არ არსებობს. ომის 50 დღის განმავლობაში საფრანგეთმა უკრაინის არმიას 100 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების ტექნიკა გადავეცით და კიდევ გავაგრძელებთ კიევის დახმარებას“, – წერს ემანუელ მაკრონი. შეგახსენებთ, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ მაკრონი უკრაინაში მიიწვია: უბრალოდ ვუთხარი, მინდა, გაიგოს, ეს სხვა არაფერია, თუ არა გენოციდი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ფრანგ კოლეგას ქალაქ ბუჩაში იწვევს. ზელენსკის თქმით, მას სურს, ემანუელ მაკრონმა უშუალოდ ნახოს ის სისასტიკე, რომელიც ოკუპანტებმა უკრაინაში ჩაიდინეს. ზელენსკი ამბობს, რომ ემანულ მაკრონს გასულ კვირას ესაუბრა. როგორც ცნობილია, საფრანგეთის პრეზიდენტმა გენოციდზე ბაიდენის განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომ „ტერმინ გენოციდთან ფრთხილად იქნებოდა, რადგან რუსები და უკრაინელები ძმები არიან“. ამ საკითხთან დაკავშირებით, CNN-თან  ზელენსკიმ შემდეგი კომენტარი გააკეთა: „მას გარკვეული ნაბიჯების გადადგმა სურს, რომ რუსეთთან დიალოგი უზრუნველყოს. უბრალოდ ვუთხარი, მინდა გაიგოს, რომ ეს არ არის ომი, ეს სხვა არაფერია, თუ არა გენოციდი. მე მას ვუთხარი, ჩამოვიდეს, როცა ამის შესაძლებლობა ექნება. დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გაიგებს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. შეგახსენებთ, 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან. ამავე თემაზე მსოფლიო მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ პუტინმა შესაძლოა, ბირთვული იარაღი გამოიყენოს - CNN-ის ინტერვიუ ვოლოდიმირ ზელენსკისთან

საფრანგეთის პრეზიდენტი: საფრანგეთს რუსული გაზი არ სჭირდება

საფრანგეთს რუსული გაზი არ სჭირდება, - როგორც უკრაინული მედია იუწყება, ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ტელეკომპანია France 5-თან ინტერვიუში განაცხადა. „ევროპა დამოკიდებულია რუსულ გაზზე, მაგრამ საფრანგეთს ის არ სჭირდება. პარიზი მუშაობს სხვა ქვეყნებიდან გაზის შესყიდვაზე და ასევე აპირებს მხარი დაუჭიროს რუსულ გაზსა და ნავთობზე ემბარგოს დაწესებას”, - თქვა მაკრონმა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება.  ასევე წაიკითხეთ: უკრაინის გენშტაბი: დონბასში რუსეთის მიერ შეტევითი ოპერაციის დაწყების ნიშნებია ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსულმა ძალებმა დონბასისთვის ბრძოლა დაიწყეს

კიევში მაკრონის ჩასვლის საკითხზე ფრანგული მხარე კიდევ ერთ კომენტარს აკეთებს

საფრანგეთის ლიდერი ემანუელ მაკრონი მზადაა კიევში წასასვლელად. ამის შესახებ საფრანგეთის მინისტრთა კაბინეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გაბრიელ ატალმა განაცხადა. ამ თემაზე საფრანგეთის მხრიდან უკვე მეორე კომენტარი გაკეთდა. ატალმა ტელეარხ France Info-სთან აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ვიზიტი შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ხელს შეუწყობს უკრაინის კონფლიქტის მოგვარების პროცესს. ამასთან, თავი შეიკავა პასუხის გაცემისგან შეკითხვაზე, შეიძლება თუ არა მაკრონი კიევში მისი პირველი სამუშაო ვიზიტით ჩავიდეს პრეზიდენტად ხელახალი არჩევის შემთხვევაში. შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მაკრონი უკრაინაში გენოციდის მტკიცებულებების სანახავად მიიწვია. როგორც ცნობილია, საფრანგეთის პრეზიდენტმა გენოციდზე ბაიდენის განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომ „ტერმინ გენოციდთან ფრთხილად იქნებოდა, რადგან რუსები და უკრაინელები ძმები არიან“. ამ საკითხთან დაკავშირებით, CNN-თან  ზელენსკიმ შემდეგი კომენტარი გააკეთა: „მას გარკვეული ნაბიჯების გადადგმა სურს, რომ რუსეთთან დიალოგი უზრუნველყოს. უბრალოდ ვუთხარი, მინდა გაიგოს, რომ ეს არ არის ომი, ეს სხვა არაფერია, თუ არა გენოციდი. მე მას ვუთხარი, ჩამოვიდეს, როცა ამის შესაძლებლობა ექნება. დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გაიგებს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან. ამავე თემაზე საფრანგეთის სახელმწიფო მდივანი ზელენსკის მიერ ემანუელ მაკრონის უკრაინაში მიწვევას გამოეხმაურა  

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება

საფრანგეთის მოქმედი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი მარინ ლე პენი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. 10 აპრილს არჩევნების პირველ ტურში 44 წლის მაკრონი ლიდერობდა ხმების 27,8%-ით. France24 წერს, რომ პროევროპელი მოქმედი პრეზიდენტი მიზნად ისახავს, გახდეს პირველი პრეზიდენტი ჟაკ შირაკის შემდეგ, რომელმაც ხელახალი არჩევნები მოიგო. ლე პენი, რომელმაც პირველ ტურში ხმების 23,1% მიიღო, საპრეზიდენტო არჩევნებში მესამედ იყრის კენჭს. 53 წლის ნაციონალისტი ლიდერი იმედოვნებს, რომ გახდება პირველი ქალი, ვინც ამ თანამდებობას დაიკავებს. პირველი ეგზიტპოლები მოსალოდნელია პარიზის დროით საღამოს 8 საათზე (GMT+2), როდესაც ბოლო საარჩევნო უბნები დაიხურება. მანამდე ფრანგულ მედიას ეკრძალება კანდიდატების ციტირება ან გამოკითხვების გამოქვეყნება, რათა მათ არ მოახდინოს გავლენა ამომრჩევლებზე. ხმის მისაცემად რეგისტრირებულია დაახლოებით 48,7 მილიონი ადამიანი, თუმცა ელიან, რომ აქტივობა შეიძლება იყოს უფრო დაბალი, ვიდრე პირველ ტურში, როდესაც ოთხიდან ერთმა თავი შეიკავა ხმის მიცემისგან. საფრანგეთი პრეზიდენტს პირდაპირი საყოველთაო კენჭისყრით, 5-წლით ირჩევს.  ამავე თემაზე ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით საპრეზიდენტო არჩევნებში ემანუელ მაკრონმა 58%-ით გაიმარჯვა

ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით 58%-ით საფრანგეთში, საპრეზიდენტო არჩევნებში ცენტრისტმა ემანუელ მაკრონმა გაიმარჯვა. შესაბამისად, მისმა კონკურენტმა, ულტრამემარჯვენე კანდიდატმა, მარინ ლე პენმა 42% მიიღო. ამის შესახებ BBC წერს.  საარჩევნო უბნები საფრანგეთის დროით 20:00-ზე დაიხურა. თუ საბოლოო შედეგები, ეგზიტპოლის წინასწარ მონაცემებს დაემთხვევა, მაკრონი ბოლო 20 წელიწადში პირველი პრეზიდენტი იქნება, რომელიც ქვეყანას მეორე ვადით უხელმძღვანელებს. ემანუელ მაკრონი საფრანგეთის პრეზიდენტად 2017 წელს აირჩიეს. მისი თქმით, მისი ყველაზე დიდი მიღწევა უმუშევრობის და გადასახადების შემცირებაა, ასევე, ეროვნული უსაფრთხოებისთვის ხარჯების ზრდა. საფრანგეთის მოქმედი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი მარინ ლე პენი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დღეს დაუპირისპირდნენ.  10 აპრილს არჩევნების პირველ ტურში 44 წლის მაკრონი ლიდერობდა ხმების 27,8%-ით. France24 წერს, რომ პროევროპელი მოქმედი პრეზიდენტი მიზნად ისახავს, გახდეს პირველი პრეზიდენტი ჟაკ შირაკის შემდეგ, რომელმაც ხელახალი არჩევნები მოიგო. ლე პენი, რომელმაც პირველ ტურში ხმების 23,1% მიიღო, საპრეზიდენტო არჩევნებში მესამედ იყრის კენჭს. 53 წლის ნაციონალისტი ლიდერი იმედოვნებს, რომ გახდება პირველი ქალი, ვინც ამ თანამდებობას დაიკავებს.  საფრანგეთი პრეზიდენტს პირდაპირი საყოველთაო კენჭისყრით, 5-წლით ირჩევს.  ამავე თემაზე ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ, ემანუელ მაკრონთან პირველი სატელეფონო საუბარი გერმანიის კანცლერმა გამართა

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ, ემანუელ მაკრონთან პირველი სატელეფონო საუბარი გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. „კანცლერმა შოლცმა დაურეკა პრეზიდენტს მისალოცად. ეს იყო პრეზიდენტის პირველი ზარი, რაც ფრანკო-გერმანული მეგობრობის ნიშანია“, – წერია ელისეს სასახლის განცხადებაში. საფრანგეთის პრეზიდენტი, უკვე მეორე ვადით, კვლავ ემანუელ მაკრონი იქნება. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედმა პრეზიდენტმა ხმათა 58.55% მიიღო, მისმა მეტოქე მარინ ლე პენმა - 41.45%. „ვიქნები ყოველი თქვენგანის პრეზიდენტი. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც პირველ და მეორე ტურში ნდობა გამომიცხადა“, - მიმართა თანამოქალაქეებს ემანუელ მაკრონმა. ულტრამემარჯვენე კანდიდატმა, მარინ ლე პენმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები აღიარა. ამავე თემაზე სალომე ზურაბიშვილმა ემანუელ მაკრონს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა  

ვოლოდიმერ ზელენსკი ემანუელ მაკრონს: ჩვენ ერთად მივდივართ წინ, ახალი საერთო გამარჯვებებისკენ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ემანუელ მაკრონს საფრანგეთის პრეზიდენტად ხელახლა არჩევა მიულოცა. „ვუსურვებ მას ახალ წარმატებებს ხალხის სასიკეთოდ. ვაფასებ მის მხარდაჭერას და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთად მივდივართ წინ ახალი საერთო გამარჯვებებისკენ, ძლიერი და ერთიანი ევროპისკენ!" - აღნიშნა ზელენსკიმ. საფრანგეთის პრეზიდენტი, უკვე მეორე ვადით, კვლავ ემანუელ მაკრონი იქნება. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედმა პრეზიდენტმა ხმათა 58.55% მიიღო, მისმა მეტოქე მარინ ლე პენმა - 41.45%. „ვიქნები ყოველი თქვენგანის პრეზიდენტი. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც პირველ და მეორე ტურში ნდობა გამომიცხადა“, - მიმართა თანამოქალაქეებს ემანუელ მაკრონმა. ულტრამემარჯვენე კანდიდატმა, მარინ ლე პენმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები აღიარა. ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით საპრეზიდენტო არჩევნებში ემანუელ მაკრონმა 58%-ით გაიმარჯვა BBC: ლე პენმა საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მარცხი აღიარა  

სალომე ზურაბიშვილმა ემანუელ მაკრონს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

„გილოცავთ ბატონო Emmanuel Macron, თქვენთან ერთად მოიგო საფრანგეთმა! იმარჯვებს ევროპა და ვიმარჯვებთ ჩვენ, ჩვენ ქართველები და უკრაინელები, რომლებსაც გვჭირდება ძლიერი, ღირსეული ევროპა, რომლის ყიდვას, ან გატეხას რუსეთი ვერ შეძლებს და ვალდებული იქნება პატივი სცეს! “, - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. ულტრამემარჯვენე კანდიდატმა, მარინ ლე პენმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები აღიარა. ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით 58%-ით საფრანგეთში, საპრეზიდენტო არჩევნებში ცენტრისტმა ემანუელ მაკრონმა გაიმარჯვა. შესაბამისად, მისმა კონკურენტმა, ულტრამემარჯვენე კანდიდატმა, მარინ ლე პენმა 42% მიიღო.  ამავე თემაზე ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით საპრეზიდენტო არჩევნებში ემანუელ მაკრონმა 58%-ით გაიმარჯვა BBC: ლე პენმა საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მარცხი აღიარა

მაკრონის ხელახალი არჩევის შემდეგ, საფრანგეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ამკაცრებს - მედია

საფრანგეთი გაზრდის სანქციებით ზეწოლას რუსეთზე, მაგრამ მთავრობა უნდა იყოს გამჭვირვალე ფრანგ ხალხთან და აუხსნას, რა გავლენას ახდენს ეს ზომები მათ ცხოვრებაზე. ამის შესახებ საფრანგეთის ევროპის საქმეთა მინისტრი კლემან ბონი CNN-ს ესაუბრა. კითხვას, შეძლებს თუ არა ხელახლა არჩეული პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, შეინარჩუნოს საზოგადოების მხარდაჭერა, თუ გააგრძელებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას, რადგან ეს გავლენას ახდენდა ხალხის კეთილდღეობაზე, ბონმა უპასუხა, რომ სიტუაცია არ იყო მარტივად გამოსასწორებელი. მან აღნიშნა, რომ სანქციებმა არ შეიძლება, გავლენა არ იქონიოს საფრანგეთის მოქალაქეების ცხოვრებაზე, მაგრამ მაინც, რუსეთის სანქციები უნდა გამკაცრდეს. „რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, არის სანქციების გაზრდა, რადგან ომი ჯერ კიდევ გრძელდება. ჩვენ უნდა დავიცვათ განსაკუთრებით ღარიბი ხალხი ამ გაზრდილი სურსათის ფასებისგან, ენერგიის ფასებისგან. ასე რომ, ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან გამჭვირვალე და ძალიან მკაფიო: ჩვენ დავიცავთ მათ, მაგრამ არ არის მართალი, რომ შეიძლება ჰქონდეთ მარტივი სიტუაცია, როდესაც ჩვენ ვახორციელებთ ზეწოლას რუსეთზე და თითქოს, ეს არ მოახდენს გავლენას მათზე“, - განაცხადა ბონმა. საფრანგეთის პრეზიდენტი, უკვე მეორე ვადით, კვლავ ემანუელ მაკრონი იქნება. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედმა პრეზიდენტმა ხმათა 58.55% მიიღო, მისმა მეტოქე მარინ ლე პენმა - 41.45%. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.

ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრისას პირობა დადო, რომ კიევისთვის სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებას გააძლიერებს - ფრანგული მედია

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას პირობა დადო, რომ კიევისთვის სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებას გააძლიერებს. იტყობინება BFMTV წყაროებზე დაყრდნობით. თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თავის ფრანგ კოლეგასთან სატელეფონო საუბრისას, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა და ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების საკითხი განიხილა. „მადლობელი ვარ საფრანგეთის, ჰუმანიტარული დახმარებისთვის, მზადყოფნისთვის, რომ განაგრძოს მუშაობა რუსეთის დანაშაულების გამოძიებაში დასახმარებლად“, - დაწერა ზელენსკიმ Twitter-ზე. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ემანუელ მაკრონი ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს. ტელეარხ BFMTV-ის ცნობით, ორი პრეზიდენტის სატელეფონო საუბარი ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ეს პუტინისა და მაკრონის პირველი სატელეფონო საუბარია მას შემდეგ რაც, მაკრონმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა. რა საკითხები განიხილეს პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბრის დროს, ჯერჯერობით უცნობია.  

ემანუელ მაკრონმა პუტინი უკრაინაში ომის შედეგების შესახებ გააფრთხილა და მოუწოდა, შეწყვიტოს დამანგრეველი აგრესია

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გააფრთხილა პუტინი უკრაინაში ომის შედეგების შესახებ და მოუწოდა მას, შეწყვიტოს „დამანგრეველი აგრესია“, ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია იტყობინება. მაკრონმა ასევე გამოხატა თავისი ღრმა შეშფოთება მარიუპოლისა და დონბასის რეგიონში არსებული სიტუაციის შესახებ და მან მოუწოდა რუსეთს, დაუშვას შემდგომი ევაკუაცია აზოვსტალის ქარხნიდან. ემანუელ მაკრონი ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, პუტინმა საფრანგეთის პრეზიდენტთან საუბრისას განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნებს შეეძლოთ, ხელი შეეწყოთ უკრაინელი სამხედროების დანაშაულის შეჩერებაში. ამის ნაცვლად კი, ევროკავშირის ქვეყნები მათ იგნორირებას ახდენენ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

მაკრონი უკრაინას სურსათის ექსპორტზე რუსეთის ემბარგოს მოხსნაში დახმარებას სთავაზობს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სამშაბათს სატელეფონო საუბარში განუცხადა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, რომ მზადაა, იმუშაოს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა უკრაინას, სურსათის ექსპორტზე რუსეთის ემბარგოს მოხსნაში დაეხმაროს. ამ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.  სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია უკრაინიდან ძირითადად შავი და აზოვის ზღვით გადიოდა. ემანუელ მაკრონმა პუტინი უკრაინაში ომის შედეგების შესახებ გააფრთხილა და მოუწოდა, შეწყვიტოს დამანგრეველი აგრესია ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ემანუელ მაკრონმა გააფრთხილა პუტინი უკრაინაში ომის შედეგების შესახებ და მოუწოდა მას, შეწყვიტოს „დამანგრეველი აგრესია“, ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია იტყობინება. მაკრონმა ასევე გამოხატა თავისი ღრმა შეშფოთება მარიუპოლისა და დონბასის რეგიონში არსებული სიტუაციის შესახებ და მან მოუწოდა რუსეთს, დაუშვას შემდგომი ევაკუაცია აზოვსტალის ქარხნიდან. „მე მოვუწოდე რუსეთს, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს წევრმა შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულება და დაასრულოს ეს დამანგრეველი თავდასხმა“, - ნათქვამია მაკრონის განცხადებაში.  

პარიზში ემანუელ მაკრონის ინაუგურაცია მიმდინარეობს

პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ინაუგურაცია მიმდინარეობს. ელისეს სასახლეში მიმდინარე ღონისძიებას 450-მდე სტუმარი ესწრება. შეგახსენნებთ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე კიდევ ხუთი წლით ყოფნის უფლება ემანუელ მაკრონმა 24 აპრილს, არჩევნების მეორე ტურში მოიპოვა, როდესაც ხმათა 58,55%-ით მარინ ლე პენი დაამარცხა.  

სალომე ზურაბიშვილი ემანეულ მაკრონს: საქართველოს აქვს თქვენი იმედი, რომ უხელმძღვანელებთ ძლიერ საფრანგეთს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ემანეულ მაკრონს საფრანგეთის პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევა ულოცავს. „ჩემი გულწრფელი მილოცვა ემანუელ მაკრონს ინაუგურაციის დღეს, საფრანგეთის პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევასთან დაკავშირებით. საქართველოს აქვს თქვენი იმედი, რომ უხელმძღვანელებთ ძლიერ საფრანგეთს ძლიერ ევროპაში, რომელიც მისი მეზობლებისთვის ღიაა“, – დაწერა სალომე ზურაბიშვილმა „ტვიტერზე“. ემანუელ მაკრონი ბოლო 20 წელიწადში პირველი პრეზიდენტია, რომელიც ქვეყანას მეორე ვადით უხელმძღვანელებს. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე კიდევ ხუთი წლით ყოფნის უფლება ემანუელ მაკრონმა 24 აპრილს, არჩევნების მეორე ტურში მოიპოვა, როდესაც ხმათა 58,55%-ით მარინ ლე პენი დაამარცხა. ასევე წაიკითხეთ პარიზში ემანუელ მაკრონის ინაუგურაცია მიმდინარეობს

ემანუელ მაკრონი: უკრაინას, რუსეთის აგრესიის შემდეგ, დემოკრატიისა და გამბედაობის გამარჯვებაში დავეხმარებით

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ინაუგურაციის დროს რუსეთ–უკრაინის ომზე ილაპარაკა. მედიის ცნობით, პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ უკრაინაში დემოკრატიისა და გამბედაობის გამარჯვებას დაეხმარება. „უპირველეს ყოვლისა, ვიმოქმედებთ რუსეთის აგრესიის შემდეგ უკრაინაში კონფლიქტის დეესკალაციისთვის, რათა დავეხმაროთ დემოკრატიისა და გამბედაობის გამარჯვებაში, ავაშენოთ ახალი სამყარო ევროპაში და ახალი ავტონომია ჩვენს კონტინენტზე“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა. ემანუელ მაკრონი ბოლო 20 წელიწადში პირველი პრეზიდენტია, რომელიც ქვეყანას მეორე ვადით უხელმძღვანელებს. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე კიდევ ხუთი წლით ყოფნის უფლება ემანუელ მაკრონმა 24 აპრილს, არჩევნების მეორე ტურში მოიპოვა, როდესაც ხმათა 58,55%-ით მარინ ლე პენი დაამარცხა. ასევე წაიკითხეთ პარიზში ემანუელ მაკრონის ინაუგურაცია მიმდინარეობს

ემანუელ მაკრონი: სამომავლოდ, როდესაც უკრაინა და რუსეთი დასხდებიან მოლაპარაკების მაგიდასთან, არც ერთი მხარე არ უნდა იყოს იგნორირებული

"სამომავლოდ, როდესაც უკრაინა და რუსეთი დასხდებიან მოლაპარაკების მაგიდასთან, არც ერთი მხარე არ უნდა იყოს იგნორირებული ან დამცირებული, როგორც ეს მოხდა გერმანიის შემთხვევაში 1918 წელს", - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა. „სამომავლოდ, როდესაც უკრაინა და რუსეთი დასხდებიან მოლაპარაკების მაგიდასთან, არც ერთი მხარე არ უნდა იყოს იგნორირებული ან დამცირებული, როგორც ეს მოხდა გერმანიის შემთხვევაში 1918 წელს. რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების და დისკუსიის პირობებს თავად მხარეები დაადგენენ. მაგრამ ეს არ მოხდება რომელიმე მხარის იგნორირებით, გამორიცხვით ან ერთ-ერთი მხარის დამცირებით, რადგან ევროპამ არ შეასრულა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დადებული პირობა და არც 1914 წელს, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, რადგანაც 1918 წელს ჩვენ ისინი დავამცირეთ“, – განაცხადა მაკრონმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

საფრანგეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ელისაბედ ბორნი იქნება

საფრანგეთს ახალი პრემიერ-მინისტრი, შრომის ყოფილი მინისტრი ელისაბედ ბორნი იქნება. ამის შესახებ Reuters წერს. უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში საფრანგეთის მთავრობას ქალი მეორედ უხელმძღვანელებს. მანამდე, საფრანგეთის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა ჟან კასტექსმა საფრანგეთის პრეზიდენტს გადადგომის მოთხოვნით მიმართა. საფრანგეთის მთავრობაში ცვლილებები ქვეყნის პრეზიდენტად ემანუელ მაკრონის მეორე ვადით არჩევის მოჰყვა.  შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე კიდევ ხუთი წლით ყოფნის უფლება ემანუელ მაკრონმა 24 აპრილს, არჩევნების მეორე ტურში მოიპოვა, როდესაც ხმათა 58,55%-ით მარინ ლე პენი დაამარცხა.

ზელენსკისთან საუბრისას საფრანგეთის პრეზიდენტი უკრაინას მეტ იარაღს დაჰპირდა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დამატებით იარაღს დაჰპირდა. ორ ლიდერს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია ფრანგულმა მხარემ გაავრცელა. მაკრონის ოფისის ცნობით, მაკრონმა დაადასტურა, რომ საფრანგეთის მიერ იარაღის მიწოდება გაგრძელდება და ინტენსივობა მომდევნო დღეებსა და კვირებში გაიზრდება. გააქტიურდება ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების პროცესიც.  მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის განაცხადი, ევროსაბჭოს სესიაზე, ივნისში განიხილება. ევროკავშირის დისკუსია დაეფუძნება სულისკვეთებას, რომ უკრაინა ევროპული ოჯახის ნაწილია. ლიდერებმა ასევე განიხილეს აზოვსტალის ქარხნიდან ევაკუაციის საკითხი, ასევე, სასურსათო უსაფრთხოების გამოწვევები და უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის დაშვების შესაძლო გზები, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანია. მაკრონის ოფისის ცნობით, ორ პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი საათსა და 10 წუთს გაგრძელდა და იყო ხანგრძლივი და არსებითი.  

ემანუელ მაკრონის თქმით, არ არის გამორიცხული რისკი იმისა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის კონფლიქტი სხვა მეზობელ ქვეყნებშიც გავრცელდეს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მას სურს, ევროკავშირმა მოლდოვის გაწევრიანების მოთხოვნაზე „სწრაფი აზრი“ დააფიქსიროს.  მაკრონმა მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს უმასპინძლა. მაკრონმა დაამატა, რომ არ არის გამორიცხული რისკი იმისა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის კონფლიქტი სხვა მეზობელ ქვეყნებშიც გავრცელდეს. ამის საფუძვლად მას დნესტრისპირეთში მომხდარი მოჰყავს. საფრანგეთი აპირებს, განსაკუთრებული ყურადღებით მიადევნოს თვალი რეგიონულ უსაფრთხოებას და მოლდოვის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ნებისმიერ შესაძლო ხელყოფის მცდელობას. სეპარატისტებმა დნესტრისპირეთის რეგიონში მომხდარ სროლებში კიევი დაადანაშაულეს. გასულ კვირას მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკუ პოპესკუმ განაცხადა, რომ მოლდოვის პრორუსულ სეპარატისტულ რეგიონში შიდა ელემენტები ცდილობდნენ დესტაბილიზაციას და დაძაბულობის გაღვივებას, რადგან ქვეყანა აგრძელებს მცდელობებს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ.    

ემანუელ მაკრონი: უკრაინელი ხალხის მხარდაჭერით, ქართველებმა დაადასტურეს სრული ერთგულება ჩვენთვის ძვირფასი ღირებულებების მიმართ

"უკრაინელი ხალხის მხარდაჭერით, ქართველებმა დაადასტურეს სრული ერთგულება ჩვენთვის  ძვირფასი ღირებულებების მიმართ", - საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს წერილი გამოუგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში საფრანგეთის საელჩო ავრცელებს. „საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მოხარული ვარ, გულწრფელად გისურვოთ თქვენ და მთელ ქართველ ხალხს ბედნიერება, კეთილდღეობა და მშვიდობა. თითქმის სამი თვეა, რაც ევროპის კონტინენტი შეიგრძნობს რუსეთის მიერ სუვერენული ქვეყნის, უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებულ მკვლელ აგრესიულ ომს. ამ თავდასხმის წინაშე, რომელიც სერიოზულ ზიანს აყენებს ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას, როგორც არასდროს, აუცილებელია, ევროპის ოჯახმა შეინარჩუნოს ერთიანობა. უკრაინელი ხალხის მხარდაჭერით, იქნება ეს თქვენს ტერიტორიაზე ამჟამად მყოფი მრავალი ლტოლვილის მიღებითა თუ ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებით, ქართველებმა დაადასტურეს თავიანთი სრული ერთგულება ჩვენთვის ასე ძვირფასი ღირებულებების მიმართ. გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს მიერ თანმიმდევრულად მიცემული ხმები რეზოლუციების სასარგებლოდ, რომლებიც მოითხოვდა უკრაინაში ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტას, მოუწოდებდა რუსეთს მშვიდობიან მოსახლეობაზე ყველა თავდასხმის შეწყვეტისკენ და ბოლოს, მას რიცხავდა ადამიანის უფლებების საბჭოდან, ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი იყო. მაშინ, როცა საქართველომ კიდევ ერთხელ შეძლო, დაემტკიცებინა დემოკრატიის გზის მიმართ თავისი დამაჯერებელი ერთგულება და ახლახან წარადგინა წევრობის კითხვარის მეორე ნაწილი, მნიშვნელოვანია, რომ თქვენმა ქვეყანამ მხარი დაუჭიროს სანქციების ევროპულ პოლიტიკას და ხელი შეუშალოს მოქმედი სანქციების რეჟიმის რუსეთის მიერ გვერდის ავლის მცდელობებს. ჩემთვის ასევე ცნობილია თქვენი სურვილი, განამტკიცოთ კანონის უზენაესობა აუცილებელი რეფორმების გატარებით, სახელდობრ სასამართლო სისტემაში – შეგიძლიათ ჩვენი მტკიცე მხარდაჭერის იმედი გქონდეთ ამ გზაზე. მოგეხსენებათ, რომ 2022 წელს ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30-ე იუბილე აღინიშნება. ამ წლების განმავლობაში, ჩვენ შევძელით, განგვევითარებინა განსაკუთრებული კავშირი, რომელიც ფესვგადგმულია ნდობითა და მეგობრობით გამორჩეულ ჩვენს საერთო ისტორიაში. მოხარული ვარ ამით და გამოვთქვამ იმედს, რომ შევძლებთ, გავაგრძელოთ ჩვენი უკვე სამაგალითო თანამშრომლობა „ამილახვარის“  სტრუქტურული დიალოგის ფარგლებში, რომელიც 2019 წლის თებერვალში გავხსენით. მსურს, კიდევ ერთხელ, ღრმა რწმენით დაგიდასტუროთ ჩვენი ურყევი ერთგულება საქართველოს სრული სუვერენიტეტის მიმართ. როგორც ყოველთვის, საფრანგეთი კვლავ ყურადღებით დააკვირდება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებულ ვითარებას და არ აღიარებს იქ ჩატარებულ არც ერთ ფსევდო-რეფერენდუმს. გთხოვთ, მიიღოთ, ქალბატონო პრეზიდენტო, ჩემი უღრმესი პატივისცემის დასტური“, – აღნიშნავს საფრანგეთის პრეზიდენტი წერილში. დღეს, 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეროვნული საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს. 1918 წლის 26 მაისს მიიღეს „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო. ასევე წაიკითხეთ: საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 15 ქალაქში სამხედრო ტექნიკა გამოიფინება, დაგეგმილია საჰაერო კომპონენტის ჩვენებაც ილია დარჩიაშვილი: მტკიცედ ვადგავართ საქართველოს განვითარების ევროპულ გზას და დარწმუნებული ვართ წარმატებაში ენტონი ბლინკენი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს  

მაკრონი ზურაბიშვილს: მნიშვნელოვანია, თქვენმა ქვეყანამ მხარი დაუჭიროს სანქციების ევროპულ პოლიტიკას და ხელი შეუშალოს სანქციებზე რუსეთის მიერ გვერდის ავლის მცდელობებს

მაკრონის შეფასებით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს მიერ თანმიმდევრულად მიცემული ხმები რეზოლუციების სასარგებლოდ, ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი იყო. „მაშინ, როცა საქართველომ კიდევ ერთხელ შეძლო, დაემტკიცებინა დემოკრატიის გზის მიმართ თავისი დამაჯერებელი ერთგულება და ახლახან წარადგინა წევრობის კითხვარის მეორე ნაწილი, მნიშვნელოვანია, რომ თქვენმა ქვეყანამ მხარი დაუჭიროს სანქციების ევროპულ პოლიტიკას და ხელი შეუშალოს მოქმედი სანქციების რეჟიმის რუსეთის მიერ გვერდის ავლის მცდელობებს“, - საფრანგეთის პრეზიდენტის ამ გზავნილს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ მისალოც ტექსტში ვკითხულობთ. საქართველოს პრეზიდენტისადმი გაზგზავნილ მილოცვაში მაკრონი აღნიშავს, რომ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერით, იქნება ეს თქვენს ტერიტორიაზე ამჟამად მყოფი მრავალი ლტოლვილის მიღებითა თუ ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებით, ქართველებმა დაადასტურეს თავიანთი სრული ერთგულება ჩვენთვის ასე ძვირფასი ღირებულებების მიმართ. ამასთანავე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს მიერ თანმიმდევრულად მიცემული ხმები რეზოლუციების სასარგებლოდ, რომლებიც მოითხოვდა უკრაინაში ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტას, მოუწოდებდა რუსეთს მშვიდობიან მოსახლეობაზე ყველა თავდასხმის შეწყვეტისკენ და ბოლოს, მას რიცხავდა ადამიანის უფლებების საბჭოდან, ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი იყო. „ჩემთვის ასევე ცნობილია თქვენი სურვილი, განამტკიცოთ კანონის უზენაესობა აუცილებელი რეფორმების გატარებით, სახელდობრ სასამართლო სისტემაში – შეგიძლიათ ჩვენი მტკიცე მხარდაჭერის იმედი გქონდეთ ამ გზაზე. მოგეხსენებათ, რომ 2022 წელს ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30-ე იუბილე აღინიშნება. ამ წლების განმავლობაში, ჩვენ შევძელით, განგვევითარებინა განსაკუთრებული კავშირი, რომელიც ფესვგადგმულია ნდობითა და მეგობრობით გამორჩეულ ჩვენს საერთო ისტორიაში. მოხარული ვარ ამით და გამოვთქვამ იმედს, რომ შევძლებთ, გავაგრძელოთ ჩვენი უკვე სამაგალითო თანამშრომლობა „ამილახვარის“  სტრუქტურული დიალოგის ფარგლებში, რომელიც 2019 წლის თებერვალში გავხსენით. მსურს, კიდევ ერთხელ, ღრმა რწმენით დაგიდასტუროთ ჩვენი ურყევი ერთგულება საქართველოს სრული სუვერენიტეტის მიმართ. როგორც ყოველთვის, საფრანგეთი კვლავ ყურადღებით დააკვირდება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებულ ვითარებას და არ აღიარებს იქ ჩატარებულ არც ერთ ფსევდო-რეფერენდუმს. გთხოვთ, მიიღოთ, ქალბატონო პრეზიდენტო, ჩემი უღრმესი პატივისცემის დასტური“, – აღნიშნავს საფრანგეთის პრეზიდენტი წერილში. დღეს, 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეროვნული საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს. 1918 წლის 26 მაისს მიიღეს „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“.  

ერდოღანმა და მაკრონმა ფინეთისა და შვედეთის NATO გაწევრიანების საკითხზე ისაუბრეს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ფინეთისა და შვედეთის განაცხადები NATO გაწევრიანების შესახებ, სატელეფონო საუბრისას განიხილეს. ინფორმაციას CNN ავრცელებს. საფრანგეთის პრეზდენტის ოფისის ცნობით, მაკრონმა ხაზი გაუსვა ფინეთისა და შვედეთის სუვერენული არჩევანის პატივისცემის მნიშვნელობას, რომელიც მისი თქმით, დემოკრატიული პროცესის შედეგია. მაკრონის შეფასებით, უსაფრთხოების გარემოს ევოლუციაზე ფინეთმა და შვედეთმა რეაქცია მოახდინეს.  თურქეთის პრეზიდენტმა უთხრა მაკრონს, რომ „შვედეთისა და ფინეთის კონტაქტები პირებთან და ე.წ. ორგანიზაციებთან, რომლებიც აკონტროლებენ ტერორისტულ ორგანიზაციას PKK/YPG არ იქნება თავსებადი ალიანსის სულისკვეთებასთან, ნათქვამია თავის მხრივ, თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატის განცხადებაში. დიდი ბრიტანეთი უკრაინის შავი ზღვის სანაპიროზე რუსეთის ბლოკადის მოსახსნელად სამხედრო ხომალდების გაგზავნას განიხილავს - Times ორი ლიდერი ასევე შეეხო სასურსათო უსაფრთხოების კრიზისს და უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის გადაუდებელ აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება, იტყობინება საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისი და აღნიშნავს, რომ მხარეებმა ტრანსპორტირების სხვადასხვა შესაძლო გზა განიხილეს და შეთანხმდნენ, დარჩნენ კონტაქტზე, რათა სწრაფად იპოვონ გამოსავალი. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე გაეცანით Europetime-ის სტატიას. რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, ნახეთ Europetime-ის სტატია.

ემანუელ მაკრონი: ვლადიმერ პუტინის ინტერვენცია მეზობელ უკრაინაში არის ისტორიული და ფუნდამენტური შეცდომა

"რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ინტერვენცია მეზობელ უკრაინაში არის „ისტორიული და ფუნდამენტური შეცდომა“, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა. „მე ვფიქრობ და მას ვუთხარი, რომ მან ისტორიული და ფუნდამენტური შეცდომა დაუშვა თავისი ხალხისთვის, საკუთარი თავისა და ისტორიისთვის“, – აღნიშნა მაკრონმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ასევე წაიკითხეთ: მედიის ცნობით, რუსეთის ძალებმა ოდესის ოლქი დაბომბეს  

ემანუელ მაკრონი: პუტინის ისტორიული შეცდომის მიუხედავად, რუსეთი არ უნდა დავამციროთ

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მედიასთან განაცხადა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, არ დამცირდეს რუსეთი, რათა უკრაინაში ბრძოლების შეწყვეტის შემდეგ დიპლომატიური გამოსავალი მოიძებნოს. „ჩვენ არ უნდა დავამციროთ რუსეთი, რათა იმ დღეს, როდესაც ომი დასრულდება, გამოსავლის პოვნა დიპლომატიური მოლაპარაკებების გზით შევძლოთ. მჯერა, რომ საფრანგეთი ამ პროცესში შუამავლის როლს შეასრულებს". - თქვა მაკრონმა. მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს საუბრისას უთხრა, რომ იგი "ისტორიულ და ფუნდამენტურ შეცდომას უშვებს როგორც საკუთარი ხალხის, ასევე საკუთარი თავისა და ისტორიის წინაშე". ომის დაწყებიდან დღემდე, საფრანგეთი უკრაინას როგორც ფინანსური, ასევე სამხედრო გზით ეხმარება, თუმცა ამ დრომდე, პოლიტიკური მხარდაჭერის ჩვენების მიზნით, საფრანგეთის პრეზიდენტი კიევში არ ჩასულა. მაკრონის თქმით, იგი კიევში ვიზიტს არ გამორიცხავს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

კულება: რუსეთის დამცირების თავიდან არიდების მოწოდებები მხოლოდ საფრანგეთსა და ყველა იმ სახელმწიფოს ამცირებს, რომლებიც ამას მოითხოვენ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მოწოდებას გამოეხმაურა. ემანუელ მაკრონი: ჩვენ არ უნდა დავამციროთ რუსეთი, პუტინის ისტორიული შეცდომის მიუხედავად „რუსეთის დამცირების თავიდან არიდების მოწოდებები მხოლოდ საფრანგეთსა და ყველა იმ სახელმწიფოს ამცირებს, რომლებიც ამას მოითხოვენ, რადგან რუსეთი იმცირებს საკუთარ თავს. სჯობს, ჩვენ ყველამ ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, თუ როგორ მივუჩინოთ რუსეთს თავისი ადგილი - ეს მოიტანს სიმშვიდეს და გადაარჩენს უამრავ სიცოცხლეს“, - წერს კულება Twitter-ზე. ცნობისთვის, მაკრონმა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, პუტინის ისტორიული შეცდომების მიუხედავად, არ დაუშვას რუსეთის დამცირება, რათა შემდგომი მოლაპარაკებები გაადვილდეს.  

არ მესმის, რას ნიშნავს რუსეთის დამცირება, ჩვენ არავინ გვამცირებს, ჩვენ გვკლავენ - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ფრანგი კოლეგის სიტყვებს მწვავედ უპასუხა. ვოლოდიმირ ზელენსკის უკმაყოფილება მაკრონის შეფასებამ გამოიწვია, რომლის თანახმად, პუტინის ისტორიული შეცდომის მიუხედავად, რუსეთი არ უნდა დავამციროთ. „მე არ მესმის, რას ნიშნავს რუსეთის დამცირება, რომელ რუსეთზე, რაზე ვსაუბრობთ, იმაზე, რომ ამდენი წელი, 8-ზე მეტია, ხოცავენ ჩვენს ხალხს. არც კი ვფიქრობ, რომ უკრაინას ამცირებენ, რადგან ეს სუსტი პოზიციაა. ჩვენ არავინ გვამცირებს, ჩვენ გვკლავენ. ამიტომ, სანაცვლოდ არავის დამცირებას არ ვაპირებთ, იგივე ინსტრუმენტით ვუპასუხებთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ანდჯეი დუდა: ვინმე ელაპარაკებოდა ჰიტლერს? ვინმე ამბობდა, ისე მოვიქცეთ, რომ ეს არ იყოს დამამცირებელი ადოლფ ჰიტლერისთვის?

პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჯეი დუდამ გერმანულ გაზეთ Bild-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონის მხრიდან პუტინთან მოლაპარაკებების გამართვა აზრს მოკლებულია. დუდას შეფასებით, ეს ლეგიტიმურობას ანიჭებს მას, ვინც პასუხისმგებელია უკრაინაში რუსი სამხედროების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე. პოლონეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ „შოკირებულია“ რუსეთის ლიდერთან მიმდინარე მოლაპარაკებებით და განსაკუთრებით, მაკრონის ბოლო მოწოდების გამო, რომ „პუტინი არ უნდა დავამაციროთ“. „ვინმე ასე ელაპარაკებოდა ადოლფ ჰიტლერს მეორე მსოფლიო ომის დროს. ვინმემ თქვა, რომ მას სახე უნდა შევუნარჩუნოთ? ვინმე ამბობდა, რომ ისე უნდა მოვიქცეთ,  რომ ჰიტლერი არ დავამციროთ?“, - აღნიშნავს პოლონეთის პრეზიდენტი. ინფორმაციისთვის, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მხარდასაჭერად, ანდჯეი დუდამ სამხრეთ ევროპაში ტური დაიწყო.  

მაკრონი მზადაა, უკრაინას მეტი მძიმე შეიარაღება მიაწოდოს - მედია

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში უკრაინას უფრო მეტ მძიმე შეიარაღებას მიაწვდის. ამის შესახებ უკრაინული მედია ელისეის სასახლის შეტყობინებაზე დაყრდნობით წერს. საფრანგეთი უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს და თვითმავალ „ჰაუბიცებს“ მიაწვდის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარში მაკრონმა ხაზი გაუსვა, რომ საფრანგეთი უკრაინის მხარეს რჩება. მან პრეზიდენტ ზელენსკის განუცხადა, რომ საფრანგეთი უკრაინის საჭიროებების, მათ შორის მძიმე იარაღის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მობილიზებულია. საფრანგეთმა ათი ათეული „კეისრის“ ჰაუბიცები უკრაინას უკვე მიაწოდა და საფრანგეთში უკრაინელ ჯარისკაცებს ამ იარაღის მართვა შეასწავლა. 155 მილიმეტრიანი კალიბრის „კეისრის“ ჰაუბიცებს შეუძლიათ, გაანადგურონ სამიზნეები 40 კილომეტრამდე მანძილზე. საფრანგეთის საგარეო საქმეთა ახალმა მინისტრმა, კატრინ კოლონამ მაისის ბოლოს კიევში ვიზიტისას განაცხადა, რომ უკრაინის მოთხოვნაზე მძიმე იარაღის მიწოდების შესახებ „კონკრეტული პასუხი“ იქნება. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.   

მაკრონის, შოლცისა და დრაგის კიევში ვიზიტის თარიღი ცნობილია - მედია

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის, გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის და იტალიის პრემიერის მარიო დრაგის უკრაინაში ვიზიტის თარიღი ცნობილია. La Stampa წერს, რომ სამი ქვეყნის ლიდერი კიევში 16 ივნისს ჩავა. გერმანიის კანცლერი კიევში ჩასვლას გეგმავს - მედია გერმანიის კანცლერი უკრაინაში ვიზიტს მარიო დრაგისთან და ემანუელ მაკრონთან ერთად გეგმავს - მედია ევროკავშირის სამი ქვეყნის ლიდერების ერთობლივი ვიზიტი G7-ისა და NATO-ს სამიტამდე შედგება. მედიის ცნობით, ამ გზით ისინი აპირებენ გამოხატონ ევროკავშირის სამი უდიდესი ქვეყნის მხარდაჭერა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან მიმართებით. ცნობილია, რომ სამი ლიდერიდან არცერთი არ იმყოფებოდა კიევში მას შემდეგ, რაც რუსეთმა თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. ამასთან, 24 თებერვლიდან უკრაინას უკვე ეწვია მსოფლიოს არაერთი ლიდერი, მათ შორის შეერთებული შტატებიდან და კანადიდან. აღსანიშნავია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, შოლცს არაერთხელ მოუწოდა, ჩასულიყო კიევში, თუმცა გერმანიის კანცლერი სხვადასხვა მიზეზით ამბობდა უარს უკრაინის დედაქალაქში ჩასვლაზე. აღსანიშნავია ისიც, რომ შოლცი და მაკრონი კრემლის ლიდერ, ვლადიმერ პუტინთან კავშირს განაგრძობენ, იტალიამ კი საკუთარი „სამშვიდობო გეგმა“ შეიმუშავა. ბევრი ექსპერტი თვლის, რომ აღნიშნული ევროპული ქვეყნები ომის რაც შეიძლება მალე დასრულებას, მათ შორის უკრაინის მხრიდან აგრესორისთვის დათმობების ხარჯზე ცდილობენ. შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებას უკრაინაში კრიტიკული შეფასებები მოჰყვა, მათ შორის პრეზიდენტ ზელენსკისგან. არ მესმის, რას ნიშნავს რუსეთის დამცირება, ჩვენ არავინ გვამცირებს, ჩვენ გვკლავენ - ზელენსკი ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ ვიდრე ვინმე ითხოვს, რუსეთი არ იყოს დამცირებული, კრემლი ახალ ვერაგულ თავდასხმებს აწარმოებს. მანამდე, საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ რუსეთის დამცირების თავიდან არიდების მოწოდებები მხოლოდ საფრანგეთსა და ყველა იმ სახელმწიფოს ამცირებს, რომლებიც ამას მოითხოვენ. ანდჯეი დუდა: ვინმე ელაპარაკებოდა ჰიტლერს? ვინმე ამბობდა, ისე მოვიქცეთ, რომ ეს არ იყოს დამამცირებელი ადოლფ ჰიტლერისთვის? მაკრონმა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, პუტინის ისტორიული შეცდომის მიუხედავად, რუსეთის დამცირება არ დაუშვას, რათა შემდგომი მოლაპარაკებები გაადვილდეს. 9 ივნისს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, კარენ დონფრიდს ჰკითხეს, როგორ შეიძლება, გაგრძელდეს აშშ-ის და ევროპის ქვეყნების ერთობა იქედან გამომდინარე, რომ განსხვავებები უფრო და უფრო თვალსაჩინო ხდება.  

ელისეის სასახლე მაკრონის შესაძლო ვიზიტზე უკრაინაში: არაფერია გადაწყვეტილი

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინაში ვიზიტს არ გეგმავს, CNN-ის ცნობით, ამის შესახებ ელისეის სასახლის განცხადებაშია ნათქვამი. „პრეზიდენტმა თქვა, რომ შესაბამის მომენტში ეწვევა უკრაინას. რამდენიმე ვარიანტი შესწავლის პროცესშია, ამ ეტაპზე არაფერია გადაწყვეტილი, - აცხადებს მაკრონის ოფისი. რამდენიმე ევროპელი ლიდერისგან განსხვავებით, მაკრონი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ არ ჩასულა. საფრანგეთის პრეზიდენტმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ უკრაინაში შესაფერის დროს შედგება ვიზიტი. მედიაში ვრცელდება ცნობები, რომ გერმანიის კანცლერი კიევში ჩასვლას სწორედ ემანუელ მაკრონთან და მარიო დრაგისთან ერთად გეგმავს. გერმანიის კანცლერი უკრაინაში ვიზიტს მარიო დრაგისთან და ემანუელ მაკრონთან ერთად გეგმავს - მედია ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ემანუელ მაკრონი: უკრაინას რუსეთთან მოლაპარაკებების გამართვა მოუწევს

"უკრაინას მოუწევს რუსეთთან მოლაპარაკებების გამართვა, რათა შეეცადოს ომის დასრულებას", - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკი: პუტინთან მოსალაპარაკებლად მზად ვარ „მოგვიწევს მოლაპარაკების წარმოება, უკრაინის პრეზიდენტს და მის ლიდერებს მოუწევთ მოლაპარაკებების წარმოება რუსეთთან და ჩვენ, ევროპელები ვიქნებით მოლაპარაკებების მაგიდასთან უსაფრთხოების განარტიების შესახებ, რომლის შემადგენელი ნაწილები ჩვენს კონტინენტს ეხება და ეს არის რელობა“, – აღნიშნა მაკრონმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  

საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და რუმინეთის ლიდერები ირპენში ჩავიდნენ

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ვიზიტის ფარგლებში ლიდერები პირველ რიგში შეხვდებიან პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის და ეწვევიან ირპინს. "ჩვენ შევხვდებით პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რათა მივიდეთ ბრძოლის ადგილზე, სადაც მკვლელობები განხორციელდა და ჩავატაროთ დაგეგმილი შეხვედრები. ეს ქალაქი არის ირპინი", - თქვა მაკრონმა. მან დასძინა, რომ სურს უკრაინელები დაარწმუნოს ევროპულ მხარდაჭერასა და ერთიანობაში. დელეგაციასთან ერთად იმყოფება ასევე საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა. „ეს მოგზაურობა ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინის, ევროპისა და გლობალური სტაბილურობისთვის“, - თქვა მან კომენტარში.  უკრაინის მხარდასაჭერად კიევში ოლაფ შოლცი, ემანუელ მაკრონი და იტალიის პრემიერ-მინისტრი ჩავიდნენ

ემანუელ მაკრონი: ევროკავშირის გაფართოება მისი მეზობლების სტაბილურობისთვის, არ შეიძლება, იყოს ერთადერთი გამოსავალი

ევროკავშირში გაწევრიანება არ შეიძლება, იყოს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს სტაბილურობისთვის ერთადერთი პასუხი, ჩვენ ევროპა უფრო ქმედითი უნდა გავხადოთ, – ამის შესახებ მოლდოვაში ვიზიტით მყოფმა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია უფრო ფართო ევროპული პოლიტიკური საზოგადოების შექმნა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში თანამშრომლობისთვის, როგორიცაა, თავდაცვა და უსაფრთხოება, რაც გაწევრიანებას არ ჩაანაცვლებს. აღსანიშნავია, რომ 23-24 ივნისს დაგეგმილი სამიტი, სადაც „ტრიოსთვის“ ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, იქნება ბოლო სამიტი, სადაც საფრანგეთი როტაციული პრინციპით თავმჯდომარის სტატუსით იქნება წარდგენილი. „საკითხი დაყენებულია. ევროკომისია განიხილავს მას და საბჭოს წევრები გადაწყვეტენ. მე არ მინდა, წინასწარ ვიმსჯელო ამ გადაწყვეტილებაზე აქ, რადგან ჩემი, როგორც ევროპული საბჭოს როტაციული თავმჯდომარის როლი, არის კონსენსუსის შექმნა. თუმცა, ჩემი სურვილია, რომ ჩვენ შევძლოთ პოზიტიური და მკაფიო გზავნილის გაგზავნა ამ მოთხოვნის შესახებ“, – განაცხადა მაკრონმა. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.

მაკრონის თქმით, მოლდოვა ევროპის თავდაცვის ფონდიდან €40 მილიონს მიიღებს, რაც მას თავდაცვის ხარჯების გაორმაგების საშუალებას მისცემს

საფრანგეთის პრეზიდენტი 15 ივნისს მოლდოვას ეწვია. ემანუელ მაკრონი მოლდოვის პრეზიდენტს მაია სანდუს შეხვდა. მოლდოვა ევროპის თავდაცვის ფონდიდან 40 მილიონ ევროს მიიღებს, რაც მას თავდაცვის ხარჯების გაორმაგების საშუალებას მისცემს. ამის შესახებ უკრაინული მედიის ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა. არ ვფიქრობ, რომ კონსტიტუციაში დაფიქსირებული ნეიტრალიტეტი ჩვენ გვიცავს - მაია სანდუ მაკრონმა განაცხადა, რომ ამ რთულ, ომის კონტექსტში, რაც საფრთხეს წარმოადგენს, როგორც მოლდოვისთვის, ასევე, მთელი ევროპისთვის, ქვეყანა საფრანგეთის თავდაცვის ფონდიდან, დამატებით, 40 მილიონ ევროს მიიღებს, რაც ქვეყნის სამხედრო ბიუჯეტს გააორმაგებს.„ჩვენ ვიცით, რომ მოლდოვა ნეიტრალიტეტის ერთგულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს ქვეყნის დემილიტარიზაციას“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა. მაკრონი: ევროკავშირს არ შეუძლია, მოლდოვა და უკრაინა ერთმანეთისგან გამიჯნოს. მოლაპარაკებების მაგიდაზეა საქართველო, რომელიც გეოპოლიტიკურად განსხვავებულ ადგილზეა ემანუელ მაკრონი: ევროკავშირის გაფართოება მისი მეზობლების სტაბილურობისთვის, არ შეიძლება იყოს ერთადერთი გამოსავალი მაკრონმა მოლდოვისა და ქვეყნის ევროპულ კურსთან მიმართებით მხარდაჭერა გამოხატა. მაკრონი მოლდოვის პრეზიდენტს თავდაცვის ხარჯებისთვის €40 მილიონის გადაცემას დაჰპირდა. ერთობლივი ბრიფინგის შემდეგ მაკრონმა და სანდუმ კიშინიოვის ცენტრში გაისეირნეს და ერთ-ერთ კაფესაც სტუმრობდნენ. „ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები მხარს დაუჭერენ ჩვენს ნაბიჯს, რაც მოგვცემს შანსს, დავრჩეთ თავისუფალი სამყაროს ნაწილად. ამ მიზნით, საფრანგეთის პრეზიდენტს მხარდაჭერა ვთხოვე. ამავდროულად, საფრანგეთმა შემოგვთავაზა კრედიტი 15 მილიონი ევროს ოდენობით - ეს არის ფრანგული დახმარების პირველი ტრანში მოლდოვის რესპუბლიკის ეკონომიკური აღდგენის მხარდასაჭერად, რომელიც მოლდოვის კონფერენციაზე ბერში, აპრილში გამოცხადდა. პარალელურად, მოლდოვასა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს კონვენციას გადასახადების თავის არიდების აღკვეთის შესახებ, რომელსაც ორი ქვეყნის ბიზნეს საზოგადოება ელოდება. ვიმედოვნებთ, რომ ეს კონვენცია გაზრდის ფრანგულ ინვესტიციებს მოლდოვის რესპუბლიკაში. ჩვენ ბევრი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, ომის პირობებში, მაგრამ საფრანგეთისა და სხვა მეგობარი ქვეყნების, ჩვენი მეგობრების დახმარებით, ჩვენ შეგვიძლია, უფრო სწრაფად წავიწიოთ წინ, დასახული მიზნისკენ. ჩვენ ვაფასებთ მოლდოვა-საფრანგეთის პარტნიორობას, რომელსაც აქვს შესანიშნავი დინამიკა ბოლო წლებში და გვსურს მისი შემდგომი კონსოლიდაცია ჩვენი ქვეყნების მოქალაქეების ინტერესების შესაბამისად“, - განაცხადა თავის მხრივ, მაია სანდუმ. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.

მაკრონმა ირპენში ვიზიტის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რუსული ჯარების მიერ განადგურებულ ქალაქ ირპინში ვიზიტის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინამ ომის მოგება უნდა შეძლოს.ამის შესახებ მაკრონმა Twitter-ზე დაწერა. საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და რუმინეთის ლიდერები ირპენში ჩავიდნენ  უკრაინის მხარდასაჭერად კიევში ოლაფ შოლცი, ემანუელ მაკრონი და იტალიის პრემიერ-მინისტრი ჩავიდნენ "ირპენი უკრაინაშია. ჩვენ ვნახეთ განადგურებული ქალაქი და ბარბაროსობის კვალი. ასევე უკრაინელი ქალებისა და კაცების გმირობა, რომლებმაც შეაჩერეს რუსული არმია, როდესაც ის კიევზე მიდიოდა. უკრაინა წინააღმდეგობას უწევს. მან უნდა შეძლოს გამარჯვება", - წერს მაკრონი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  

ჩვენ დღეს კიევში ჩამოვედით მკაფიო გზავნილით: უკრაინა ევროპულ ოჯახს ეკუთვნის - ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერის განცხადებით, უკრაინა ევროპულ ოჯახს ეკუთვნის და ევროპელი ლიდერები სწორედ ამ გზავნილით ჩავიდნენ უკრაინაში. შესაბამისი პოსტი კიევში ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, შოლცის Twitter გვერდზე გავრცელდა. საფრანგეთი, გერმანია, იტალია, რუმინეთი უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერენ „ჩვენ დღეს კიევში ჩამოვედით მკაფიო გზავნილით: უკრაინა ეკუთვნის ევროპულ ოჯახს. გერმანიას მხარს უჭერს დადებით გადაწყვეტილებას, რაც გულისხმობს უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას“, - წერს ოლაფ შოლცი. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საფრანგეთი, გერმანია, იტალია, რუმინეთი უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერენ.  „ხვალ, ევროკომისია დადებს დასკვნას და მომავალ კვირას ევროპის საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას. ჩვენ ოთხივე მხარს ვუჭერთ უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მინიჭებას“, - განაცხადა მაკრონმა. მაკრონმა ირპენში ვიზიტის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს დრაგი ირპენში ვიზიტის შემდეგ: ყველაფერს აღვადგენთ 16 ივნისს, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და იტალიის პრემიერ მინისტრი მარიო დრაგი უკრაინაში იმყოფებიან. დღესვე კიევში ჩავიდა რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისიც. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

საფრანგეთი, გერმანია, იტალია, რუმინეთი უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერენ

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საფრანგეთი, გერმანია, იტალია, რუმინეთი უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერენ.  „ხვალ, ევროკომისია დადებს დასკვნას და მომავალ კვირას ევროპის საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას. ჩვენ ოთხივე მხარს ვუჭერთ უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მინიჭებას“, - განაცხადა მაკრონმა. მაკრონმა ირპენში ვიზიტის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს დრაგი ირპენში ვიზიტის შემდეგ: ყველაფერს აღვადგენთ 16 ივნისს, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და იტალიის პრემიერ მინისტრი მარიო დრაგი უკრაინაში იმყოფებიან. დღესვე კიევში ჩავიდა რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისიც. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მაკრონი: ევროკავშირს არ შეუძლია, მოლდოვა და უკრაინა ერთმანეთისგან გამიჯნოს. მოლაპარაკებების მაგიდაზეა საქართველო, რომელიც გეოპოლიტიკურად განსხვავებულ ადგილზეა

ევროკავშირმა „მკაფიო და პოზიტიური სიგნალი“ უნდა გაუგზავნოს უკრაინასა და მოლდოვას, მიანიჭონ თუ არა მათ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა მოლდოვაში ვიზიტისას განაცხადა. ჟურნალისტმა ემანუელ მაკრონს ჰკითხა, ნიშნავდა თუ არა მისგან პოზიტიური სიგნალის ხსენება იმას, რომ მას სურდა, მოლდოვას, საქართველოსა და უკრაინას ოფიციალურად მიეღოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. „ევროკავშირმა „მკაფიო და პოზიტიური სიგნალი“ უნდა გაუგზავნოს უკრაინასა და მოლდოვას, გადაწყვეტილების მიღებამდე, მიანიჭონ თუ არა მათ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ჩვენ უნდა დავამყაროთ ერთსულოვნება ევროკავშირის წევრებს შორის. ვფიქრობ, რომ არ შეგვიძლია, მოლდოვა უკრაინისგან გავმიჯნოთ იმ პერსპექტივების თვალსაზრისით, რასაც ჩვენ მათ ვაძლევთ“, - განაცხადა მაკრონმა მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. მაკრონის განცხადებით, საქართველო ასევე იქნება მოლაპარაკებების მაგიდაზე, როგორც პოტენციური კანდიდატი ქვეყანა, რომელიც „გეოპოლიტიკურად განსხვავებულ მდგომარეობაშია“.  „არსებობს კატეგორია ქვეყნებისა, რომლებიც აღმოსავლეთ პარტნიორობის შემადგენლობაში შედიან და რომელთა უსაფრთხოება, გეოპოლიტიკური სიტუაცია განსხვავებულია. „საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი ძალიან ახლო მეგობარი ქვეყნები არიან, მაგრამ გეოპოლიტიკურად და გეოგრაფიულად თუ დავაკვირდებით, ისინი დღეს იმავე მდგომარეობაში არ იმყოფებიან“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა ემანუელ მაკრონი: ევროკავშირის გაფართოება მისი მეზობლების სტაბილურობისთვის, არ შეიძლება, იყოს ერთადერთი გამოსავალი ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა. კითხვარის მეორე ნაწილის გადაცემის შემდგომ, ევროკომისია იწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს.  

მაკრონმა კიევში განმარტა, რა საკითხზე ინარჩუნებს დიალოგის არხს რუსეთთან

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი და გერმანია უკრაინისგან რაიმე დათმობას რუსეთთან მოლაპარაკებებში არ მოითხოვენ. მაკრონმა ამის შესახებ ხუთშაბათს კიევში გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან, იტალიის პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის, რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისთან და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მოლაპარაკებებში „წითელ ხაზებზე“ საუბრისას მაკრონმა აღნიშნა, რომ ევროპელები ყოველთვის მხარს უჭერდნენ უკრაინელ ხალხს, რასაც მოწმობს, კერძოდ, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული უპრეცედენტო სანქციები. „ამავდროულად, ჩვენ არ წავედით ომში რუს ხალხთან, ანუ კოლექტიურად არ ვაწარმოებთ მსგავს ომს. ამიტომ, ჩვენ აბსოლუტურად გამჭვირვალედ, ყოველ ჯერზე ვატყობინებდით პრეზიდენტ ზელენსკის, ვაგრძელებდით მოლაპარაკებებს რუსეთის პრეზიდენტთან [ ...] კერძოდ, აქტუალურ საკითხებზე, რომლებიც წარმოიქმნება - ახლა ეს არის სასურსათო უსაფრთხოების საკითხი და სწორედ ამ კონტექსტში ვინარჩუნებთ დიალოგის არხს [რუსეთთან]“, - განაცხადა მაკრონმა. თუმცა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ მოლაპარაკებების ვადებს და ფორმატს უკრაინა განსაზღვრავს. „არც გერმანია და არც საფრანგეთი არასოდეს იქნებიან უკრაინის ზურგს უკან მომლაპარაკებლები. ისინი არასოდეს მოითხოვენ რაიმეს დათმობას უკრაინისგან - ეს ასე არასდროს ყოფილა და არც იქნება. ჩვენ, მომთხოვნი შუამავალი აქ ვართ მხოლოდ იმისთვის, რომ ვიმოქმედოთ, რათა მეტი სიცხადე შემოვიტანოთ და დავაყენოთ გარკვეული მოთხოვნები, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ წავიდეთ რაიმე დათმობაზე“, - განაცხადა მაკრონმა. მისივე თქმით, პირობებს დააყენებს მხოლოდ უკრაინის პრეზიდენტი და მხოლოდ იმ პირობებით, რომლებსაც უკრაინელი ხალხი დაეთანხმება.  საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, იტალიის პრემიერ მინისტრი მარიო დრაგი და რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი უკრაინაში 16 ივნისს ჩავიდნენ. ისინი ირპენს ეწვივნენ და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებები გამართეს. შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებას უკრაინაში კრიტიკული შეფასებები მოჰყვა, მათ შორის პრეზიდენტ ზელენსკისგან. არ მესმის, რას ნიშნავს რუსეთის დამცირება, ჩვენ არავინ გვამცირებს, ჩვენ გვკლავენ - ზელენსკი ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ ვიდრე ვინმე ითხოვს, რუსეთი არ იყოს დამცირებული, კრემლი ახალ ვერაგულ თავდასხმებს აწარმოებს. მანამდე, საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ რუსეთის დამცირების თავიდან არიდების მოწოდებები მხოლოდ საფრანგეთსა და ყველა იმ სახელმწიფოს ამცირებს, რომლებიც ამას მოითხოვენ. ანდჯეი დუდა: ვინმე ელაპარაკებოდა ჰიტლერს? ვინმე ამბობდა, ისე მოვიქცეთ, რომ ეს არ იყოს დამამცირებელი ადოლფ ჰიტლერისთვის? მაკრონმა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, პუტინის ისტორიული შეცდომის მიუხედავად, რუსეთის დამცირება არ დაუშვას, რათა შემდგომი მოლაპარაკებები გაადვილდეს. ამ საკითხთან დაკავშირებით, 9 ივნისს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, კარენ დონფრიდსაც ჰკითხეს.

კობახიძე მაკრონის განცხადებაზე: გეოგრაფიასთან დაკავშირებული რიტორიკა ძალიან სამწუხაროა, ამან შეიძლება, დღეს კანდიდატის სტატუსი, ხვალ კი, წევრობა შეაფერხოს

ერთადერთი, რასაც ვერ შევცვლით, არის გეოგრაფია, როდესაც ამაზე კეთდება აქცენტი, ძალიან სამწუხაროა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა. შეკითხვაზე, რაზე მიანიშნებს ემანუელ მაკრონის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო სხვა გეოგრაფიულ და გეოპოლიტიკურ სივრცეშია, რატომ აღარ ახსენებენ ევროპელი ლიდერები საქართველოს უკრაინა-მოლდოვასთან ერთად და ხომ არ ჩნდება „ასოცირებული ტრიოს“ დაშლის საფრთხე ბოლოდროინდელი გზავნილების გათვალისწინებით, კობახიძემ აღნიშნა, რომ 2005 წელს, როცა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სქემა იქმნებოდა, საქართველოს თავდაპირველად, სწორედ გეოგრაფიული მოტივით ეთქვა უარი, თუმცა შემდეგ საქართველო გახდა ამ სქემის შემადგენელი ნაწილი. „სამწუხაროდ, ამ შემთხვევაშიც წამოვიდა ეს რიტორიკა გეოგრაფიასთან დაკავშირებით, რაც ძალიან სამწუხაროა. იმიტომ, რომ ამან შეიძლება, დღეს შეაფერხოს კანდიდატის სტატუსი და ხვალ შეაფერხოს წევრობა. ერთადერთი, რასაც ჩვენ ვერ შევცვლით, ეს არის გეოგრაფია და როდესაც ამაზე კეთდება აქცენტი, ეს არის ძალიან სამწუხარო და ალბათ, მძიმე მოსასმენია საზოგადოებისთვის. იმიტომ, რომ გეოგრაფია არის არა ის, რაც ჩვენ ავირჩიეთ, არამედ ის, რაც ჩვეულებრივი ფიზიკური მოცემულობაა და ამაზე მინიშნება ძალიან მძიმეა, რადგან ხვალ შეიძლება, იგივე ვიღაცამ წევრობაზე თქვას, როცა საქმე-საქმეზე მიდგება. არ ვიცი, ეს რატომ გახდა ასეთი აქტუალური. მე არ ვიცი, ამის ახსნა გამიჭირდება. უნდა ვკითხოთ თვითონ ამ რიტორიკის ავტორებს. შეიძლება, მათ აქვთ რაღაც ობიექტური კრიტერიუმები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ევროკავშირმა „მკაფიო და პოზიტიური სიგნალი“ უნდა გაუგზავნოს უკრაინასა და მოლდოვას, მიანიჭონ თუ არა მათ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა მოლდოვაში ვიზიტისას განაცხადა. ჟურნალისტმა ემანუელ მაკრონს ჰკითხა, ნიშნავდა თუ არა მისგან პოზიტიური სიგნალის ხსენება იმას, რომ მას სურდა, მოლდოვას, საქართველოსა და უკრაინას ოფიციალურად მიეღოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. „ევროკავშირმა „მკაფიო და პოზიტიური სიგნალი“ უნდა გაუგზავნოს უკრაინასა და მოლდოვას, გადაწყვეტილების მიღებამდე, მიანიჭონ თუ არა მათ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ჩვენ უნდა დავამყაროთ ერთსულოვნება ევროკავშირის წევრებს შორის. ვფიქრობ, რომ არ შეგვიძლია, მოლდოვა უკრაინისგან გავმიჯნოთ იმ პერსპექტივების თვალსაზრისით, რასაც ჩვენ მათ ვაძლევთ“, - განაცხადა მაკრონმა მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. მაკრონის განცხადებით, საქართველო ასევე იქნება მოლაპარაკებების მაგიდაზე, როგორც პოტენციური კანდიდატი ქვეყანა, რომელიც „გეოპოლიტიკურად განსხვავებულ მდგომარეობაშია“.  „არსებობს კატეგორია ქვეყნებისა, რომლებიც აღმოსავლეთ პარტნიორობის შემადგენლობაში შედიან და რომელთა უსაფრთხოება, გეოპოლიტიკური სიტუაცია განსხვავებულია. „საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი ძალიან ახლო მეგობარი ქვეყნები არიან, მაგრამ გეოპოლიტიკურად და გეოგრაფიულად თუ დავაკვირდებით, ისინი დღეს იმავე მდგომარეობაში არ იმყოფებიან“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა

მაკრონმა კიევში დაადასტურა, რომ საფრანგეთი უკრაინას დამატებით, 6 თვითმავალ ჰაუბიცას გადასცემს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ დასავლეთის ქვეყნებს აქვთ შეთანხმება, რომ არ მიაწოდონ უკრაინას გარკვეული, კატეგორიის იარაღი, მათ შორის თვითმფრინავები და ტანკები, რათა რუსეთთან ომში მონაწილეობა თავიდან აიცილონ. საფრანგეთის ლიდერის შესაბამის განცხადებას უკრაინული მედია ავრცელებს. მაკრონის თქმით, საფრანგეთი უკრაინას ძირითადად ამუნიციით და „გარკვეული კატეგორიის იარაღებით“, ჯავშანტექნიკით ეხმარება, მათ შორისაა, „კეისრის“ თვითმავალი ჰაუბიცები, მაგრამ პრეზიდენტმა ზელენსკიმ დამატებითი დახმარება ითხოვა და უახლოეს მომავალში ამ 12-ს კიდევ ექვსი დაემატება. მარკ რუტე: ნიდერლანდები გერმანიასთან ერთად მალე მზად იქნება, უკრაინაში 12 თვითმავალი ჰაუბიცა გაგზავნოს „თქვენ საუბრობთ არაფორმალურ შეთანხმებაზე, მაგრამ ეს NATO-ს პარტნიორების თითქმის ოფიციალური პოზიციაა. ჩვენ ვეხმარებით უკრაინას თავის დაცვაში, მაგრამ არ შევდივართ ომში რუსეთის წინააღმდეგ. ამიტომ, შეთანხმდნენ, რომ არ მიეწოდებინათ გარკვეული იარაღი, როგორიცაა, თავდასხმის... თვითმფრინავები ან ტანკები და პრეზიდენტმა ზელენსკიმ იცის ამ შეთანხმების შესახებ“, - განუცხადა მაკრონმა ხუთშაბათს უკრაინელ ჟურნალისტებს. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, იტალიის პრემიერ მინისტრი მარიო დრაგი და რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი უკრაინაში 16 ივნისს ჩავიდნენ. ისინი ირპენს ეწვივნენ და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებები გამართეს. ზელენსკის და ევროპელი ლიდერების დღევანდელი მოლაპარაკების ხუთი შედეგი ცნობილია

მაკრონი პუტინთან კომუნიკაციის შესახებ: იმედგაცრუება საკმარისად ძლიერი სიტყვა არ არის

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა აღიარა, რომ მისმა მოლაპარაკებებმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სასურველი შედეგი არ გამოიღო, მაგრამ საჭიროდ მიიჩნევს ამ მოლაპარაკებების გაგრძელებას. „მასთან [პუტინთან] საუბარში გატარებული საათების და ჩემი ამჟამინდელი შეხედულების გათვალისწინებით, განსაკუთრებით ირპენსა და ბუჩას მონახულების შემდეგ, თუ შედეგზე ვსაუბრობთ, უბრალოდ იმედგაცრუებული არ ვარ - არ არის საკმარისად ძლიერი სიტყვა, როცა ამას ხედავ. ბარბაროსობა და რა გამოიწვია ამ ყველაფერმა [პუტინის ქმედებებმა]“, - განუცხადა მაკრონმა უკრაინელ ჟურნალისტებს კიევში.  მან აღნიშნა, რომ პუტინს საკუთარი ინიციატივით და საფრანგეთის სახელით ესაუბრა, მაგრამ ყოველ ჯერზე ევროკავშირში კოლეგებს აწვდის ინფორმაციას კომუნიკაციის შესახებ. „ზოგჯერ, ამას ვაკეთებდი პრეზიდენტ ზელენსკის თხოვნით, როდესაც მას სურდა პუტინისთვის გარკვეული გზავნილების ან წინადადებების გადაცემა”, - თქვა მაკრონმა.

მაკრონი უმრავლესობას კარგავს - საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა - BBC

პრეზიდენტად ხელახლა არჩევიდან ორ თვეზე ნაკლები ხნის შემდეგ, ემანუელ მაკრონი საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაზე კონტროლს დაკარგავს. BBC-ის ცნობით, რომელიც წინასწაც მონაცემებს ეყრდნობა, მაკრონის ცენტრისტული ანსამბლის კოალიცია საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას მოიპოვებს, მაგრამ ათობით ადგილს კარგავს. ვარაუდობენ, რომ მემარცხენე-მწვანე ალიანსი მეორე ადგილზე იქნება, მაგრამ მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტიამ ასევე კარგი შედეგი აჩვენა. კერძოდ, მაკრონის გაერთიანებას 300-ზე მეტი მანდატი ჰქონდა პარლამენტში და აპრილის საპრეზიდენტო არჩევნებში დამაჯერებლად დაამარცხა ლე პენი. სრული უმრავლესობის შესანარჩუნებლად მას 289 ადგილი სჭირდებოდა. ახლა კი მაკრონის ალიანსს შეუძლია, მხოლოდ 224 საპარლამენტო მანდატს მიაღწიოს. TF1 TV-ს ცნობით, რომელსაც BBC ეყრდნობა, მემარცხენე ჟან-ლუკ მელენშონის მემარცხენე-მწვანე ალიანსი „Nupes“ 150-დან 180 მანდატებს მოიპოვებს, ხოლო ულტრამემარჯვენე ნაციონალური „Rally“ რვა ადგილიდან 80-დან 100-მდე მანდატს. 577 ადგილიანი ქვედა პალატის, ეროვნული ასამბლეის არჩევნებში ხმის მიცემის უფლება თითქმის 49 მილიონ მოქალაქეს აქვს. აბსოლუტური უმრავლესობისთვის საჭიროა 289 მანდატი. ადგილის მოსაპოვებლად კანდიდატს ხმების 50%-ზე მეტი და რეგისტრირებული ამომრჩეველთა მინიმუმ 25%-ის მხარდაჭერა სჭირდება.  

ემანუელ მაკრონი: საქართველოში მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა უფრო მეტი ევროპის მოწოდებით, ეს იქნება საფუძველი რეფორმებისთვის, რომლებიც უნდა განხორციელდეს

„ეს არის ისტორიული დღე საქართველოსთვის. ევროკავშირის საბჭომ საქართველოს წევრობის პერსპექტივა აღიარა“, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ბრიუსელში, ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ეს არის ისტორიული დღე საქართველოსთვის. ევროკავშირის საბჭომ საქართველოს წევრობის პერსპექტივა აღიარა. კომისიამ მკაფიოდ განაცხადა, რა არის საჭირო კანდიდატის სტატუსის მისაღებად და ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმაც ისაუბრა. ჩვენ ვნახეთ პრეზიდენტის მკაფიო გზავნილები, ამასთან, ქართველი ხალხი ქუჩაში გამოვიდა უფრო მეტი ევროპის მოწოდებით. ეს იქნება კარგი საფუძველი რეფორმებისთვის, რომლებიც უნდა განხორციელდეს“, - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.  შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უფრო ადრე, ევროპარლამენტმა 529 ხმით 45-ის წინააღმდეგ (14-მა თავი შეიკავა) ხუთშაბათს მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს სახელმწიფოებისა და მთავრობების ხელმძღვანელებს, დაუყოვნებლივ მიანიჭონ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას, ხოლო საქართველოს, კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობა ევროკომისიის მიერ მითითებულ პრიორიტეტებს შეასრულებს. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ევროკომისიის რეკომენდაციას კი, წინ უძღოდა: 9 ივნისს, ევროპარლამენტის მიერ, საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევის შესახებ რეზოლუცია: ევროპარლამენტმა მიღებული რეზოლუციით მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, მტკიცედ დაიცვას დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სასამართლო დამოუკიდებლობის, სამართლიანი სასამართლოს და ფუნდამენტური თავისუფლებების უმაღლესი სტანდარტები, მათ შორის მედიის თავისუფლების სფეროში და ამის საფუძველზე, ცალსახად წარმოაჩინონ პოლიტიკური გადაწყვეტილება, ქართველი ხალხის ამბიციური ევროპული მისწრაფებების რეალიზების შესახებ, რასაც მოწმობს ქვეყნის მიერ 2022 წლის 3 მარტის განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე; ევროპარლამენტმა რეზოლუციაში გამოხატა რწმენა, რომ საქართველოს ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებები იმსახურებს შესრულებას და მაშასადამე მოუწოდა ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოსთვის, ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად, დამსახურების საფუძველზე და იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება შეასრულებს ყველა კრიტერიუმს.  აღსანიშნავია, რომ საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას ასოცირებული ტრიოს ფორმატი აერთიანებთ, რომლის შესახებაც მემორანდუმი ქვეყნებმა 17 მაისს, კიევში გააფორმეს. მემორანდუმის ხელმოწერით, სამი ქვეყნის საგარეო უწყებები შეთანხმდნენ ერთობლივი საკოორდინაციო და თანამშრომლობის ფორმატის – „ასოცირებული ტრიოს“ დაფუძნების თაობაზე, რომლის მიზანი იყო სამი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის შემდგომი გაღრმავება. მემორანდუმში სამივე ქვეყანამ აღიარა, რომ მათი საბოლოო მიზანი ევროკავშირის წევრობაა, რის საფუძველსაც ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლი წარმოადგენს. ევროკავშირი დგას საქართველოს გვერდით, ვიდრე საქართველოს სურს ჩვენ გვერდით დგომა ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა.

მაკრონის განცხადებით, საფრანგეთი რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ არ აღიარებს

რუსეთის სარაკეტო დარტყმა, უკრაინაში, კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე, არის „სამხედრო დანაშაული“. საფრანგეთი უკრაინას დახმარებას გაუწევს იქამდე, ვიდრე ეს საჭირო იქნება, - ეს განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გერმანიაში, G7-ის სამიტის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე გააკეთა. აშშ-ის სენატის კომიტეტმა, რუსეთის ტერორიზმის მხარდამჭერ ქვეყნად გამოცხადების შესახებ რეზოლუცია მიიღო „რუსეთს არ შეუძლია და არ უნდა მოიგოს ეს ომი, რადგან ჩვენი მხარდაჭერა უკრაინასთან მიმართებით და სანქციები რუსეთის წინააღმდეგ გაგრძელდება იქამდე ვიდრე ეს აუცილებელი იქნება. უკრაინის დახმარება გაგრძელდება უახლესი კვირები და თვეები“, - აღნიშნა მაკრონმა. ამასთან საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთისთვის „ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოს“ სტატუსის კვალიფიკაციის მინიჭება, მიუღებელია. „ჩვენ არ გვჭირდება კვალიფიკაციები, იმისთვის, რომ მოსკოვის წინააღმდეგ სანქციები შემოვიღოთ“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა. ამ შეფასებას, წინ უსწრებდა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდება, რომ რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარონ. ცნობისათვის, ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ადგენს. ამ ჩამონათვალში არიან: კუბა, ჩრდილოეთ კორეა, ირანი და სირია.

მაკრონი: რუსეთმა არ უნდა გაიმარჯვოს ამ ომში, მას გამარჯვება არ შეუძლია

საფრანგეთის პრეზიდენტმა დაგმო რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინაში სავაჭრო ცენტრზე და პირობა დადო, რომ დასავლეთის მხარდაჭერა კიევისთვის ურყევი იქნება. მაკრონმა განაცხადა, რომ მოსკოვმა რუსეთმა არ უნდა გაიმარჯვოს ამ ომში, მას გამარჯვება არ შეუძლია. გერმანიაში, „დიდი შვიდეული“ სამიტის ბოლოს, საფრანგეთის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ შვიდი წამყვანი ინდუსტრიული დემოკრატია მხარს დაუჭერს უკრაინას და შეინარჩუნებს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ „სანამ საჭირო იქნება, საჭირო ინტენსივობით“. „რუსეთს არ შეუძლია და არ უნდა გაიმარჯვოს”, - განაცხადა მაკრონმა. სავაჭრო ცენტრზე თავდასხმას მაკრონმა „ახალი ომის დანაშაული“ უწოდა. 27 ივნისს, 15:50 საათზე, რუსულმა ძალებმა კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრს ორი რაკეტა ესროლეს. თავდასხმის დროს შენობაში 1000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა. თავდასხმის შედეგად სულ მცირე 59 ადამიანი დაშავდა, მათგან 25 საავადმყოფოში გადაიყვანეს. არიან დაღუპულები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ირაკლი ღარიბაშვილმა და ემანუელ მაკრონმა მადრიდში გამართული შეხვედრისას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივები განიხილეს

საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება და ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საფრანგეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, როლს და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში საფრანგეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას. „ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან. ისტორიული პარტნიორის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობელი ვარ. შეხვედრისას განვიხილეთ არსებული გამოწვევების ფონზე რეგიონული უსაფრთხოების გაძლიერების გზები. მოუთმენლად ველი ჩვენს ქვეყნებს შორის ხანგრძლივი პარტნიორობის გაღრმავებას", - წერს ღარიბაშვილი Twitter-ზე.   პრემიერ-მინისტრმა საფრანგეთის პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებულ დინამიკურ და ინტენსიურ თანამშრომლობაზე როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. გამოითქვა არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა. ირაკლი ღარიბაშვილმა ემანუელ მაკრონი მისთვის ხელსაყრელ დროს საქართველოში დაპატიჟა. პრემიერ-მინისტრი მადრიდში იმყოფება, სადაც NATO-ს სამიტი მიმდინარეობს. ცნობისთვის, 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი, დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ამასთან, ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ემანუელ მაკრონი: საქართველოში მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა უფრო მეტი ევროპის მოწოდებით, ეს იქნება საფუძველი რეფორმებისთვის, რომლებიც უნდა განხორციელდეს

ემანუელ მაკრონი: უკრაინის ბრძოლა NATO-ს ბრძოლაა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინის მხარდაჭერა ვერ შეჩერდება. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა მადრიდში, NATO-ს სამიტის შემდეგ განაცხადა. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინა მალე მიიღებს დამატებით თანამედროვე ჰაუბიცებს, ასევე, სხვა სამხედრო, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას რუსეთის აგრესიასთან საბრძოლველად. „უკრაინის ბრძოლა ევროკავშირისა და NATO-ს ბრძოლაა", - აღნიშნა მაკრონმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.

საფრანგეთი უკრაინას კიდევ ექვს ჰაუბიცას გადასცემს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინა მალე მიიღებს დამატებით თანამედროვე ჰაუბიცებს, ასევე, სხვა სამხედრო, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას რუსეთის აგრესიასთან საბრძოლველად. ამის შესახებ საფრანგეთის ლიდერმა Twitter-ზე დაწერა. „საფრანგეთი სწრაფად მიაწვდის აღჭურვილობას, რომელიც უკრაინას სჭირდება თავის დასაცავად, მათ შორის ჰაუბიცებსა და სხვა ჯავშანტექნიკის მნიშვნელოვან რაოდენობას“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.

საფრანგეთის პრეზიდენტი სასურსათო კრიზისს აფრიკის ტურნეს ფარგლებში განიხილავს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი კამერუნში, ბენინსა და გვინეა-ბისაუში ოთხდღიანი ვიზიტის დროს, უკრაინის ომის შედეგად გამოწვეულ სურსათის კრიზისს განიხილავს. ამის შესახებ ელისეს სასახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა. იუწყება CNN. „უკრაინის ომის გავლენები მკვეთრად იგრძნობა აფრიკის კონტინენტზე, რომელიც ძალიან არის დამოკიდებული უკრაინის სოფლის მეურნეობის ექსპორტზე. ეს მოგზაურობა იქნება შესაძლებლობა, ხელი შევუწყოთ გრძელვადიან ინვესტიციებს დაუცველ ქვეყნებში, განსაკუთრებით, აფრიკაში“, - განაცხადა სპიკერმა. მაკრონი კამერუნის 89 წლის პრეზიდენტს, პოლ ბიას შეხვდება. ეს არის საფრანგეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი ამ  2015 წლის შემდეგ. ორშაბათს დაწყებული ტურის განმავლობაში მაკრონი ასევე ისაუბრებს უსაფრთხოებასა და ტერორისტულ საფრთხეზე, რომლებიც კვლავ ვრცელდება საჰელსა და დასავლეთ აფრიკაში. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოკავშირეებს აფრიკაში ეძებს - BBC ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ასევე იმყოფება აფრიკაში. რას გულისხმობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე მიღწეული შეთანხმება  

მაკრონი და ჯონსონი კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ უკრაინა მიიღებს იმდენ დახმარებას, რამდენიც სჭირდება

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ უკრაინა მიიღებს იმდენ დახმარებას, რამდენიც სჭირდება. ლიდერებმა სატელეფონო საუბარი გამართეს. მაკრონმა და ჯონსონმა განაცხადეს, რომ უკრაინის სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების საკითხზე თანამშრომლობას განაგრძობენ.  მხარეებმა ასევე განიხილეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიით გამოწვეული სასურსათო კრიზისი. ამასთან, საუბრისას ლიდერები დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს შორის ურთიერთობებს შეეხნენ.

მაკრონი: რუსეთმა უნდა შეაჩეროს საომარი მოქმედებები და გაიყვანოს ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, რუსეთმა უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულებები, დაიცვას საერთაშორისო სამართლის ნორმები, შეაჩეროს საომარი მოქმედებები და გაიყვანოს ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან. „რვა წლის წინ რუსეთმა უკანონოდ მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია, დაარღვია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმები... საფრანგეთი ყოველთვის მხარს უჭერდა უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მომავალშიც ასე იქნება. მინდა, რუსეთს შევახსენო საერთაშორისო კანონმდებლობის დაცვის ვალდებულების შესახებ“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ყირიმის პლატფორმის რიგით მეორე სამიტზე. ,,ყირიმის პლატფორმა“ უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივით შეიქმნა და მიზნად ისახავს ყირიმის მიმდინარე ოკუპაციაზე საერთაშორისო რეაგირების ეფექტიანობის გაუმჯობესებას, უსაფრთხოების მზარდ საფრთხეებზე რეაგირებას, კრემლზე საერთაშორისო ზეწოლის გაზრდას, ყირიმის დეოკუპაციისა და მისი უკრაინისთვის დაბრუნებას.  

თურქეთი მაკრონს ალჟირში გაკეთებული განცხადების გამო აკრიტიკებს

ოფიციალური ანკარა საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მიერ ალჟირში გაკეთებული განცხადების გამო წუხილს გამოთქვამს. თურქეთის საგარეო უწყება ფრანგი ლიდერის სიტყვებს მიუღებელს უწოდებს. „მიუღებელია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი, რომელსაც ფრიკაში, განსაკუთრებით ალჟირში, თავის კოლონიურ წარსულთან დაპირისპირება უჭირს, ცდილობს, თავი დააღწიოს კოლონიური წარსულს სხვა ქვეყნების, მათ შორის ჩვენის დადანაშაულებით“, - აღნიშნავს უწყება. თურქული მედიის ცნობით, ალჟირში სამდღიანი ვიზიტისას მაკრონმა განაცხადა, რომ რუსეთიდან, ჩინეთიდან და თურქეთიდან წარმოშობილი ქსელები აფრიკაში „ანტიფრანგულ პროპაგანდას" ავითარებენ.  თურქეთის საგარეო უწყების განმარტებით, ანკარა ავითარებს ურთიერთობას როგორც ალჟირთან, ისე აფრიკის კონტინენტის სხვა ქვეყნებთან და ეს ურთიერთობები ურთიერთნდობას ეფუძნება.  

ემანუელ მაკრონი: ხანგრძლივი ომისთვის უნდა მოვემზადოთ

ხანგრძლივი ომისთვის უნდა მოვემზადოთ, უნდა ვიყოთ ორგანიზებული ეროვნულ და ევროპულ დონეზე, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა. „უნდა მოვემზადოთ ხანგრძლივი ომისთვის და ამისთვის უნდა ვიყოთ ორგანიზებული ეროვნულ და ევროპულ დონეზე, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ენერგეტიკას, სურსათსა და მრავალ სხვა საკითხს. თუმცა, აშკარაა, რომ ამ ხანგრძლივი ომის წინაშე ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, რათა თავიდან ავიცილოთ ესკალაცია და დავამყაროთ მშვიდობა“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.  

ემანუელ მაკრონი: საფრანგეთი და გერმანია ენერგეტიკული კრიზისის დაძლევაში ერთმანეთს დაეხმარებიან

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, პარიზში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საფრანგეთი და გერმანია ენერგეტიკული კრიზისის დაძლევაში ერთმანეთს დაეხმარებიან. მაკრონმა აღნიშნა, რომ საფრანგეთი მზადაა, გერმანიას გაზი მიაწოდოს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, გერმანიამ საფრანგეთი ელექტროენერგიით უზრუნველყოს. „უახლოეს კვირებში დავასრულებთ საჭირო გაზსადენების მიერთების სამუშაოს, რომ გერმანიაში გაზის ექსპორტი შევძლოთ, თუ სოლიდარობა გახდება საჭირო. პირველად ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, დღეს უკვე საფრანგეთი გაზის ექსპორტს ახორციელებს ევროპის აღმოსავლეთ ნაწილში. ამას გავაძლიერებთ და ვიქნებით სოლიდარულები გერმანიის მიმართ იმ შემთხვევაში, თუ ზამთარი რთული იქნება და გერმანიას ეს დასჭირდება“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.  

მაკრონმა პუტინს ზაპოროჟიეს ატომური ელექსტროსადგურიდან რუსეთის ძალების გაყვანისკენ მოუწოდა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ვლადიმერ პუტინს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან რუსეთის ძალების გაყვანის შესახებ კიდევ ერთხელ მოუწოდა. ამ ინფორმაციას საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით CNN ავრცელებს. „საფრანგეთის პრეზიდენტმა „დაგმო რუსეთის სამხედრო ოპერაციები და გაიმეორა მოთხოვნა, რომ შეწყდეს ის რაც შეიძლება მალე, დაიწყოს მოლაპარაკებები და აღდგეს უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა“, - ნათქვამია მაკრონის ოფისის განცხადებაში. მისივე თანახმად, ემანუელ მაკრონმა მოუწოდა რუსულ ძალებს, „გაიტანონ მძიმე და მსუბუქი იარაღი ქარხნიდან და IAEA-ს რეკომენდაციები მჭიდროდ შესრულდეს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ტერიტორიის უსაფრთხოება“. სატელეფონო საუბრის შესახებ, 11 სექტემბერს, ინფორმაცია გაავრცელა კრემლმაც. მისი მიხედვით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და მისმა ფრანგმა კოლეგამ ემანუელ მაკრონმა უკრაინაში, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული უსაფრთხოების ვითარება განიხილეს.

დღეს ჩვენ გვჭირდება მარტივი არჩევანის გაკეთება: ომსა და მშვიდობას შორის - მაკრონი

დღეს ჩვენ გვჭირდება მარტივი არჩევანის გაკეთება, ძირითადად ომსა თუ მშვიდობას შორის. მიმდინარე წლის 24 თებერვალს რუსეთმა, უსაფრთხოების საბჭოს მუდმივმა წევრმა, აგრესიის აქტით, შეჭრით, ანექსიით დაარღვია ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოება, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა. ვოლოდიმირ ზელენსკი: ყველაზე მნიშვნელოვანი სანქცია, რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებაა იენს სტოლტენბერგი: ფსევდორეფერენდუმები პუტინის ომის შემდგომი ესკალაციაა, უკრაინის მიმართ მხარდაჭერა უნდა გავაძლიეროთ მისივე თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრამ მსოფლიო გაყო და კოლონიების დრო დააბრუნა. „დღეს ჩვენ გვჭირდება მარტივი არჩევანის გაკეთება, ძირითადად ომსა თუ მშვიდობას შორის. მიმდინარე წლის 24 თებერვალს რუსეთმა, უსაფრთხოების საბჭოს მუდმივმა წევრმა, აგრესიის აქტით, შეჭრით, ანექსიით დაარღვია ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოება. მან განზრახ დაარღვია გაეროს წესდება და სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობის პრინციპები. რუსეთმა ახლა უნდა დაინახოს, რომ მას არ შეუძლია, სამხედრო გზით დააწესოს თავისი ნება, მაშინაც კი, თუ იქნება ყალბი რეფერენდუმი იმ ტერიტორიებზე, რომლებიც დაბომბა და ახლა ოკუპირებულია“, – აღნიშნა მაკრონმა. ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინის დახმარების ტემპი ჩვენი სამხედროების მოქმედების ტემპს უნდა შეესაბამებოდეს 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

მაკრონი: უკრაინის ომის საკითხში ნეიტრალური ქვეყნები, რუსეთის თანამზრახველები ხდებიან

ქვეყნები, რომლებიც უარს ამბობენ უკრაინის მხარდაჭერაზე რუსეთის წინააღმდეგ ომში, ახალი რუსული იმპერიალიზმის „თანამონაწილეები“ არიან. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე განაცხადა. „ისინი, ვინც დღეს ჩუმად არიან, ემსახურებიან - საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ თუ ფარულად გარკვეული თანამონაწილეობით - ახალი იმპერიალიზმის მიზეზს“, - თქვა მაკრონმა. მაკრონმა თქვა, რომ რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ „იმპერიალიზმისა და კოლონიების ეპოქაში დაბრუნებას" ნიშნავს და რომ მსოფლიო არჩევანის წინაშეა „ომსა და მშვიდობას" შორის. მისი თქმით, მაშინ როცა დასავლელმა მოკავშირეებმა, როგორიცაა საფრანგეთი, აჩვენეს ერთიანი ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, აფრიკასა და აზიაში პასუხი უფრო თავშეკავებული იყო.  

ემანუელ მაკრონი: საფრანგეთი უკრაინას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში დაეხმარება

2 ოქტომბერს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დაგმო რუსეთის მიერ უკრაინის ოთხი რეგიონის უკანონო ანექსია და განაცადა, რომ საფრანგეთი დაეხმარება უკრაინას „სრული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის“ აღდგენაში. ამასთან, პარტნიორებთან ერთად იმუშავებს აგრესორის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე. ამის შესახებ უკრაინული მედია მაკრონის ოფისის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს. რა საკითხები განიხილეს ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ემანუელ მაკრონმა „რესპუბლიკის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მტკიცედ დაგმო რუსეთის მიერ უკრაინის ოთხი რეგიონის უკანონო ანექსია. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა საფრანგეთის გადაწყვეტილება, დაეხმაროს უკრაინას სრული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში და ევროპელ პარტნიორებთან ერთად იმუშაოს ახალ სანქციებზე", - ნათქვამია განცხადებაში. ორივე პრეზიდენტმა ასევე განიხილა ზაპოროჟიეში არსებული ვითარება, რომელიც კვლავ ძალიან შემაშფოთებელია. მაკრონმა დაგმო რუსული ჯარების მიერ ქარხნის დირექტორის დაკავება.  

ემანუელ მაკრონი: ევროპა უკრაინაში მეტ სამხედრო აღჭურვილობას, მათ შორის ფრანგულ ჰაუბიცებს გაგზავნის

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ევროკავშირი უკრაინას გაუგზავნის დამატებით სამხედრო აღჭურვილობას, რათა რუსეთის აგრესიისგან დაიცვას თავი. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, მათ შორის იქნება ფრანგული, „კეისრის“ ჰაუბიცები. საფრანგეთი უკრაინისთვის „კეისრის“ თვითმავალი ჰაუბიცების მიწოდებას განიხილავს „ჩვენ ნამდვილად ვმუშაობთ რამდენიმე მოთხოვნაზე, ევროკავშირის რამდენიმე წევრთან, მათ შორის ახალ „კეისრებზე“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა. უფრო ადრე მაკრონმა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ საფრანგეთი დაეხმარება უკრაინას „სრული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის“ აღდგენაში. Le Figaro: კიევისთვის იარაღის მიწოდების გამო, რუსეთმა საფრანგეთის ელჩი დაიბარა საფრანგეთმა უკრაინას 18 თვითმავალი ჰაუბიცა (Ceaser) მიაწოდა. Le Monde-ის ცნობით, საფრანგეთი ემზადება უკრაინაში დამატებით 6-დან 12-მდე კეისრის ჰაუბიცის გასაგზავნად.  

ემანუელ მაკრონი თურქეთს შესაძლოა, უახლოეს მომავალში ეწვიოს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი შესაძლოა, უახლოეს მომავალში თურქეთს ეწვიოს. მან აღნიშნა, რომ ვიზიტი თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიწვევით შედგება. „ჩვენ კოორდინაციაში ვიქნებით საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, რათა ვიზიტი უახლოეს მომავალში განხორციელდეს", - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.  

ემანუელ მაკრონი: უნდა ვესაუბროთ მთავარ აქტორებს, როდესაც საჭირო იქნება, ვლადიმერ პუტინს დაველაპარაკები

უნდა ვესაუბროთ მთავარ აქტორებს. როდესაც საჭირო იქნება, ვლადიმერ პუტინს დაველაპარაკები, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა. ემანუელ მაკრონი: საფრანგეთი უკრაინას რადარებსა და საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემს „როდესაც ჩვენ მშვიდობის დამყარებას ვცდილობთ, ერთმანეთთან უნდა ვისაუბროთ. ჩვენ უნდა ვესაუბროთ მთავარ აქტორებს. როდესაც საჭირო იქნება, ვლადიმერ პუტინს დაველაპარაკები. იმედია, რაც შეიძლება მალე, საჭირო გახდება ყველა დაინტერესებული მხარის მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნება“, - განაცხადა მაკრონმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

მაკრონი: ომის დასრულებაზე მოლაპარაკებების დაწყების მომენტი, უკრაინამ უნდა განსაზღვროს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნება, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულების გზის ნაწილი უნდა იყოს. დადგა თუ არა ასეთი მომენტი უკრაინამ უნდა განსაზღვროს. ამის შესახებ მაკრონმა ბრიუსელში, ევროსაბჭოს მეორე დღის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.  კითხვაზე „რა შეუძლიათ გააკეთონ საფრანგეთმა და სხვა ევროპელმა პარტნიორებმა უკრაინაში ომის დასასრულებლად?“ მაკრონმა აღნიშნა, რომ ეს არის „ყველაზე მნიშვნელოვანი, მაგრამ ასევე ყველაზე რთული კითხვაა“. „ჩვენ არ ვიბრძვით უკრაინაში. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას. ჩვენ ვახორციელებთ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. მაგრამ ჩვენ არ ვმონაწილეობთ ამ ომში, ამიტომ მისი შეჩერება ჩვენს ძალას აღემატება, რადგან ჩვენ არ ვართ ამ კონფლიქტის მხარე“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ცნობილია, რა საკითხები განიხილეს მელონმა და მაკრონმა პირველი შეხვედრისას

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პირველი შეხვედრისას, რუსული აგრესიის ფონზე, უკრაინის მხარდაჭერის საკითხი განიხილეს.  ვინ არის იტალიის ახალი პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი მელონმა და მაკრონმა ასევე ევროპის აქტუალური საკითხები, (კერძოდ, ენერგეტიკული ფასების ზრდაზე სწრაფი და ერთობლივი რეაგირების აუცილებლობა, უკრაინის მხარდაჭერა და მიგრანტების ნაკადების მართვა) განიხილეს. თავის მხრივ, მაკრონმა, რომელიც ახლა ოფიციალური ვიზიტით იტალიაში იმყოფება, შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ორმა ქვეყანამ უნდა განაგრძოს თანამშრომლობა „დიალოგითა და ამბიციით“. საფრანგეთის პრეზიდენტმა კვირას, რომში გამართულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. საფრანგეთის პრეზიდენტი პაპ ფრანცისკეს ორშაბათს, 24 ოქტომბერს შეხვდება.  

რომის პაპმა ემანუელ მაკრონს უმასპინძლა

რომის პაპმა ფრანცისკემ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ვატიკანში მიიღო. წმინდა საყდრის პრესსამსახურის ცნობით, რომის პაპისა და ემანუელ მაკრონის შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უკრაინას, კავკასიას და ახლო აღმოსავლეთს. წმინდა საყდრის პრესსამსახურის მოკლე განცხადებაში ნათქვამია, რომ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უკრაინაში მიმდინარე ომზე. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა ჰუმანიტარულ ვითარებას. „განსაკუთრებული ყურადღება ასევე დაეთმო კავკასიას, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკის რეგიონს“, - ნათქვამია ინფორმაციაში. პაპთან აუდიენცია თითქმის ერთ საათს გაგრძელდა.

ემანუელ მაკრონმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდის შესახებ განაცხადა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას დააფიქსირა მზადყოფნა, რომ უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერა რაც შეიძლება მალე გაზარდოს. ამის შესახებ მაკრონმა უკრაინელ კოლეგასთან საუბრის შემდეგ განაცხადა. ზელენსკიმ მაკრონთან საუბრის შემდეგ, ორი მიმართულებით კონკრეტული გადაწყვეტილებები დააანონსა „ამ დილით დავუდასტურე პრეზიდენტ ზელენსკის: ჩვენ სრულად მობილიზებულნი ვართ, რაც შეიძლება მალე გავზარდოთ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა, კერძოდ, საჰაერო თავდაცვა“, - დაწერა მაკრონმა Twitter-ზე. მისივე თქმით, უკრაინის ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად დაზარალდა რუსული თავდასხმების შედეგად. „ზამთრამდე უნდა ვიმოქმედოთ. ჩვენ სწრაფად მოვახდენთ საერთაშორისო თანამეგობრობისა და კერძო სექტორის მობილიზებას“, - წერს ემანუელ მაკრონი.  

დარწმუნებული ვარ, მოგვიწევს მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნება - მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, დროის პირობებს უკრაინა განსაზღვრავს, მაგრამ მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნება ყველას მოუწევს. „დროის პირობებს უკრაინა განსაზღვრავს, მაგრამ მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნება ყველას მოუწევს. ამჟამინდელი კონტექსტი არ იძლევა ამ საკითხზე სწრაფი განმარტებების საშუალებას“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და პოლონეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

მაკრონმა უკრაინელებს, ხერსონის გათავისუფლება მშობლიურ ენაზე მიულოცა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, უკრაინის მოქალაქეებს ქალაქ ხერსონის გათავისუფლება, Twitter-ზე, უკრაინულ ენაზე მიულოცა. „გილოცავთ ხერსონის უკრაინაში დაბრუნებას, ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი მისი სუვერენული უფლებების სრული აღდგენისკენ. საფრანგეთი განაგრძობს უკრაინისა და უკრაინელების მხარდაჭერას", - წერს მაკრონი Twitter-ზე.  რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 11 განაცხადა, რომ დაასრულა ჯარების გაყვანა უკრაინის სამხრეთით, ხერსონის რეგიონში, მდინარე დნიპროს დასავლეთ სანაპიროდან. ბრძოლის ველზე არსებულ სურათს ბრიტანული BBC აღწერს. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ფოტოები და ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მთავარი ხიდი, რომელსაც რუსული ჯარი ევაკუაციისთვის იყენებდა, განადგურდა. გაურკვეველია, რამ გამოიწვია ხიდის ნგრევა, ზოგიერთი რუსული წყარო ამტკიცებს, რომ ისინი თავად დაანგრიეს, გაყვანის პროცესის დასრულების შემდეგ. რუსეთი აცხადებს, რომ ხერსონიდან გასვლა დაასრულა უკრაინული მედია: ანტონოვის ხიდი, რუსმა ოკუპანტებმა ააფეთქეს იმავდროულად, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინულმა ძალებმა ათობით ქალაქი და სოფელი დაიბრუნენს და ქალაქ ხერსონისკენ, წინ მიიწევენ. ხერსონი ერთადერთი რეგიონული დედაქალაქია, რომელიც რუსეთმა თებერვალში შეჭრის შემდეგ დაიპყრო. Unian: ხერსონის ცენტრში უკრაინის დროშა აღმართეს მისი დაკარგვა კრემლისთვის მნიშვნელოვანი დარტყმა იქნება. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ემანუელ მაკრონი სალომე ზურაბიშვილს: კავკასია ჩვენი ფიქრის ერთ-ერთი მთავარი საგანია

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, ,,პარიზის მშვიდობის ფორუმის” დასკვნით სიტყვაში მსოფლიოსა და ევროპის წინაშე მდგარ გამოწვევებზე საუბრისას, საქართველოს პრეზიდენტს მიმართა და აღნიშნა, რომ კავკასია მათი ფიქრის ერთ-ერთი მთავარი საგანია. "კავკასია ჩვენი ფიქრის ერთ-ერთი მთავარი საგანია", - განაცხადა მაკრონმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „პარიზის მშვიდობის ფორუმზე“ სიტყვით გამოვიდა.    

მაკრონი მზადაა, მხარი დაუჭიროს ერევანსა და ბაქოს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მიესალმა სომხეთის საზღვრის გასწვრივ ევროკავშირის სამოქალაქო მისიის განლაგებას, განაცხადა მაკრონმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან სატელეფონო საუბრისას. ელისეის სასახლის ცნობით, მაკრონმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საფრანგეთის სრული მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესს და მიაღწიოს რეგიონში პოლიტიკური გადაწყვეტის მიღწევას, რომელიც საშუალებას მისცემს მშვიდობის დამყარებას გრძელვადიან საფუძველზე. მაკრონი ფაშინიანს 19 ნოემბერს შეხვდება. თავის მხრივ, აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ ალიევმა ხაზი გაუსვა „ნეიტრალური, მიუკერძოებელი და დაბალანსებული მიდგომის დემონსტრირების მნიშვნელობას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესში“. ალიევმა ასევე აღნიშნა, რომ სომხური მხარის მიერ ბოლო დღეებში წარმოდგენილი განცხადებები, სავარაუდოდ, „ეწინააღმდეგება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზებას და სამშვიდობო დღის წესრიგს“.  

ყაზახეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა პარიზში, თანამშრომლობის გაღრმავების გზები განიხილეს

ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი, რომელიც პარიზში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან მოლაპარაკებები გამართა. ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტის პრესსამსახური იუწყება. მოლაპარაკებებს წინ უძღოდა დახვედრის ოფიციალური ცერემონია ელისეის სასახლეში. შეხვედრისას თოყაევმა მადლობა გადაუხადა მაკრონს საფრანგეთში ვიზიტით მოწვევისთვის. მისი თქმით, ეს იყო შესანიშნავი შესაძლებლობა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გასაძლიერებლად და ურთიერთობების კიდევ უფრო მაღალ დონეზე გადაყვანისთვის. მოლაპარაკებების დროს ყაზახეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ მოდერნიზაციაზე ისაუბრა. თავის მხრივ, პრეზიდენტმა მაკრონმა აღნიშნა, რომ ყაზახეთი საფრანგეთის სტრატეგიული პარტნიორია. ქვეყნებს შორის აქტიურად ვითარდება სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ხორციელდება ერთობლივი პროექტები ენერგეტიკის სექტორში. ევროკავშირი აქტიურად ახორციელებს ინვესტიციებს სხვადასხვა ყაზახურ პროექტებში. მაკრონმა ასევე, 2024 წლიდან ყაზახეთში ახალი ფრანგული სკოლების გახსნის შესახებ განაცხადა. ფრანგულმა მხარემ მხარდაჭერა გამოუცხადა ყაზახეთში მიმდინარე რეფორმებს. მხარეებმა დეტალურად გაცვალეს მოსაზრებები ორ ქვეყანას შორის განათლებისა და კულტურის სფეროებში კავშირების გაღრმავებაზე, ასევე განიხილეს საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალური საკითხები და ცენტრალურ აზიაში შექმნილი ვითარება. შეხვედრის დასასრულს თოყევმა მაკრონი ყაზახეთში მიიწვია.  

ემანულ მაკრონი აშშ-ს ეწვევა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ოფიციალური ვიზიტით შეერთებულ შტატებში გაემგზავრა, სადაც მას, სავარაუდოდ, ქვეყნის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მიიღებს, იტყობინება AFP. მაკრონის თვითმფრინავი ერთობლივ ბაზაზე ენდრიუსში, ვაშინგტონის მახლობლად დაეშვა, ის ორ დღეს გაატარებს აშშ-ის დედაქალაქში, სანამ ახალ ორლეანს ეწვევა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაკრონის ვაშინგტონში ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი თემა „ინფლაციის შემცირების აქტი“ (IRA) იქნება. როგორც მოსალოდნელი იყო, მაკრონი შეეცდება დაარწმუნოს აშშ-ის პრეზიდენტი, შეარბილოს ეს კანონი, რომელიც, მისი თქმით, ეწინააღმდეგება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ნორმებს და „არამეგობრულია“. ორი ლიდერის მოლაპარაკებები ასევე ეხება ევროპაში გასაყიდი ამერიკული ბუნებრივი აირის ფასებს და ჩინეთთან კონკურენციას. საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტი აშშ-ში პარასკევს დასრულდება.  

მაკრონი მიიჩნევს, რომ პუტინთან მოლაპარაკებები უკრაინაში ომის დასასრულებლად ჯერ კიდევ შესაძლებელია

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ რუსეთის ლიდერთან, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები უკრაინაში ომის დასასრულებლად ჯერ კიდევ შესაძლებელია. ABC News-თან ინტერვიუში, მაკრონმა განაცხადა, პუტინმა ომის წამოწყებით შეცდომა დაუშვა. „იყო პოლიტიკური და დიპლომატიური პროცესი საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით. მან ყალბი ნარატივის საფუძველზე გადაწყვიტა დამოუკიდებლად, რომ NATO გამოიყენებს უკრაინას რუსეთზე თავდასხმისთვის, რაც სრულიად არასწორია", - განაცხადა მაკრონმა. „ვფიქრობ, მან შეცდომა დაუშვა. შეუძლებელია მაგიდასთან დაბრუნება და რაიმეზე მოლაპარაკება? ვფიქრობ, ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.  

მაკრონი ბაიდენს: როდესაც ომი უბრუნდება ევროპულ მიწას, ჩვენ კვლავ უნდა გავხდეთ „იარაღის ძმები“

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აშშ-ში ვიზიტით იმყოფება. The Guardian-ი საფრანგეთის პრეზიდენტს ციტირებს და წერს, რომ ემანუელ მაკრონმა უპასუხა ბაიდენის რეპლიკას იმის შესახებ, რომ აშშ-მ და საფრანგეთმა ერთად გაატარეს მრავალსაუკუნოვანი კურსი მსოფლიო თავისუფლებებისთვის. „ჩვენ ვალდებულნი ვართ ამ საერთო ისტორიის წინაშე. როდესაც ომი უბრუნდება ევროპულ ნიადაგს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიისა და მრავალი კრიზისის ფონზე, რომელსაც ჩვენი ქვეყნები და საზოგადოება აწყდებიან, ჩვენ კვლავ უნდა გავხდეთ „იარაღის ძმები“. ძმობის ამ სულისკვეთებამ უნდა მოგვცეს საშუალება, ვაშენოთ ამბიციების და იმედის დღის წესრიგი, რადგან ჩვენი ორი ქვეყანა იზიარებს ერთნაირ რწმენას თავისუფლების, დემოკრატიული ღირებულებების, განათლებისა და პროგრესის“, - აღნიშნა მაკრონმა.

აშშ და საფრანგეთი უკრაინას პირდაპირ საბიუჯეტო მხარდაჭერას ჰპირდებიან

საფრანგეთი და შეერთებული შტატები უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებენ იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს. როგორც ცნობილია, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. „ბაიდენი და მაკრონი ადასტურებენ თავიანთი ქვეყნების მუდმივ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, მათ შორის პოლიტიკური, უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ეკონომიკური დახმარება გაეწევა უკრაინას იმდე ხანს, რამდენიც დასჭირდება“, - ნათქვამია განცხადებაში. მისივე თანამად, დახმარება მოიცავს მნიშვნელოვანი რესურსების მიწოდებას ზამთრის განმავლობაში უკრაინის სამოქალაქო მდგრადობის მხარდასაჭერად, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და აღჭურვილობის მიწოდების გაძლიერებას. მაკრონი ბაიდენს: როდესაც ომი უბრუნდება ევროპულ მიწას, ჩვენ კვლავ უნდა გავხდეთ „იარაღის ძმები“ „აშშ და საფრანგეთი ასევე აპირებენ, გააგრძელონ უკრაინის პირდაპირი საბიუჯეტო მხარდაჭერა და მოუწოდონ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს, გააფართოონ კიევისადმი ფინანსური მხარდაჭერა“, - ნათქვამია განცხადებაში. გარდა ამისა, პარიზი და ვაშინგტონი პირობას დებენ, რომ რუსეთს დაეკისრება პასუხისგმგებლობა ფართოდ დოკუმენტირებული ომის დანაშაულებისთვის. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

პუტინთან სატელეფონო ზარის განხორციელებამდე, მაკრონი ზელენსკისთან საუბარს გეგმავს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი თავის უკრაინელ კოლეგას ვოლოდიმირ ზელენსკის, პუტინთან სატელეფონო ზარამდე გაესაუბრება.  ამის შესახებ Parisien-ი იტყობინება. მაკრონის თქმით, ამასთან, ზარი IAEA-ს გენერალურ დირექტორთან რაფაელ გროსთან კვირას, 4 დეკემბერს არის დაგეგმილი. საფრანგეთის პრეზიდენტმა ადრე განაცხადა, რომ ზელენსკის აქვს ლეგიტიმური უფლება, დააყენოს პირობები რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის.

ემანუელ მაკრონი: ევროპა უნდა მოემზადოს, როგორ მისცეს გარანტიები რუსეთს, მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნების დღეს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დათანხმდება მოლაპარაკებებს ომის დასრულების შესახებ, დასავლეთმა რუსეთისთვის მომავალი უსაფრთხოების არქიტექტურაში უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა უნდა განიხილოს, ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება. მაკრონმა მისი განცხადება შემდეგნაირად განმარტა. „ეს ნიშნავს, რომ ერთ-ერთი არსებითი პუნქტი, რომელიც ჩვენ უნდა განვიხილოთ - როგორც პრეზიდენტი პუტინი ყოველთვის ამბობდა - არის შიში იმისა, რომ NATO მის კარს უახლოვდება და ასევე, იარაღის განლაგება, რომელიც შეიძლება, დაემუქროს რუსეთს“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა. მისივე თქმით, ევროპას უნდა მოემზადოს, „როგორ მისცეს გარანტიები რუსეთს, მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნების დღეს“. „ჩვენ უნდა მოვამზადოთ, რისი გაკეთებისთვის ვართ მზად, როგორ დავიცვათ ჩვენი მოკავშირეები და წევრი ქვეყნები და როგორ მივცეთ გარანტიები რუსეთს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნების დღეს“, - თქვა მაკრონმა. აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან ერთად საუბრისას მაკრონმა პირველ დეკემბერს განაცხადა, რომ დასავლეთი „არასოდეს მოუწოდებს უკრაინელებს კომპრომისზე, რომელიც მიუღებელი იქნება“. თეთრმა სახლმა ასევე განაცხადა 2 დეკემბერს, რომ „პუტინს აბსოლუტურად არ გამოუჩენია რაიმე სახის დიალოგით დაინტერესების სურვილი“. უკრაინა უარს აცხადებს რუსეთთან მოლაპარაკებაზე, ვიდრე რუსეთის შეიარაღებული ძალები სრულად არ დატოვებენ მის ტერიტორიას. ბაიდენმა განმარტა, რა შემთხვევაშია მზად პუტინთან სასაუბროდ

პუტინმა პასუხი უნდა აგოს ომის დანაშაულებზე - მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულებისთვის უნდა დაისაჯოს. ამის შესახებ მან CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა. ევროკომისია, რუსეთის დანაშაულებისთვის სპეციალური სასამართლოს შექმნის მომხრეა მაკრონმა განაცხადა, რომ რუსული სარაკეტო თავდასხმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ომის დანაშაულია. ჟურნალისტის კითხვაზე, უნდა აგოს თუ არა პუტინმა პასუხისმგებლობა ამ დანაშაულებისთვის, მაკრონმა უპასუხა: „ჩვენ უნდა შევაგროვოთ ომის დანაშაულების ყველა მტკიცებულება და ეს არის ის, რასაც ვაკეთებთ უკრაინაში პოლიციელებისა და ექსპერტების გაგზავნით... ჩვენ უნდა დავიწყოთ ყველა კანონიერი ინიციატივები ასე რომ, ჩემი პასუხი არის დიახ." ამავდროულად, მაკრონი აცხადებს, რომ პუტინთან ღია დიალოგის შენარჩუნება აუცილებელია. შეგახსენებთ, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი სთავაზობს სპეციალიზებული სასამართლოს შექმნას (გაეროს მხარდაჭერით), რათა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია და დანაშაულები გამოიძიონ.   

ზელენსკიმ და მაკრონმა უკრაინის სამშვიდობო გეგმა განიხილეს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თავის ფრანგ კოლეგას ემანუელ მაკრონს ტელეფონით ესაუბრა. ზელენსკის ოფისის ცნობით, მხარეებმა ზელენსკის 10-პუნქტიანი „მშვიდობის ფორმულა“ განიხილეს. ზელენსკიმ ნოემბერში, G20-ის სამიტზე წარადგინა მშვიდობის უკრაინული ფორმულა. მაკრონმა 3 დეკემბერს განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თუ დათანხმდება მოლაპარაკებებს ომის დასრულების შესახებ, დასავლეთმა უნდა განიხილოს რუსეთისთვის გარანტიების მიცემა უსაფრთხოების მომავალ არქიტექტურაში. მაკრონის განცხადებამ აღაშფოთა უკრაინელი ოფიციალური პირები, მათ შორის უკრაინის მთავარი მომლაპარაკებელი რუსეთთან, დეპუტატი დავით არახამია. ოფიციალურმა წარმომადგენელმა თქვა, რომ კიევი მზად არის, უზრუნველყოს რუსეთის უსაფრთხოების გარანტიები მას შემდეგ, რაც ის გაიყვანს თავის ჯარებს უკრაინიდან. 11 დეკემბერს, თურქეთის პრეზიდენტი ტელეფონით ჯერ რუსეთის პრეზიდენტს ესაუბრა, შემდეგ კი, კომუნიკაცია უკრაინის პრეზიდენტთან ჰქონდა. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

პარტნიორები უკრაინას ამ ზამთრის გაძლებასა და გადარჩენაში უნდა დაეხმარონ - მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი და მსოფლიოს სხვა ქვეყნები უნდა დაეხმარონ უკრაინელ ხალხს ამ ზამთრის გაძლებასა და გადარჩენაში. ამის შესახებ მან პარიზში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე „სოლიდარობა უკრაინელ ხალხისთვის“ განაცხადა, იუწყება Ukrinform-ის კორესპონდენტი. მაკრონის თქმით, რუსეთი სამხედრო წარუმატებლობას, უკრაინის ჯარების წინსვლას, ტერორისტული აქტებით პასუხობს უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ეს არის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევა და ასეთი ქმედებები დაუსჯელი არ შეიძლება დარჩეს. მისი თქმით, დღევანდელი კონფერენციის შედეგები ძალიან კონკრეტული უნდა იყოს. „პირველ რიგში, ჩვენ ვისაუბრებთ ჩვენი პარტნიორების, უკრაინის მეგობრების მობილიზებაზე, ვინც მუშაობს საერთაშორისო ორგანიზაციებში, რომლებიც უზრუნველყოფენ სახსრებს, ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს, რათა მოაწყონ ყველა ის აქცია, რომელიც დაეხმარება უკრაინის მოსახლეობას წყლის, ენერგიის მიღებაში. გათბობა, საკვები, ტანსაცმელი და გადარჩება ზამთარი. იმედი მაქვს, რომ ჩვენი კოლექტიური ძალისხმევა საუკეთესო იქნება“, - განაცხადა მაკრონმა. მაკრონმა აღნიშნა, რომ საფრანგეთმა უკრაინას წლის დასაწყისიდან 151,5 მილიონი ევროს დახმარება გაუწია და მალე ამ შენატანს კიდევ 48,5 მილიონი ევროთი გაზრდის.  

მაკრონმა ზაპოროჟიედან მძიმე შეიარაღების შესაძლო გატანა და „გადამწყვეტი დღეები“ დააანონსა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ არსებობს შეთანხმება ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან მძიმე შეიარაღების გატანის შესახებ და რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს ამ შესაძლებლობაზე. „ჩვენ მოვახერხეთ ჩერნობილის დაცვა და ჩვენი მიზანია, დავიცვათ ზაპოროჟიე. მომავალი კვირები გადამწყვეტი იქნება", - განაცხადა მაკრონმა. საფრანგეთი მასპინძლობს საერთაშორისო კონფერენციას პარიზში, რომელიც უკრაინისთვის ზამთრის გადასალახად დახმარების უზუნველყოფას მოიცავს. IAEA თანახმაა, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სპეციალური მისიები გაგზავნოს უკრაინის ყველა ატომურ ელექტროსადგურზე. IAEA-ს ხელმძღვანელის, რაფაელ გროსოს თქმით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო უსაფრთხოების ზონის შემოღებაზე მუშაობა გრძელდება. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ევროპაში უდიდესია. ელექტროსადგური მარტის დასაწყისში დაიკავეს რუსეთის ძალებმა, თუმცა მას უკრაინის პერსონალი მართავს. რისკის შემცველია ის ფაქტი, რომ ელექტროსადგური ახლოს მდებარეობს ფრონტის ხაზთან. რუსეთი არაერთხელ დაადანაშააულეს ობიექტის მიზანმიმართულად დაზიანებაში, რის გამოც უკრაინა ბირთვული კატასტროფის რისკებზე მიუთითებდა.

მაკრონს რუსეთთან დაკავშირებული განცხადების გამო, რიგმა ქვეყნებმა „დემარში“ მოუწყვეს - Reuters

ბალტიისპირეთის ქვეყნებმა და ევროპის სხვა ქვეყნებმა, რუსეთისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის კომენტარის გამო უკმაყოფილება გამოხატეს და შესაბამისი პოზიცია ფრანგ ლიდერთან პირადად დააფიქსირეს. ემანუელ მაკრონი: ევროპა უნდა მოემზადოს, როგორ მისცეს გარანტიები რუსეთს, მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნების დღეს Reuters-ი წერს, რომ მაკრონის განცხადების გამო, პროტესტი უკრაინამ და ბალტიისპირეთის ქვეყნებმა დაუყოვნებლივ გამოხატეს. სააგენტო წერს, რომ ემანუელ მაკრონის განცხადების გამო, 12 დეკემბერს ევროკავშირის წევრმა რამდენიმე ქვეყანამ ოფიციალურად გამოთქვა უკმაყოფილება. მისივე თანახმად, ოფიციალური დემარშის მხარდამჭერები იყვნენ ბალტიისპირეთის ქვეყნები ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა, პოლონეთთან და სლოვაკეთთან ერთად, თუმცა მთლიანობაში რამდენმა ქვეყანამ დაუჭირა ან არ დაუჭირა მხარი ამ ნაბიჯს, უცნობია. როგორც ირკვევა „დემარშის“ ორგანიზება ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანამ, ჩეხეთმა უზრუნველყო.

მაკრონის თქმით, ევროპამ NATO-ში უფრო აქტიური როლი უნდა შეასრულოს და აშშ-ზე დამოკიდებულება შეამციროს

„ამერიკის შეერთებული შტატები ბევრს აკეთებს სამხედრო და ფინანსური თვალსაზრისით“, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მედიას, იორდანიიდან დაბრუნებისას განუცხადა, როდესაც ვაშინგტონში ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტზე ჰკითხეს. „ევროპა ასევე ბევრს აკეთებს და ჩვენ მჭიდრო კოორდინაციაში ვართ“, - განაცხადა მაკრონმა lemonde-ს ცნობით.ფრანგული მედია ასევე წერს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა მისი უკრაინელი კოლეგის „ათპუნქტიანი გეგმაც“ შეაქო. ამასთან, მაკრონმა აღიარა, რომ დიპლომატიის დრო ჯერ არ მოსულა. „ვინც ფიქრობდა, რომ რუსეთის ძალები მზად იყვნენ ცეცხლის შეწყვეტისთვის და მშვიდობისთვის, დაინახეს, რომ ასე არ არის. რასაც რუსეთი თავიდანვე ითხოვდა, არის დანებება და არა მშვიდობა", - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა. lemonde წერს, რომ მაკრონი ცდილობს, როგორღაც დააბალანსოს ბოლოდროინდელი უკმაყოფილება, რომელიც მას შემდეგ გაჩნდა, რაც რუსეთისთვის „უსაფრთხოების გარანტიების“ უზრუნველყოფაზე ისაუბრა.„ეს არ არის პრიორიტეტი. ეს არის ერთ-ერთი რამ, რაც საბოლოო ეტაპზე იქნება. დღეს პრიორიტეტია უკრაინის დაცვა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ პირველი დღიდან", - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა. „უკრაინის NATO-ში შესვლა, რუსეთის მხრიდან კონფრონტაციულ ნაბიჯად ჩაითვლება“... „შეუერთდება თუ არა უკრაინა NATO-ს - ეს არ არის ყველაზე სავარაუდო სცენარი - მას უსაფრთხოების უფრო ძლიერი გარანტიები უნდა მიეცეს, რადგან მას რუსეთი დაესხა თავს", - აღნიშნა მაკრონმა. „ჩვენ უნდა ვიფიქროთ უსაფრთხოებისა და სტაბილურობის არქიტექტურაზე, რომელიც პირველ რიგში გარანტიას მისცემს უკრაინის უსაფრთხოებას და სტაბილურობას, მაგრამ ასევე უზრუნველყოფს მოლდოვის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს უსაფრთხოებას და სტაბილურობას“. „ყველა ევროპელმა და დასავლელმა, რომლებიც მორალის გაკვეთილებს მასწავლიდნენ, უნდა განმიმარტონ, ვინ იჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან“, - განაცხადა მაკრონმა. მისივე თქმით, ევროპამ უნდა დაიცვას თავი. ევროპამ უნდა მოიპოვოს ტექნოლოგიური და შესაძლებლობების ავტონომია შეერთებული შტატებისგან და შექმნას რეალური ევროპული საყრდენი NATO-ს ფარგლებში. „ეს არ არის ალტერნატიული პროექტი", - განაცხადა მაკრონმა. მაკრონის თქმით, უსაფრთხოების ახალი გარანტიები საქართველოზეც უნდა გავრცელდეს საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, ევროპამ უნდა შეასრულოს უფრო აქტიური როლი NATO-ში, შეამციროს მისი დამოკიდებულება აშშ-ზე და საკუთარი თავდაცვის შესაძლებლობები განავითაროს, რათა უზრუნველყოს რეგიონში მშვიდობა, რომელიც უკრაინაში ომის შედეგად შეირყა. ჟურნალისტებთან საუბრისას ემანუელ მაკრონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპული თავდაცვის განვითარების სურვილს ისე, როგორც NATO-ს ალტერნატივას, ვერ ხედავს.  მისი თქმით, უფრო ძლიერი ევროპა საშუალებას მისცემს კონტინენტს, გახდეს უფრო ავტონომიური ალიანსის შიგნით, NATO-სთან ერთად, მაგრამ არა ალიანსზე დამოკიდებულებით.

ზელენსკი: უკრაინა საფრანგეთიდან მსუბუქ ტანკებსა და „ბასტიონის“ ჯავშანტექნიკას მიიღებს

ინფორმაცია, რომ საფრანგეთი უკრაინას, მსუბუქ ტანკებსა და „ბასტიონის“ ჯავშანტექნიკას გადასცემს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საკუთარ Twitter-ზე დაადასტურა. Reuters: საფრანგეთი უკრაინას AMX10-ის ტიპის მსუბუქ ტანკებს დაჰპირდა მან ასევე განაცხადა, რომ სატელეფონო საუბრისას საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი დაჰპირდა უკრაინელ სამხედროებს „ბასტიონის“ ჯავშანტრანსპორტიორებით მიწოდებას. „გმადლობთ, მეგობარო! ​​თქვენი ხელმძღვანელობა აჩქარებს ჩვენს გამარჯვებას", - წერს ზელენსკი მაკრონს.  

მაკრონის თქმით, უსაფრთხოების ახალი გარანტიები საქართველოზეც უნდა გავრცელდეს

საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, ევროპამ უნდა შეასრულოს უფრო აქტიური როლი NATO-ში, შეამციროს მისი დამოკიდებულება აშშ-ზე და საკუთარი თავდაცვის შესაძლებლობები განავითაროს, რათა უზრუნველყოს რეგიონში მშვიდობა, რომელიც უკრაინაში ომის შედეგად შეირყა. მაკრონის თქმით, ევროპამ NATO-ში უფრო აქტიური როლი უნდა შეასრულოს და აშშ-ზე დამოკიდებულება შეამციროს ჟურნალისტებთან საუბრისას ემანუელ მაკრონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპული თავდაცვის განვითარების სურვილს, როგორც NATO-ს ალტერნატივას ვერ ხედავს.  მისი თქმით, უფრო ძლიერი ევროპა საშუალებას მისცემს კონტინენტს, გახდეს უფრო ავტონომიური ალიანსის შიგნით, NATO-სთან ერთად, მაგრამ არა ალიანსზე დამოკიდებულებით. მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ უსაფრთხოების გარანტიები ახალი არქიტექტურის პირობებში უნდა გავრცელდეს უკრაინასა და რუსეთზე, ისევე როგორც მეზობლებზე, როგორებიცაა აზერბაიჯანი, საქართველო, მოლდოვა და სომხეთი. „ყველა ევროპელმა და დასავლელმა, რომლებიც მორალის გაკვეთილებს მასწავლიდნენ, უნდა განმიმარტონ, ვინ იჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან (რუსეთთან, რედ)“.  „ჩვენ უნდა ვიფიქროთ უსაფრთხოებისა და სტაბილურობის არქიტექტურაზე, რომელიც პირველ რიგში გარანტიას მისცემს უკრაინის უსაფრთხოებას და სტაბილურობას, მაგრამ ასევე უზრუნველყოფს მოლდოვის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს უსაფრთხოებას და სტაბილურობას“. მაკრონმა ჯერ კიდევ კიევში ვიზიტისას განმარტა, რა საკითხზე ინარჩუნებს დიალოგის არხს რუსეთთან. პრესკონფერენციაზე, რომელშიც იტალიის პრემიერი და გერმანიის კანცლერიც მონაწილეობდნენ, საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საფრანგეთი და გერმანია უკრაინისგან რაიმე დათმობას რუსეთთან მოლაპარაკებებში არ მოითხოვენ.  მოლაპარაკებებში „წითელ ხაზებზე“ საუბრისას მაკრონმა აღნიშნა, რომ ევროპელები ყოველთვის მხარს უჭერდნენ უკრაინელ ხალხს, რასაც მოწმობს, კერძოდ, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული უპრეცედენტო სანქციები. მანამდე, მაკრონის მოწოდებას, რომ პუტინის ისტორიული შეცდომის მიუხედავად, რუსეთი არ უნდა დავამციროთ, რათა შემდგომი მოლაპარაკებები გაადვილდეს, უკრაინაში, მათ შორის პრეზდენტ ზელენსკის მხრიდან კრიტიკული შეფასებები მოჰყვა.

საფრანგეთში საქართველოს ელჩმა, გოჩა ჯავახიშვილმა, ემანუელ მაკრონს რწმუნებათა სიგელები გადასცა

საფრანგეთში საქართველოს ელჩმა, იუნესკო-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, გოჩა ჯავახიშვილმა ემანუელ მაკრონს რწმუნებათა სიგელები გადასცა. ინფორმაციას საფრანგეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს. „2023 წლის 13 იანვარს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთის რესპუბლიკაში, იუნესკო-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, გოჩა ჯავახიშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს“, – აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.  

Reuters-ი: მაკრონი საფრანგეთის სამხედრო ხარჯებს ბიუჯეტის მესამედზე მეტით ზრდის

მაკრონი საფრანგეთის სამხედრო ხარჯებს ბიუჯეტის მესამედზე მეტით ზრდის - ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია Reuters ავრცელებს.  გამოცემის ცნობით, მაკრონმა სამხედრო ხარჯებზე გამოყოფილი თანხები გაზარდა, რათა საფრანგეთის არმია გაუმკლავდეს ამ საუკუნის დიდ საფრთხეებს. „რადგან ომის წარმართვა იცვლება, საფრანგეთს ჰყავს და ეყოლება ჯარები მზად საუკუნის საფრთხისთვის“, - თქვა მაკრონმა სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში, მონ-დე-მარსანის საჰაერო ბაზაზე საუბრისას. ცნობისთვის, 2019-2025 წლებში ქვეყნის ბიუჯეტი 295 მილიარდი ევროა, ხოლო 2030 წლისთვის საფრანგეთის სამხედრო ბიუჯეტი 413 მილიარდ ევრომდე გაიზრდება.   

ემანუელ მაკრონი და ოლაფ შოლცი ევროპის სამხედრო შესაძლებლობების გაუმჯობესების მოწოდებით გამოდიან

ფრანგი და გერმანელი ლიდერები აცხადებენ, რომ ევროპა უფრო ძლიერი სამხედრო შესაძლებლობებით უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ემანუელ მაკრონი და ოლაფ შოლცი შეიარაღებულ ძალებსა და თავდაცვის ინდუსტრიაში მეტი ინვესტიციის აუცილებლობაზე მიუთითებენ. საფრანგეთის პრეზიდენტი და გერმანიიც კანცლერი ევროპის სამხედრო შესაძლებლობების გაუმჯობესების მოწოდებით გამოდიან. გერმანულ გაზეთ, Frankfurter Allgemeine Zeitung-ისა და ფრანგული ყოველკვირეული ჟურნალის, Journal du Dimanche-ის მიერ გამოქვეყნებულ ერთობლივ წერილში, ლიდერები აცხადებენ, რომ ევროპის სამხედრო შესაძლებლობების გაუმჯობესება ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებსაც გააძლიერებს. „ელისეის ხელშეკრულების ხელმოწერიდან სამოცი წლის შემდეგ (დოკუმენტი საფრანგეთის პრეზიდენტ შარლ დე გოლსა და გერმანიის კანცლერ კონრად ადენაუერს მიერ, 1963 წლის 22 იანვარს გაფორმდა), საფრანგეთი და გერმანია ევროპის მომავალთან დაკავშირებულ ფუნდამენტურ საკითხებზე შეთანხმდნენ. ჩვენ ვიზიარებთ იგივე ამბიციას: მტკიცე, ძლიერი და სუვერენული ევროკავშირის იდეას. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ის, რომ მომავალმა თაობებმა იცხოვრონ კონტინენტზე, სადაც მშვიდობა, კეთილდღეობა და თავისუფლება სუფევს“, - აღნიშნავენ საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები.  

მაკრონი უკრაინისთვის ტანკების გაგზავნას არ გამორიცხავს

საფრანგეთი არ გამორიცხავს, რომ მომავალში უკრაინას Leclerc-ის ტიპის ტანკები მიაწოდოს, მაგრამ ამ საკითხზე მოკავშირეებთან კოორდინაციას გეგმავს. „რაც შეეხება Leclerc-ის ტიპის ტანკებს, ეს არ არის გამორიცხული", - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 22 იანვარს, პარიზში, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. მისივე თქმით, გადაწყვეტილება ტანკების გადაცემის შესახებ, ერთობლივად, სამი მიზეზის საფუძველზე უნდა იყოს მიღებული. მაკრონის თქმით, ასეთმა გადაწყვეტილებამ არ უნდა გამოიწვიოს შემდგომი ესკალაცია, ეს რეალურად უნდა იყოს ეფექტიანი დახმარება უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის და არ უნდა დაასუსტოს თავად ქვეყნების ჯარები  და NATO. მაკრონმა აღნიშნა, რომ აუცილებელია ისეთი პუნქტების გათვალისწინება, როგორიცაა ტრენინგი და ლოგისტიკა. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ეს საკითხი განიხილება მოკავშირეებთან, მათ შორის გერმანიასთან. „სამუშაოს უახლოეს დღეებსა და კვირებში განვახორციელებთ“, - აღნიშნა მაკრონმა.   

მაკრონი აცხადებს, რომ რუსეთთან დიალოგს განაგრძობს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ის „რუსეთთან დიალოგს განაგრძობს“. ფრანგული ტელეარხის BFMTV-ის ცნობით, ელისეის სასახლეში გამართულ მიღებაზე საფრანგეთის პრეზიდენტმა, უკრაინაში სასტიკი ბრძოლების თემაზე კომენტარი გააკეთა. „სხვა დროს გარკვეული ადამიანები მაკრიტიკებენ მოსკოვთან დიალოგის გამო. თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ განვაგრძობ რუსეთთან საუბარს“, - განაცხადა მაკრონმა. ამავდროულად, ემანუელ მაკრონი [ჩინეთის] „იმპერიალისტური ომის" წინააღმდეგ გამოვიდა. „როგორ დავიცვათ თავისუფალი და სტაბილური მსოფლიო წესრიგი, თუ უგულებელვყოფთ იმპერიალისტურ ომს?“ - განაცხადა პოლიტიკოსმა და ყველა ქვეყანას „პასუხისმგებლიანი მიდგომისაკენ“ მოუწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

მაკრონი უკრაინისთვის, მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდების შესაძლებლობას არ გამორიცხავს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, უკრაინისთვის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდების შესაძლებლობას არ გამორიცხავს. კიევის თხოვნის შემთხვევაში, ნიდერლანდები უკრაინისთვის F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებას განიხილავს „პრინციპში არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება“, - თქვა მაკრონმა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ მარკ რიუტესთან სატელეფონო საუბარი შემდეგ, კითხვის საპასუხოდ შესაძლებელია თუ არა უკრაინისთვის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდება. ამავდროულად საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ნებისმიერმა გადადგმულმა ნაბიჯმა ესკალაცია არ უნდა გამოიწვიოს“. მანამდე, საფრანგეთის პრეზიდენტი უკრაინისთვის საბრძოლო ტანკების (Leclerc) მიწოდებას არ გამორიცხავდა.  

ვოლოდიმირ ზელენსკი მაკრონთან და შოლცთან შესახვედრად პარიზში ჩავიდა

ფრანგული ტელეარხის, BFM TV-ის ცნობით, ბრიტანეთში ერთი დღის გატარების შემდეგ, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 8 თებერვალს, პარიზში ჩავიდა. ზელენსკი საფრანგეთის დედაქალაქში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შეხვდება. 9 თებერვალს ზელენსკი ბრიუსელსაც ეწვევა. ეს ზელენსკის მესამე საგარეო ვიზიტია 2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ. მანამდე, 8 თებერვალს ზელენსკი მოულოდნელი ვიზიტით ეწვია ლონდონს, სადაც შეხვდა პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკს, ასევე მეფე ჩარლზ III-ს. ბრიტანეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ზელენსკი თვითმფრინავების გადაცემის მოწოდებით გამოვიდა. შეგახსენებთ, უფრო ადრე, 2022 წლის დეკემბერში, ზელენსკი აშშ-ის სტუმრობდა.  

ოლაფ შოლცი: პირადად დავარწმუნე ზელენსკი, რომ ჩვენ ვიდგებით უკრაინის გვერდით, სანამ საჭირო იქნება

გერმანიის კანცლერის შეფასებით, უკრაინა რუსეთის სასტიკი აგრესიის წინააღმდეგ გმირულად იბრძვის - გამბედაობით, სიმამაცით და შეუპოვრობით. გერმანიის კანცლერმა ამის შესახებ პარიზში განაცხადა, როდესაც პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ერთად შეხვდა ვოლოდიმირ ზელენსკის. „მე პირადად დავარწმუნე ზელენსკი, რომ ჩვენ დავდგებით უკრაინის გვერდით, სანამ საჭირო იქნება“, - აღნიშნა ოლაფ შოლცმა.  

საფრანგეთი უკრაინას მშვიდობის მიღწევაში დაეხმარება - მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია საფრანგეთის დახმარების იმედი ჰქონდეს სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად. მაკრონმა ამის შესახებ პარიზში უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „უკრაინას შეუძლია, ჩვენი იმედი ჰქონდეს მშვიდობის მშენებლობაში. გეგმა, რომელიც თქვენ შემოგვთავაზეთ, არის არსებითი საფუძველი ამ გზაზე დისკუსიებისთვის, რომლებმაც უნდა მიგვიყვანოს საერთაშორისო სამშვიდობო კონფერენციისკენ", - განაცხადა მაკრონმა. მისივე თქმით, მომავალმა მშვიდობამ უნდა მოუტანოს სამართლიანობა უკრაინასა და მის ხალხს და შესაძლებელი გახადოს „ყველასთვის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ზონის შექმნა“. მაკრონის თქმით, უკრაინას შეუძლია, ომში გასამარჯვებლად საფრანგეთის იმედი ჰქონდეს.  

ზელენსკი: რაც უფრო მალე მიიღებს უკრაინა თანამედროვე მოიერიშე თვითმფრინავებს, მით უფრო მალე დაბრუნდება მშვიდობა ევროპაში

რაც უფრო მალე მიიღებს უკრაინა უფრო დიდი მოქმედების იარაღს და თანამედროვე მოიერიშე თვითმფრინავებს, მით უფრო მალე დასრულდება რუსული აგრესია და მშვიდობა დაბრუნდება ევროპაში. ჩვენ დავუბრუნებთ მტკიცე მშვიდობას ევროპას“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ევროპაში ეფექტიანი კონტინენტური ალიანსი არის ის, რაც ყველა ევროპელს სჭირდება. „რუსეთის აგრესიის რაც შეიძლება მალე დასრულება ყველაზე რაციონალურია", - განაცხადა ზელენსკიმ.  

ემანუელ მაკრონი ჩინეთს აპრილის დასაწყისში ეწვევა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ამბობს, რომ ის ჩინეთს აპრილის დასაწყისში ეწვევა. საფრანგეთის ლიდერმა განაცხადა, რომ ჩინეთის ჩართულობა სამშვიდობო მცდელობებში კარგია, თუმცა პეკინს მოუწოდა, არანაირი იარაღი არ მიაწოდოს რუსეთს. მაკრონმა ასევე სთხოვა პეკინს, „ზეწოლა მოეხდინა რუსეთზე, რათა ის არასოდეს გამოიყენოს ქიმიური ან ბირთვული იარაღი და შეაჩეროს ეს აგრესია მოლაპარაკებების დაწყებამდე“. ცნობისთვის, 24 თებერვალს ჩინეთმა უკრაინაში ომის დასრულების საკუთარი 12-პუნქტიანი გეგმა წარმოადგინა. ჩინეთის მიერ წარდგენილ დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ბირთვული იარაღი არ უნდა იყოს გამოყენებული" და ბირთვული ომები არ უნდა მოხდეს. უფრო კონკრეტულად, ეს გეგმა მოიცავს ცივი ომის მენტალიტეტზე უარის თქმას, საომარი მოქმედებების შეწყვეტას, სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებას, პოსტკონფლიქტური რეკონსტრუქციის ხელშეწყობას, ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას, ჰუმანიტარული კრიზისის მოგვარებას, მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო ტყვეების დაცვას, ატომური ელექტროსადგურების დაცვას, სტრატეგიული რისკების შემცირებას, მარცვლეულის ექსპორტის ხელშეწყობას, ცალმხრივი სანქციების შეჩერებას, სამრეწველო და მიწოდების ჯაჭვების სტაბილურობის შენარჩუნებას. გეგმაში არ არის ნახსენები უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გაყვანა, როგორც ომის დასრულების გზა.  

უცხოური მედია: ემანუელ მაკრონი და ურსულა ფონ დერ ლაიენი 5 აპრილს პეკინში გაემგზავრებიან

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ევროკომისიის ხელმძღვანელთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად, 5 აპრილს პეკინში გაემგზავრება. „მთავარი არის ის, რომ ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ჩინეთთან, მაგრამ ყველაფერი შეიძლება, მკვეთრად შეიცვალოს, თუ ჩინეთი გადალახავს ზღვარს და გადაწყვეტს, რუსეთს სამხედრო დახმარება გაუწიოს“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა. ცნობისთვის, დღეს ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი იმყოფებოდა პეკინში. სანჩესი ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს შეხვდა. ლიდერების საუბრის დეტალები ამ დრომდე მედიისთვის უცნობია.  

რაზე შეთანხმდნენ ბაიდენი და მაკრონი საფრანგეთის პრეზიდენტის ჩინეთში ვიზიტამდე

ჩინეთში მაკრონის ვიზიტის წინ, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და მისი ამერიკელი კოლეგა ჯო ბაიდენი სატელეფონო საუბრისას შეთანხმდნენ, რომ ჩინეთი აქტიურად უნდა ჩაერთოს, რათა რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაასრულოს. ელისეის სასახლის ცნობით, „ორმა ლიდერმა აღნიშნა მათი ერთობლივი მზადყოფნა, რათა დააჩქაროს უკრაინაში ომის დასრულება და მონაწილეობა მიიღონ მდგრადი მშვიდობის დამყარებაში რეგიონში“, - ნათქვამია მაკრონის ოფისის განცხადებაში. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ოთხშაბათს სახელმწიფო ვიზიტით ჩინეთჩი ჩავიდა. ფრანგული მედია წერს, რომ მაკრონი შეეცდება, დაარწმუნოს ჩინეთის ხელისუფლება, უარი თქვას რუსეთის უკრაინაში შეჭრის მხარდაჭერაზე. ამასთან, დაამყაროს უფრო მჭიდრო კავშირი მის მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორებთან. მოსალოდნელია, რომ სი ძინ პინთან მოლაპარაკების დროს, ემანუელ მაკრონი შეეცდება უკრაინის პოზიციების დაცვას.    

ემანუელ მაკრონი და ურსულა ფონ დერ ლაიენი ჩინეთში ჩავიდნენ

მედიის ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში პეკინში ჩავიდა. მასთან ერთად ჩინეთს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენიც სტუმრობს. გავრცელებული ინფორმაციით, სი ძინპინთან მოლაპარაკების დროს, ემანუელ მაკრონი შეეცდება უკრაინის პოზიციების დაცვას და შესთავაზებს ჩინეთის ლიდერს „სხვაგვარ მიდგომას“, განსხვავებულს იმ პირდაპირი კონფრონტაციული ტონისგან, რომელიც ხშირად ისმის ვაშინგტონიდან. ვიზიტამდე საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურმა პირმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჩინეთი ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია დაუყოვნებელი და რადიკალური გავლენა მოახდინოს კონფლიქტზე ერთი ან მეორე მიმართულებით. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

რუსეთისთვის იარაღის მიწოდება ჩინეთის ინტერესებში არ შედის - მაკრონი

ყოველი ქვეყანა, რომელიც დახმარებას უწევს რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში, ხდება აგრესიის თანამონაწილე და საერთაშორისო სამართლის დამრღვევი. ეს არ შედის ჩინეთის ინტერესებში. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პეკინში საფრანგეთის საელჩოში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „კონფლიქტის დაწყებიდან ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დავხმარებოდით მსხვერპლს და ასევე ნათლად განვაცხადეთ, რომ ნებისმიერი, ვინც აგრესორს (რუსეთს - რედ.) დაეხმარება, საერთაშორისო სამართლის დარღვევის თანამონაწილე იქნება“, - განაცხადა მაკრონმა. მანვე აღნიშნა, რომ ჩინეთის ინტერესებში არ არის რუსეთისთვის იარაღის მიწოდება უკრაინის წინააღმდეგ ომში. „ჩინეთის ინტერესი არ არის ხანგრძლივი ომი", - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა. NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ჩინეთის მიერ იარაღის ნებისმიერი მიწოდება რუსეთის მხარდასაჭერად, დიდი შეცდომა იქნება, რამაც შეიძლება, გლობალური სტაბილურობა და უსაფრთხოება შეაფერხოს.    

ემანუელ მაკრონი ჩინეთის პრეზიდენტს: ვიცი, შემიძლია, თქვენი იმედი მქონდეს, რომ რუსეთს გონივრულობისკენ დააბრუნებთ

„ვიცი, შემიძლია თქვენი იმედი მქონდეს, რომ რუსეთს გონივრულობისკენ დააბრუნებთ“, - განუცხადა დღეს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ჩინელ კოლეგას, სი ძინპინს პეკინში გამართულ შეხვედრაზე. მაკრონის თქმით, რუსეთის აგრესიამ უკრაინაში, დარტყმა მიაყენა სტაბილურობას. ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ პეკინს შეუძლია, დიდი როლი ითამაშოს კონფლიქტში მშვიდობისკენ მიმავალი გზის გამონახვაში. საფრანგეთის პრეზიდენტი ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად ჩინეთში გუშინ ჩავიდა. „ვიცი, შემიძლია თქვენი იმედი მქონდეს, რომ რუსეთს გონივრულობისკენ დააბრუნებთ და ყველა მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდება“, - აღნიშნა საფრანგეთის ლიდერმა.  

23 წლის განმავლობაში პირველად, საფრანგეთის პრეზიდენტი გერმანიას ეწვევა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის მიწვევით, თავისი პირველი სახელმწიფო ვიზიტით, გერმანიაში ჩავა. მაკრონის ვიზიტი 2-დან 4 ივლისამდე შედგება.  შტაინმაიერის ოფისის  მიერ გავრცელებულ ცნობაში ნათქვამია, რომ ეს იქნება საფრანგეთის პრეზიდენტის პირველი სახელმწიფო ვიზიტი 23 წლის განმავლობაში. „ეს განსაკუთრებული მოვლენა ორი ქვეყნის ათწლეულების მეგობრობის ახალი თავის დასაწყისს ნიშნავს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

მაკრონი ამბობს, რომ მოიერიშე თვითმფრინავებისთვის უკრაინელი პილოტების მოსამზადებლად, „კარი ღიაა“

საფრანგეთმა „კარი გაუღო“ უკრაინელი მფრინავების გადამზადებას მოიერიშე თვითმფრინავებისთვის, განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 15 მაისს ინტერვიუში, რომელსაც Le Monde-ს ციტირებს. ტრენინგი „შეიძლება, დაიწყოს ახლა", - განუცხადა მაკრონმა TF1 მაუწყებელს და აღნიშნა, რომ ის შეიძლება, „რამდენიმე სხვა ევროპულ ქვეყანასთან ერთდ ჩატარდეს.  „ვფიქრობ, ამერიკელებთან დისკუსიები მიმდინარეობს“, - აღნიშნა მაკრონმა სხვა დეტალების დაზუსტების გარეშე. შეგახსენებთ, 15 მაისს, ზელენსკის ვიზიტისას გამოცხადდა, რა დახმარებას გადასცემს საფრანგეთი უკრაინას. საფრანგეთი უკრაინას ათობით ჯავშანტექნიკას და მსუბუქ ტანკს, მათ შორის AMX-10RC-ს გადასცემს. საფრანგეთი გაწვრთნის რამდენიმე ბატალიონს ათობით ჯავშანტექნიკით და მსუბუქი ტანკით, მათ შორის AMX-10RC-ით. სამხედრო დახმარების გარდა, საფრანგეთი უკრაინას სამოქალაქო დახმარებასაც უწევს, მათ შორის ფინანსურ, ჰუმანიტარულ და გადაუდებელ მხარდაჭერას. ასევე აღსანიშნავია, რომ ზელენსკიმ „მოიერიშე თვითმფრინავების კოალიციის“ შექმნის საკითხზე, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, დიდი ბრიტანეთიდან დააანონსა. უკრაინის პრეზიდენტი იტალიაში, გერმანისა და საფრანგეთში ვიზიტის შემდეგ, 15 მაისს ჩავიდა ლონდონში. „ამჟამად ვმუშაობთ მოიერიშე თვითმფრინავების კოალიციის შექმნაზე და ჩემი ვიზიტები ევროპის დედაქალაქებში ნაწილობრივ ამისკენ არის მიმართული. ვფიქრობ, წარმატებას მივაღწევთ“, - განაცხადა ზელენსკიმ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.  

ზელენსკის ყოფნა ჰიროსიმაში დიდი შვიდეულის სამიტზე შესაძლოა, გარდამტეხი მომენტი იყოს - მაკრონი

ზელენსკის ყოფნა ჰიროსიმაში დიდი შვიდეულის სამიტზე შესაძლოა, გარდამტეხი მომენტი იყოს. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრისას განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკი ინდოეთის პრემიერ-მინისტრს, ნარენდრა მოდის შეხვდა "ვოლოდიმირ ზელენსკის ჩასვლა დიდი შვიდეულის ლიდერებთან შესახვედრად არის „უნიკალური შესაძლებლობა, გადასცეს თავისი გზავნილები და გაუზიაროს თავისი მოსაზრებები. მჯერა, რომ ეს შეიძლება, იყოს გარდამტეხი მომენტი“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. რუსეთის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთი ითხოვდა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არ გამხდარიყო. დასავლეთის შეფასებით, პუტინი უკრაინაში იმ მიზნით შეიჭრა, რომ ევროპაში ნაკლები NATO ყოფილიყო, თუმცა საპირისპირო მიიღო - 2023 წლის 4 აპრილს, ფინეთი ალიანსის წევრი გახდა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის.  

მაკრონი კახოვკის კაშხლის აფეთქებაზე: საფრანგეთი გმობს ამ სასტიკ აქტს - საფრანგეთი უკრაინას უახლოეს საათებში დახმარებას გაუგზავნის

უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ემანუელ მაკრონმა სატელეფონო საუბარი გამართეს და კახოვკის ჰესის კაშხლის ნგრევის შედეგები განიხილეს. მაკრონმა Twitter-ზე დაწერა, რომ საფრანგეთი უკრაინას რამდენიმე საათში დახმარებას გაუწევს. "პრეზიდენტ ზელენსკისთან გამოვხატე ჩემი სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ კახოვკის კაშხალზე თავდასხმის შემდეგ. საფრანგეთი გმობს ამ სასტიკ აქტს, რომელიც საფრთხეს უქმნის მოსახლეობას. უახლოეს საათებში ჩვენ გავაგზავნით დახმარებას გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად", - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.  „განვიხილეთ საერთაშორისო მექანიზმების გამოყენების შესაძლებლობა მისი [კახოვკის კაშხლის აფეთქების] მიზეზების გამოსაძიებლად. შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას, კერძოდ, ჩვენი ცის დასაცავად. ველოდებით უკრაინელი მფრინავების მომზადების სწრაფად დაწყებას. განვიხილეთ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების ფორმატები, მოლოდინები NATO-ს ვილნიუსის სამიტიდან და მზადება გლობალური სამშვიდობო სამიტისთვის“, - განაცხადა თავის მხრივ ზელენსკიმ. 

მხდალმა ადამიანმა თავდასხმა განახორციელა ანსის პარკში, ბავშვები და მოზარდები სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე არიან - მაკრონი

საფრანგეთის ქალაქ ანსის ერთ-ერთ პარკში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი გამოეხმაურა. „აბსოლუტურად მხდალმა ადამიანმა თავდასხმა განახორციელა ანსის პარკში. ბავშვები და მოზარდები სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე არიან. მთელი ერი შოკირებულია. ჩვენი ფიქრები მათთანაა, ისევე როგორც მათი ოჯახები და ის ადამიანები, ვინც ადგილზე პირველი მივიდა“,- წერს მაკრონი სოციალურ ქსელში. საფრანგეთში, პარკში თავდასხმისას რამდენიმე ბავშვი დაჭრეს  

საფრანგეთმა უკრაინისთვის იარაღის, საბრძოლო მასალისა და ჯავშანტექნიკის მიწოდება გააძლიერა - მაკრონი

საფრანგეთმა უკრაინისთვის იარაღის, საბრძოლო მასალისა და ჯავშანტექნიკის მიწოდება გააძლიერა - უკრაინის კონტრშეტევა რამდენიმე დღის წინ დაიწყო, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პარიზში „ვაიმარის სამკუთხედის“ შეხვედრის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე. „ეს შეტევა რამდენიმე კვირა, რამდენიმე თვეც კი შეიძლება, გაგრძელდეს. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ დავხმარებოდით მას ლიმიტების ფარგლებში, რომელიც დავუწესეთ ჩვენს თავს კონფლიქტის დასაწყისიდან“, - განაცხადა მაკრონმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 ივნისს განაცხადა, რომ „უკრაინის ძალების მხრიდან გარკვეული კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები მიმდინარეობს“. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ 11 ივნისს დაადასტურა, რომ ორი დასახლება - ბლაჰოდატნე და მაკარივკა დეოკუპირებულია.  

მაკრონის თქმით, SAMP/T-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემა უკრაინაშია

ფრანგულ-იტალიური საშუალო მანძილზე მოქმედი SAMP/T ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემა უკრაინაშია. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ სისტემა ექსპლუატაციაშია და იცავს ძირითად ობიექტებს და სიცოცხლეს. SAMP/T Mamba არის ევროპაში შემუშავებული პირველი საშუალო რადიუსის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა. ის უკვე განლაგებულია რუმინეთში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი შავი ზღვის პორტის კონსტანცის დასაცავად. SAMP/T-ს შეუძლია, გაანადგუროს თვითმფრინავი 3 კმ-დან 100 კმ-მდე მანძილზე და ბალისტიკური რაკეტები 3 კმ-დან 25 კმ-მდე და მსგავს სიმაღლეზე.  

საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო, ემანუელ მაკრონმა გერმანიაში ვიზიტი გადადო

საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო, პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გერმანიაში ვიზიტი გადადო. The Guardian-ის ცნობით, მაკრონი გერმანიაში გამგზავრებასა და ქვეყნის კანცლერ ოლაფ შოლცთან შეხვედრას კვირას გეგმავდა. პრეზიდენტის სპიკერის თქმით, ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის გაემგზავრება მაკრონი გერმანიაში. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში საფრანგეთში გამართული დემონსტრაციების დროს პოლიციამ 1 300 აქტივისტი დააკავა, საერთო ჯამში კი, აქციების დროს დაკავებულთა რიცხვმა 2 000-ს გადააჭარბა. დაპირისპირების დროს 200-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა. ამ დროისათვის, საფრანგეთის ქალაქებში უსაფრთხოებას 45 000-ზე მეტი პოლიციელი იცავს. საფრანგეთის ქალაქებში საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციელმა 17 წლის მოზარდი მოკლა.  

მაკრონი: ნათელია, რომ პუტინმა საკვების იარაღად გამოყენება გადაწყვიტა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერმა, ვლადიმერ პუტინმა „უზარმაზარი შეცდომა" დაუშვა, როდესაც საკვების იარაღად გამოყენება გადაწყვიტა. სამშაბათს ბრიუსელში, ევროკავშირის საბჭოში ჟურნალისტებთან საუბრისას მაკრონმა განაცხადა, რომ რუსეთმა გაეროს შუამავლობით გაფორმებულ მარცვლეულის შეთანხმებაში მონაწილეობით, მრავალი ქვეყნის წინაშე აიღო „უზარმაზარი პასუხისმგებლობა." „ახლო აღმოსავლეთის, აფრიკის, თუნდაც აზიის ქვეყნები ძალიან არიან დამოკიდებულნი ამ შეთანხმებებზე, რაზეც გავლენას მოახდენს რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილება,“ - განაცხადა მაკრონმა. საფრანგეთმა მარცვლეულის შეთანხმებიდან რუსეთის გასვლის გამო, პუტინი შანტაჟში დაადანაშაულა. ორშაბათს გავრცელებულ განცხადებაში საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთს შავ ზღვაში გემების დაბლოკვაზე „ერთადერთი პასუხისმგებელი" უწოდა. ევროკომისიის მონაცემებით, უკრაინას ხორბლის მსოფლიო ბაზრის 10%, სიმინდის ბაზრის 15% და ქერის ბაზრის 13% უკავია. ცნობისთვის, ერდოღანის მიერ დაანონსებული შესაძლოა „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია, რის შემდეგაც ერდოღანანმა განაცხადა, რომ რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები „მარცვლეულის შეთანხმებაზე“ მოლაპარაკებებს გამართავენ.  

შავი ზღვის უსაფრთხოება ზელენსკისა და მაკრონის მიერ განხილულ საკითხებს შორის იყო

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საფრანგეთის ლიდერ ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბრისას, უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისა და შავ ზღვაში უსაფრთხოების საკითხები განიხილა. ამის შესახებ ზელენსკიმ Telegram-ზე დაწერა. „დეტალურად განვიხილეთ ბრძოლის ველზე არსებული ვითარება, თითოეული მიმართულება. განვიხილეთ შავ ზღვაში უსაფრთხოების საკითხი, ჩვენი „მარცვლეულის დერეფანი", რომელიც უნდა გაგრძელდეს. ჩვენ შევთანხმდით, რომ გავაძლიეროთ თანამშრომლობა საზღვაო მარშრუტების დაცვის მიმართულებით," - დაწერა ზელენსკიმ. ფრანგულ მხარეს ინფორმაცია არ გაუვრცელებია. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, „შავი ზღვის“ მარცვლეულის დერეფანი კიდევ ორმა გემმა წარმატებით გაიარა. „უკრაინა აღადგენს შავ ზღვაში ნაოსნობის ნამდვილ თავისუფლებას. თავისუფლება მოითხოვს გადამწყვეტად მოქმედებას. მადლობას ვუხდი ჩვენი პორტის ყველა თანამშრომელს და ყველას, ვინც უზრუნველყოფს დერეფნის უსაფრთხო ფუნქციონირებას. ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს მოკავშირეებს, მხარი დაუჭირონ ჩვენს ძალისხმევას მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებით. ჩვენ ერთად შეგვიძლია, დავიცვათ ნაოსნობის თავისუფლება შავ ზღვაში და მის ფარგლებს გარეთ,“- წერდა ზელენსკი 2 სექტემბერს. შეგახსენებთ, დროებითი დერეფნის ამოქმედების შემდეგ, ოდესის პორტი პირველმა გემმა 16 აგვისტოს დატოვა. ცნობისთვის, შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გაფორმდა. თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა მიმდინარე წლის 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია. უკრაინამ 10 აგვისტოს გამოაცხადა, რომ შავ ზღვაში სამოქალაქო გემებისთვის „დროებითი დერეფანი“ შექმნა. თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, იასარ გულერმა 13 აგვისტოს განაცხადა, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენას ცდილობს. გულერი დარწმუნებულია, რომ თურქეთს „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენა შეუძლია. ასევე წაიკითხეთ: რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის დროებითი დერეფნის ამოქმედების შემდეგ, ოდესის პორტი პირველმა გემმა 16 აგვისტოს დატოვა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ 17 აგვისტოს განაცხადა, რომ ოდესის პორტიდან გასულმა პირველმა სამოქალაქო გემმა ახალი ჰუმანიტარული დერეფანი გაიარა. მედია: თურქეთი უკრაინული მარცვლეულით დატვირთულ გემებს სრუტეების შეუფერხებლად გავლის გარანტიას მისცემს დროებითი დერეფანი გამოიყენება იმ გემებისთვის, რომლებიც უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის მომენტისთვის უკრაინულ პორტებში „ჩერნომორსკი“, „ოდესა“ და „იუჟნი“ იმყოფებოდნენ. დროებითი მარშრუტები, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციასთან (IMO) შეთანხმებით ამოქმედდა. კონტეინერმზიდი „იოზეფ შულტე“ სტამბოლის პორტში შევიდა. ამას ადასტურებს MarineTraffic-ის იმ სამსახურის მონაცემებიდან, რომელიც გემების მოძრაობას აკონტროლებს. ხომალდის ბორტზე 30 ათას ტონაზე მეტი ტვირთია, სურსათის ჩათვლით. ჰონგ-კონგის დროშით მცურავი „იოზეფ შულტე“ ოდესის პორტში წელიწად-ნახევრის განმავლობაში - 2022 წლის 23 თებერვლიდან იდგა.

სალომე ზურაბიშვილი პარიზში ემანუელ მაკრონს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს შეხვდა. სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ფრანგ კოლეგასთან საუბარი ჰქონდა საქართველოს „ევროპულ კანდიდატურაზე“. სალომე ზურაბიშვილისა და ემანუელ მაკრონის განცხადების ვიდეომასალა პრეზიდენტის სოციალურ ქსელში გავრცელდა. „მოგესალმებით პარიზიდან. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტთან მქონდა ძალიან სასარგებლო საუბარი ჩვენს ევროპულ კანდიდატურაზე,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი. ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს.  საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება. პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. იმავე დღეს სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე გამართა.  

მაკრონის თქმით, პარიზის ოლიმპიადაზე რუსეთის დროშის ადგილი არ არის

2024 წლის პარიზის თამაშებზე რუსი სპორტსმენების შესაძლო ყოფნის შესახებ კითხის საპასუხოდ, საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არ შეიძლება, რომ რუსეთის დროშა აღიმართოს ოლიმპიადაზე „იმ დროს, როცა რუსეთი სჩადის სამხედრო დანაშაულებს.“ ოთხშაბათს საღამოს გამოქვეყნებულ სპორტულ გაზეთ L'Equipe-თან ინტერვიუში მაკრონმა აღნიშნა რომ მას სჯერა, ამ საკითხზე კონენსუსი არსებობს. ამასთან, განმარტა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება რუსი და ბელორუსი სპორტსმენების ინდივიდუალურ შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღებაზე, დამოკიდებული იქნება საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტსა (IOC) და მის ხელმძღვანელ თომას ბახზე. მან სპორტულ გაზეთ L'Equipe-თან ინტერვიუში დაამატა: „მე სრული ნდობა მაქვს თომას ბახის (IOC პრეზიდენტი)." თუმცა, მაკრონი იმასაც განიხილავს, როგორ განასხვავონ ის რუსი სპორტსმენები, რომლებიც ომის მომხრეები არიან და ისინი, ვინც რეჟიმის მსხვერპლნი არიან. „ეს არის რეალური კითხვა,“ - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა. მისი თქმით, IOC-მ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც სამართლიანი და გასაგები იქნება უკრაინელებისთვის.   „ეს არის დამაბალანსებელი აქტი, რომლის მიღებაც მიგვიწევს,“ - აღნიშნა მაკრონმა. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუს სპორტსმენებს აზიის თამაშებში გამოსვლა აუკრძალა რუსეთისა და ბელორუსის სპორტსმენებს სანქციები დაემუქრათ მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში 2022 წლის თებერვალში შეიჭრა.  

მაკრონი ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ: მჯერა, რომ ქართველი ხალხის მომავალი ევროპულია, განვაგრძობ პრეზიდენტის მხარდაჭერას ამ გზაზე

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ აუდიენციისას საქართველოსა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე ისაუბრა. „დიდი მადლობა ქალბატონო პრეზიდენტო. დღეს პარიზში, როგორც ყოველთვის, ძალიან სასიამოვნო საუბარი მქონდა ქალბატონ პრეზიდენტთან. ბედნიერი ვარ, რომ მას ვუმასპინძლე, რათა გვესაუბრა საქართველოზე, ევროკავშირის კანდიდატურაზე, ქვეყნისა და რეგიონის მომავალზე. ასევე მინდა ჩემი მხარდაჭერა გამოვხატო მამაცური ბრძოლისთვის დემოკრატიის, კანონის უზენაესობის დასაცავად და ასევე ევროპული გზისთვის, რაც მჯერა, რომ ქართველი ხალხის მომავალია. ყველას დიდ წარმატებას გისურვებთ. მე განვაგრძობ ქალბატონი პრეზიდენტის მხარდაჭერას ამ გზაზე მომდევნო დღეების, თვეებისა და წლების განმავლობაში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვის და ჩვენთვის,“ - განაცხადა ემანუელ მაკრონმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით. პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი. ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს.  საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება. პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. იმავე დღეს სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე გამართა.

ემანუელ მაკრონი: „დიდი ოცეულის" სამიტის დეკლარაცია რუსეთისთვის გამარჯვება არ არის

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ „დიდი ოცეულის" სამიტის დეკლარაცია რუსეთისთვის დიპლომატიური გამარჯვება არ არის. „დიდი ოცეულის" ეს სამიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთის იზოლაციას. "დიდი ოცეულის" წევრების აბსოლუტური უმრავლესობა გმობს უკრაინის ომს და მის გავლენას,“ - განაცხადა მაკრონმა სამიტის დახურვის ცერემონიის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. შეგახსენებთ, 9 სექტემბერს, „დიდი ოცეულის" ქვეყნებმა ერთობლივი დეკლარაცია შეათანხმეს. დეკლარაციის ტექსტში არ არის საუბარი უკრაინის წინააღმდეგ ომთან დაკავშირებით რუსეთის ქმედებების დაგმობაზე, ამის ნაცვლად აღნიშნულია, რომ ომმა ადამიანების უზარმაზარი ტანჯვა გამოიწვია. ტექსტის შინაარსმა კიევის უკმაყოფილება გამოიწვია. „დიდი ოცეულის“ ჯგუფმა ერთობლივი დეკლარაცია შეათანხმა, კიევი ტექსტის შინაარსით უკმაყოფილოა  

მედიის ცნობით, მაკრონი ისრაელს ეწვევა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ისრაელს უახლოეს დღეებში ეწვევა, იუწყება ებრაულენოვანი მედია. საფრანგეთის საელჩო არ ადასტურებს ინფორმაციას, მაგრამ ამბობს, რომ მაკრონს სურს ისრაელში შესაბამის დროს და კონკრეტული ნაბიჯების ხელშესაწყოფად. ალბანეთში ვიზიტისას მაკრონმა განაცხადა, რომ „ჰამასის“ მიერ დატყვევებული ადამიანების გასათავისუფლებლად ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ისრაელში დღეს გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს ელოდებიან.    

ემანუელ მაკრონი ისრაელს ეწვია

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი თელ-ავივში ჩავიდა, რათა ისრაელის მიმართ თავისი ქვეყნის სრული სოლიდარობა გამოხატოს. ფრანგული მედიის ცნობით, ვიზიტის დროს საფრანგეთის პრეზიდენტი ყურადღებას გაამახვილებს ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის აუცილებლობაზე იმ ფონზე, როდესაც ისრაელი ანკლავს ინტენსიურად ბომბავს და სახმელეთო შეჭრისთვის ემზადება. ცნობისათვის, ემანუელ მაკრონი ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება.  

მაკრონი “ჰამასის“ დასამარცხებლად საერთაშორისო კოალიციის გაფართოების ინიციატივით გამოდის

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ შესაძლებელია, საერთაშორისო კოალიცია, რომელიც “ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ერაყსა და სირიაში იბრძვის, “ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით გაფართოვდეს. იერუსალიმში ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ მაკრონმა ტერორიზმს საფრანგეთისა და ისრაელისთვის საერთო მტერი უწოდა. ისრაელში ვიზიტით მყოფი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ საერთაშორისო კოალიციას, რომელიც 2014 წლიდან ებრძვის “ისლამურ სახელმწიფოს“, ასევე შეუძლია “ჰამასის“ წინააღმდეგ  „ბრძოლა.“ „მე გთავაზობთ, რომ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ მებრძოლმა კოალიციურმა ძალებმა, „ჰამასის“ წინააღმდეგაც იბძოლოს. საფრანგეთი, რომელიც მონაწილეობს სამხედრო ოპერაციებში ერაყსა და სირიაში, მზადაა „ჰამასის“ წინააღმდეგაც იბრძოლონ,“ ამბობს მაკრონი.  

თოყაევი: ყაზახეთი შუა დერეფნის განვითარებისთვის დამატებით ძალისხმევას მიმართავს

ყაზახეთი დამატებით ძალისხმევას ახორციელებს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR, ანუ შუა დერეფნის) განვითარებისთვის. ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ ჟომართ თოყაევმა ასტანაში, ყაზახურ-ფრანგული ბიზნეს ფორუმის გახსნაზე განაცხადა. „ეს არის არამხოლოდ უმოკლესი, არამედ, ყველაზე სიცოცხლისუნარიანი მარშრუტი, რომელიც ევროპასა და აზიას შორის მიწოდების ჯაჭვის საიმედოობას უზრუნველყოფს,” - განაცხადა თოყაევმა. ყაზახეთის პრეზიდენტის თქმით, მიწოდების მოცულობის ზრდის გათვალისწინებით, ყაზახეთი ინფრასტრუქტურის მოდერნიზებაზე, პარტნიორებთან აქტიურად მუშაობს, რათა მიაღწიოს ტვირთის წლიურ მოცულობას - 10 მილიონ ტონამდე. „ახლა მნიშვნელოვანია ამ ძალისხმევის დაკავშირება ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან და ევროკავშირის გლობალური კარიბჭის ინიციატივასთან,“ - აღნიშნა თოყაევმა. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევა: საჭიროა არსებული სარკინიგზო ხაზების მოდერნიზაცია, დამატებითი სარკინიგზო, საგზაო კავშირების უზრუნველყოფა, პორტების სიმძლავრის გაფართოება TEN-T მოიცავს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, მაგრამ ასევე ვრცელდება დასავლეთ ბალკანეთში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა (მათ შორის კავკასიაში) და თურქეთში. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. ხსენებული ინვესტიციები საჭიროა სარკინიგზო და საგზაო ქსელების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციისთვის, მოძრავი შემადგენლობის გაფართოების, პორტის სიმძლავრის გაზრდისთვის, 6 სასაზღვრო გამშვები პუნქტის გაუმჯობესებისათვის ცენტრალური აზრიის ხუთივე ქვეყანაში. აღნიშნული კვლევის მიზანი იყო: ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო ქსელის იდენტიფიცირება, რომელიც ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი) ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) აკავშირებს. ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს - ექსკლუზივი

მაკრონი ყაზახეთშია: საფრანგეთი აფასებს იმ გზას, რომელსაც თქვენ მიჰყვებით

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ყაზახეთში ჩავიდა. პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევთან შეხვედრაზე, მაკრონმა ყაზახეთი უკრაინის საკითხში მოსკოვის მხარეს დადგომაზე უარის თქმისთვის შეაქო და განაცხადა, რომ ორმა ქვეყანამ ხელი მოაწერა საქმიან გარიგებებს, მათ შორის, პარტნიორობის შესახებ განზრახვას იშვიათ მიწათა და იშვიათი ლითონების საკმაოდ მოთხოვნად სფეროში.  „საფრანგეთი აფასებს იმ გზას, რომელსაც თქვენ მიჰყვებით თქვენი ქვეყნისთვის, უარს ამბობთ, რომელიმე ძალის ვასალობაზე და ცდილობთ, დაამყაროთ მრავალრიცხოვანი და დაბალანსებული ურთიერთობები სხვადასხვა ქვეყანასთან,“  - განუცხადა მაკრონმა თოყაევს. Reuters- წერს, რომ რუსეთმა ცენტრალური აზიის ქვეყნებში დასავლეთის მზარდი დიპლომატიური აქტივობის გამო, შეშფოთება გამოთქვა. „ყაზახეთმა და უზბეკეთმა, სადაც მაკრონი მოგზაურობს, რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიის აღიარებაზე უარი განაცხადეს და პირობა დადეს, რომ დაემორჩილებიან დასავლეთის სანქციებს მოსკოვის წინააღმდეგ, ხოლო რუსეთს და დასავლეთის ქვეყნებს, როგორიცაა საფრანგეთი, თავიანთ სტრატეგიულ პარტნიორებს უწოდებენ,“ - წერს Reuters-ი. „ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს მეგობრებს, ჩვენ აქ ვართ, როცა მათ ვჭირდებით და პატივს ვცემთ მათ დამოუკიდებლობას. იმ სამყაროში, სადაც დიდ ძალებს სურთ, გახდნენ ჰეგემონები და სადაც რეგიონული ძალები არაპროგნოზირებადები ხდებიან, კარგია, გყავდეს მეგობრები, რომლებიც იზიარებენ ამ ფილოსოფიას,“ - განაცხადა მაკრონმა. მაკრონის ვიზიტის შესახებ კითხვას, კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა უპასუხა და განაცხადა, რომ რუსეთი ყაზახეთთან ურთიერთობას „ძალიან აფასებს.“ „ჩვენი მხრივ, ჩვენ გვაქვს ისტორიული კავშირები, სტრატეგიული პარტნიორობის კავშირები ყაზახეთთან, ისინი ჩვენი მოკავშირეები არიან და ჩვენი ინტერესები გაერთიანებულია მრავალ საერთაშორისო ორგანიზაციაში,“ - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს. ყაზახეთის პრეზიდენტმა საფრანგეთის პრეზიდენტს დახვედრისას განაცხადა: „გმადლობთ, რომ მიიღეთ ჩემი მოწვევა და ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთში ჩამოხვედით. ყაზახეთსა და საფრანგეთს შორის თანამშრომლობა კარგად ვითარდება. თუმცა, აუცილებელია ორმხრივ ურთიერთობებს ახალი ბიძგის მიცემა. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ თქვენი ვიზიტი ისტორიული და ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი მოლაპარაკებები პროდუქტიული იქნება.“ ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ თოყაევი ბერლინს ეწვია. ოქტომბერში კი, ცენტრალური აზიის ქვეყნების ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, გააგრძელონ თანამშრომლობა სანქციების გვერდის ავლის მიმართულებით რუსეთის მცდელობებთან საბრძოლველად.  

მაკრონი: საფრანგეთი მზადაა, შუა დერეფნის განვითარებაში თავისი წვლილი შეიტანოს

საფრანგეთი მზადაა, თავისი წვლილი შეიტანოს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR, შუა დერეფანი) განვითარებაში. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ასტანაში, ყაზახეთ-საფრანგეთის ბიზნეს ფორუმის გახსნაზე, პირველ ნოემბერს განაცხადა. შესაბამის ინფორმაციას აზერბაიჯანული Trend-ი ავრცელებს. „ყაზახეთი არის დამაკავშირებელი ხიდი ევროპასა და აზიას შორის. მნიშვნელოვანია პარტნიორობის განვითარება სატრანსპორტო მარშრუტების მეშვეობით, პირველ რიგში კი, შუა დერეფნის გავლით," - განაცხადა მაკრონმა. თოყაევი: ყაზახეთი შუა დერეფნის განვითარებისთვის დამატებით ძალისხმევას მიმართავს ყაახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ ჟომართ თოყაევმა მაკრონის ვიზიტის დროს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარებაზე ისაუბრა. „ეს არის არამხოლოდ უმოკლესი, არამედ, ყველაზე სიცოცხლისუნარიანი მარშრუტი, რომელიც ევროპასა და აზიას შორის მიწოდების ჯაჭვის საიმედოობას უზრუნველყოფს,” - განაცხადა თოყაევმა. თოყაევი: ყაზახეთი შუა დერეფნის განვითარებისთვის დამატებით ძალისხმევას მიმართავს შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევა: საჭიროა არსებული სარკინიგზო ხაზების მოდერნიზაცია, დამატებითი სარკინიგზო, საგზაო კავშირების უზრუნველყოფა, პორტების სიმძლავრის გაფართოება TEN-T მოიცავს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, მაგრამ ასევე ვრცელდება დასავლეთ ბალკანეთში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა (მათ შორის კავკასიაში) და თურქეთში. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. ხსენებული ინვესტიციები საჭიროა სარკინიგზო და საგზაო ქსელების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციისთვის, მოძრავი შემადგენლობის გაფართოების, პორტის სიმძლავრის გაზრდისთვის, 6 სასაზღვრო გამშვები პუნქტის გაუმჯობესებისათვის ცენტრალური აზრიის ხუთივე ქვეყანაში. აღნიშნული კვლევის მიზანი იყო: ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო ქსელის იდენტიფიცირება, რომელიც ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი) ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) აკავშირებს. ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს - ექსკლუზივი

საფრანგეთი ყაზახეთს „ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერების“ მიზნით, საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემს

საფრანგეთი ყაზახეთს Ground Master 400-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემს. შესაბამის ინფორმაციას France 24 ელისეს სასახლეზე დაყრდნობით ავრცელებს. ფრანგული მხარის განმარტებით, სისტემების ყაზახეთში განთავსება „ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებას“ მოხმარდება. საფრანგეთი მეხუთე უმსხვილესი უცხოელი ინვესტორია ყაზახეთში, რითაც ჩინეთს უსწრებს. საფრანგეთის უპირატესობა ძირითადად, ქაშაგანის ოფშორული ნავთობის საბადოს მასიურ პროექტში ენერგეტიკული გიგანტის, TotalEnergies-ის ჩართულობამ გამოიწვია. გარდა ამისა, ფრანგული ენერგეტიკული გიგანტი EDF ცდილობს ყაზახეთის პირველი ატომური ელექტროსადგურის აშენებას - ეს არის პროექტი, რომლის ბედიც წელს, რეფერენდუმზე გადაწყდება. მაკრონი ყაზახეთში პირველ ნოემბერს იმყოფებოდა. მის დელეგაციაში ასევე შედიოდა ფრანგული ურანის კომპანიის Orano-ს ხელმძღვანელი, რომელიც ყაზახეთში მაღაროს უკვე ფკლობს. საფრანგეთსა და ყაზახეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2022 წელს 5,3 მილიარდ ევროს (5,6 მილიარდი დოლარი) მიაღწია. ყაზახეთი საფრანგეთს საჭირო ურანის დაახლოებით 40 პროცენტს აწვდის. მაკრონი: საფრანგეთი მზადაა, შუა დერეფნის განვითარებაში თავისი წვლილი შეიტანოს ყაზახეთის პრეზიდენტმა მაკრონის ვიზიტს ისტორიული უწოდა.  

პრემიერი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიწვევით, სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში გაემგზავრა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. „ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიო ლიდერებთან ერთად პარიზის მშვიდობის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ირაკლი ღარიბაშვილი ემანუელ მაკრონს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდა.მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილს ელისეს სასახლეში უმასპინძლა. „შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროკომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე - საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაცია მისცეს ევროპულ საბჭოს. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროკომისიის ეს გადაწყვეტილება ისტორიულია. საქართველო დეკემბერში კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია, რაც ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს განსაზღვრავს. ირაკლი ღარიბაშვილმა ემანუელ მაკრონს ამ გზაზე თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა, ხაზი გაუსვა საფრანგეთის, როგორც ევროკავშირის წამყვანი ქვეყნის, პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ ეს კიდევ უფრო გაძლიერდება, რაც დაეხმარება საქართველოს, წარმატებით გადავიდეს გაწევრიანების შემდგომ ეტაპებზე. შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა და ემანუელ მაკრონმა ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. მხარეებმა არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე იმსჯელეს და ისაუბრეს იმ პოზიტიურ როლზე, რომელიც საქართველოს შეუძლია ითამაშოს სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მისაღწევად. ირაკლი ღარიბაშვილმა ემანუელ მაკრონს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს ევროპული მომავლის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოში მიიწვია,“ - ნათქვამია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. „სასიამოვნო იყო საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრა. მადლობელნი ვართ ევროპეიზაციის გზაზე პრეზიდენტის მიერ საქართველოსადმი გამოხატული მხარდაჭერისთვის და მიგვაჩნია, რომ საფრანგეთი კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას, რაც ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე შემდეგი ეტაპების წარმატებით გავლაში დაგვეხმარება,“ - წერს თავის მხრივ, ღარიბაშვილი X-ზე.

ემანუელ მაკრონი: ბრავო ქართველ ხალხს, რომლის ერთგულება დემოკრატიისა და ევროპის მიმართ აღარ საჭიროებს დამტკიცებას

ემანუელ მაკრონი აქვეყნებს ფოტოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად და ქართულად წერს. „ბრავო ქართველ ხალხს, რომლის ერთგულება დემოკრატიისა და ევროპის მიმართ აღარ საჭიროებს დამტკიცებას. გააერთიანეთ ძალისხმევა წინსვლისთვის. საფრანგეთი დგას თქვენს გვერდით,” - წერს მაკრონი. 9 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდა. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილს ელისეს სასახლეში უმასპინძლა.  

მაკრონის განცხადებით, ისრაელმა ღაზის სექტორში ქალებისა და ბავშვების დაბომბვა უნდა შეწყვიტოს

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა BBC-ისთან ინტერვიუში განაცხადა, ისრაელმა ღაზაში ქალებისა და ბავშვების დაბომბვა უნდა შეწყვიტოს „დღეს, დე ფაქტო, მშვიდობიანი მოქალაქეები იბომბებიან. ბავშვები, ქალები, მოხუცები იბომბებიან და იხოცებიან. ამის არანაირი საფუძველი და გამართლება არ არსებობს. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ ისრაელს, რომ ეს შეწყვიტოს,“ - განაცხადა მაკრონმა. ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ საფრანგეთი გმობს „ჰამასის“ ტერორისტულ ქმედებებს და იმის მიუხედავად, რომ აღიარებს ისრაელის უფლებას დაიცვას საკუთარი თავი, ისრაელს მოუწოდებს რომ ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვები შეწყვიტოს. შეკითხვას, არღვევს თუ არა ღაზის სექტორში ისრაელი საერთაშორისო სამართალს, საფრანგეთის პრეზიდენტმა ასე უპასუხა: „მე არ ვარ მოსამართლე. მე სახელმწიფოს მეთაური ვარ.“  

უკრაინასთან ომში თუ რუსეთი გაიმარჯვებს, ის შესაძლოა, საქართველოსაც დაემუქროს – მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის შეფასებით, უკრაინასთან ომში რუსეთის გამარჯვების შემთხვევაში, მოსკოვი შესაძლოა, დაემუქროს ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს, მათ შორის, საქართველოსაც. ამის შესახებ ემანუელ მაკრონმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა. „თუ რუსეთს უკრაინასთან ომში გამარჯვების საშუალება მიეცემა, ევროპაში მივიღებთ ახალ იმპერიალისტურ ძალას, რომელიც, შესაძლოა, დაემუქროს სხვა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს, როგორებიც არიან საქართველო და ყაზახეთი, ასევე, მთელ კონტინენტს," - აღნიშნა მაკრონმა. „რადგან, რა თქმა უნდა, ეს არის იმპერიალიზმი და კოლონიალიზმი, რასაც რუსეთი აკეთებს [უკრაინაში],” - განმარტა საფრანგეთის პრეზიდენტმა. მაკრონმა ხაზი გაუსვა, რომ მისი და ყველა ქვეყნის მოვალეობა უკრაინის მხარდაჭერაა.  მაკრონის თქმით, უკრაინისთვის ჯერ არ მოვიდა დრო რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდასთან დასაჯდომად და მოლაპარაკებების შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ კიევმა უნდა მიიღოს. საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, დეკემბერი გადამწყვეტი იქნება, ვინაიდან უკრაინა კონტრშეტევით საკუთარი მიწების დეოკუპაციას შეეცდება.  

ემანუელ მაკრონი: ისრაელის მიზანი თუ „ჰამასის“ სრული განადგურებაა, ომი ათი წელი გაგრძელდება

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ისრაელმა „უფრო ზუსტად უნდა განსაზღვროს“, რის მიღწევას ცდილობს „ჰამასის“ წინააღმდეგ ომში, რადგან „ჰამასის“ სრულ განადგურებას ათწლეული დასჭირდება. შესაბამის ინფორმაციას Politico ავრცელებს. როგორც მაკრონმა აღნიშნა, „სწორი პასუხი“ ტერორისტული დაჯგუფების ქმედებებზე არ არის „მთლიანი ტერიტორიის განადგურება“ ან „სამოქალაქო ობიექტების დაბომბვა.“ „თუ ეს [„ჰამასის“ განადგურება] არის მიზანი, მაშინ ომი ათი წელი გაგრძელდება,“ - განაცხადა მაკრონმა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ საჭიროა „გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად ძალისხმევების გაორმაგება, ყველა მძევლის გათავისუფლება, რომლებიც ჯერ კიდევ ჰყავს „ჰამასს“ და ღაზას მოსახლეობისთვის დახმარების მიწოდება, რომელსაც ასე სასწრაფოდ საჭიროებენ.“ მაკრონმა კომენტარი გააკეთა მას შემდეგ, რაც ისრაელის სამხედროებმა ღაზის სექტორის დაბომბვა გააძლიერეს. ისრაელმა „ჰამასის“ წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებები განაახლა  

Politico: მაკრონმა ორბანი პარიზში მიიწვია, რათა უკრაინასთან დაკავშირებით კომპრომისის მიღწევა სცადოს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უნგრეთის პრემიერ მინისტრი ვიქტორ ორბანი პარიზში მიიწვია. მიზანი კომპრომისის პოვნაა უკრაინასთან დაკავშირებით. ამის შესახებ Politico წყაროზე დაყრდნობით წერს. როგორც გამოცემას პარიზში მყოფმა წყარომ განუცხადა, საფრანგეთის პრეზიდენტი თვლის, რომ უნგრეთის ლიდერის დარწმუნება შესაძლებელია, რომ მან მხარი დაუჭიროს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყებას. მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს კიდევ ერთი წერილით მიმართავს. 14-15 დეკემბერს დაგეგმილი ევროკავშირის ლიდერთა სამიტის წინ ორბანი მიშელს წერს, რომ ევროპის საბჭოს შეხვედრაზე, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების მოლოდინი "უსაფუძვლოა - პოლიტიკური და ტექნიკური მომზადების დღეს არსებული დონის გათვალისწინებით." "ევროკავშირის საბჭოს მიუწოდებენ, მხარი დაუჭიროს ამ დასკვნას, მასზე ყოველგვარი დისკუსიის შესაძლებლობის გარეშე. აშკარაა, რომ ერთობა ვერ შედგება კომისიის დასკვნაზე, რადგან ის ეწინააღმდეგება 2022 წლის 23-24 ივნისის ევროპული საბჭოს დასკვნებს. ამდენად, ახალი ვარიანტების შემუშავებაა საჭირო," - წერს ორბანი. 4 დეკემბრით დათარიღებულ წერილში ორბანი ასევე ახსენებს 2021-2027 წლების მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩოს გადახედვას, და სთხოვს ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, არ მოიწვიოს საბჭოს შეხვედრა ამ საკითხების გადასაწყვეტად. უნგრეთის პრემიერი წერს, რომ უკრაინის გაწევრიანების პროცესზე ევროკომისიის ბოლო დასკვნა, ევროკავშირის გაფართოების, როგორც დამსახურებაზე დაფუძნებული პოლიტიკის დასასრულს ნიშნავს. ორბანი წინა წერილის შინაარსს და საკუთარ ინიციატივასაც ახსენებს, უკრაინის საკითხზე საერთო მიდგომის შესამუშავებლად სტრატეგიული დისკუსიის დაწყებაზე. „მე კვლავ მჯერა, რომ ევროპული საბჭო არ არის მზად, მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, თუკი არ შედგება კონსენსუსი ჩვენს მომავალ სტრატეგიაზე უკრაინის მიმართ. საჭიროა მომავლის გააზრება და საზრიანი მიდგომა, წევრი ქვეყნების პოლიტიკურ და ფინანსურ რეალობებზე დაყრდნობით. ეს დამატებით ძალისხმევას, დროსა და ყოვლისმომცველ ასახვას მოითხოვს... მოგიწოდებთ, არ მოიწვიოთ ევროპული საბჭო ამ საკითხების გადასაწყვეტად დეკემბერში, რადგან კონსენსუსის აშკარა ნაკლებობა აუცილებლად მარცხს გამოიწვევს. ევროპულმა საბჭომ თავიდან უნდა აიცილოს ეს კონტრპროდუქტიული სცენარი, ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივის, ერთიანობის სახელით," - წერია მიშელისთვის გაგზავნილ წერილში. ევროკავშირის პოლიტიკის ექსპერტების დიდი ნაწილის შეფასებით, ორბანის ერთ-ერთი მიზანი, წლების განმავლობაში ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობაში არსებული დარღვევების გამო შეჩერებული ევროკავშირის დაფინანსების აღდგენაა. ბუდაპეშტისთვის გაყინული თანხის მოცულობა, ევროკავშირის ფონდებში, ჯამში 22 მილიარდი ევროა. "გაფართოების შესახებ საბჭოს დასკვნების" პროექტს, 12 დეკემბერს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ, ზოგად საქმეთა და საგარეო ურთიერთობების საბჭოზე; 14-15 დეკემბერს კი საბოლოო გადაწყვეტილება სახელმწიფოთა ლიდერებმა ევროპულ საბჭოში უნდა დაადასტურონ. ევროკავშირის გაფართოების დოკუმენტი საქართველოს გარდა 9 ქვეყანას შეეხება. ესენია - უკრაინა, მოლდოვა, მონტენეგრო, სერბეთი, ჩრდილოეთი მაკედონია, ალბანეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, კოსოვო და თურქეთი.

ემანუელ მაკრონი საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ულოცავს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი საქართველოსთვოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ულოცავს. „ამ საღამოს უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნა და საქართველოსთვოს კანდიდატის სტატუსის მინიჭება გადავწყვიტეთ. გილოცავთ!,” - წერს მაკრონი “ტვიტერზე“. ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ამასთან, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ.  

გაბრიელ ატალი საფრანგეთის ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრია

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განათლების მინისტრი, 34 წლის გაბრიელ ატალი ქვეყნის ახალ პრემიერ- მინისტრად დანიშნა. გაბრიელ ატალი საფრანგეთის ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრია. განათლების მინისტრობამდე ის ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველი და სოციალისტების პარტიის წევრი იყო. 2017 წელს ატალი პარლამენტის წევრი გახდა. ცნობისთვის, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ელისაბედ ბორნი თანამდებობიდან გადადგა.  

მაკრონი კიევში უსაფრთხოების შეთანხმებას გააფორმებს, საფრანგეთი უკრაინას შორის რადიუსის რაკეტებს მიაწვდის

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ თებერვალში უკრაინას ეწვევა, სადაც უსაფრთხოების გარანტიის შესახებ შეთანხმებას გააფორმებენ. ემანუელ მაკრონის თქმით, უკრაინას, უახლოეს კვირებში SCALP-ის ტიპის შორ მანძილზე მოქმედ 40 რაკეტასა და რამდენიმე ასეულ ბომბს გადასცემენ. „ვაპირებთ, უკრაინას გაცილებით მეტი აღჭურვილობა მივაწოდოთ და დავეხმაროთ იმით, რაც მას სჭირდება თავისი ცის დასაცავად. თავად გავემგზავრები უკრაინაში თებერვალში და გავაფორმებ ამ შეთანხმებებს,“ - განაცხადა მაკრონმა. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ევროპელები უახლოეს კვირებში გააძლიერებენ უკრაინის მხარდაჭერას იმისთვის, რომ მან გააგრძელოს საკუთარი თავის დაცვა რუსეთის წინააღმდეგ, რადგან მოსკოვს არ მიეცეს საშუალება უკრაინა დაამარცხოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ევროპის უსაფრთხოება საფრთხის ქვეშ დადგება. მაკრონმა მიანიშნა, რომ შეძლებდა თანამშრომლობას დონალდ ტრამპთან, თუკი მას კვლავ აირჩევენ აშშ-ის პრეზიდენტად. „მე ვთანამშრომლობ ლიდერებთან, რომლებსაც ხალხი მაძლევს," - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე. ემანუელ მაკრონის თქმით, იმის მიუხედავად, თუ ვინ გაიმარჯვებს აშშ-ის არჩევნებში, ევროპა უნდა მოემზადოს შესაძლებლობისთვის, რომ აშშ-ის პრიორიტეტები შესაძლოა სხვაგან იყოს.  

2024 წელი ევროპელებისთვის გადამწყვეტი იქნება - მაკრონი

დავოსში გამართულ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა წარმოადგინა ხედვა საფრანგეთისა და ევროპის მომავლის შესახებ, რომელიც ხაზს უსვამს ეკონომიკურ რეფორმებს, გარემოს მდგრადობას და ევროპის სუვერენიტეტის განმტკიცებას. მაკრონის ხედვა უფრო სუვერენული ევროპის შესახებ მოიცავს ევროპული წარმოების უზრუნველყოფას ძირითად ტექნოლოგიურ სექტორებში. მან ევროკავშირი აღწერა, როგორც „დიდი სახელმწიფოებისგან დამოუკიდებელი პროექტი და არა ჰეგემონიის, არამედ ბალანსის, წონასწორობისა და პატივისცემის პროექტი.“ საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროპა უფრო თავდაჯერებული უნდა იყოს იმ ფონზე, როცა აშშ-ის არჩევნებთან დაკავშირებით პროგნოზების გაკეთება რთულია. დონალდ ტრამპის პოტენციური ხელახალი არჩევისას, მაკრონმა განმარტა, რომ ევროპამ საკუთარი პოლიტიკა უნდა გაატაროს თანმიმდევრულ საკითხებზე, ვიდრე ზედმეტად დაეყრდნოს თავის მოკავშირეს ატლანტის ოკეანის გასწვრივ. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მაკრონი მსგავსი მოწოდებით გამოდის. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, 2024 წელი ევროპელებისთვის გადამწყვეტი იქნება. „ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ შეგვიძლია, ვიყოთ უფრო თვალსაჩინოები, მეტ ძალისხმევაას მივმართოთ, რაც არ უნდა მოხდეს შეერთებულ შტატებში,“ - აღნიშნა მაკრონმა.  მან  იგულისხმა კონფლიქტები უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში, ისევე როგორც კლიმატის კრიზისი. მაკრონმა ასევე გამოხატა შეშფოთება იმის შესახებ, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს წლის ბოლოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი აშშ-სა და ჩინეთს შორის არსებული დაძაბულობისთვის. როგორც CNBC წერს, მიუხედავად იმისა, რომ აშშ უფრო ხმამაღლა აკრიტიკებს ჩინეთს, ევროპის მიდგომა უფრო ამბივალენტურია, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩინეთის ბაზარი მისი შიდა კომპანიებისთვის. „ევროპელებისთვის დიდი რისკია ის, რომ ისინი არასწორი დღის წესრიგის წინაშე აღმოჩნდებიან,“ - აღნიშნა მაკრონმა. აქედან გამომდინარე მაკრონი მიიჩნევს, რომ ევროპამ ყურადღება უნდა გაამახვილოს იმაზე, რომ გახდეს უფრო თვითკმარი, რეგიონული ინვესტიციების გაზრდით სუფთა ტექნოლოგიებში, ხელოვნურ ინტელექტსა და ნახევარგამტარებში.„მე ყოველთვის უფრო სუვერეული ევროპის მომხრე ვარ. ეს არ ნიშნავს თქვენი კავშირების ჩახშობას, თქვენი პარტნიორობის მოკვლას და თქვენი ალიანსების გაქრობას. მაგრამ ეს ნიშნავს, რომ არ იყოთ ზედმეტად დამოკიდებულნი თქვენი ღირებულების ჯაჭვების ზოგიერთ სექტორში,“აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.  

მაკრონი ევროპას მოუწოდებს, დააჩქაროს უკრაინის დახმარება

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მოუწოდა ევროპის ლიდერებს, მიიღონ გაბედული და „ინოვაციური“ გადაწყვეტილებები უახლოეს თვეებში, რათა „დააჩქარონ“ და გაზარდონ უკრაინის დახმარება. „მომავალ თვეებში ჩვენ მოგვიწევს, გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერის მასშტაბები,” - განაცხადა მაკრონმა კარლბერგის სამხედრო აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას, შვედეთში ვიზიტის დროს. ის მიიჩნევს, რომ რუსეთის გამარჯვების შემთხვევაში ფასი ყველასთვის ძალიან მაღალი იქნება. „ჩვენს კონტინენტზე უსაფრთხოების ჩარჩო და არქიტექტურა აღარ იარსებებს, თუკი რუსეთი გაიმარჯვებს,“ აღნიშნა მაკრონმა. მაკრონის თქმით, ევროპა მზად უნდა იყოს აშშ-ის მხრიდან უკრაინის პოტენციურად დასუსტებული მხარდაჭერის კომპენსირება მოახდინოს. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ევროპის ქვეყნები მზად უნდა იყვნენ, უკრაინას “გრძელვადიან პერსპექტივაში” დაუჭირონ მხარი და ამერიკული დახმარების სავარაუდო შემცირების ან შეჩერების კომპენსირება მოახდინონ. „ისე უნდა დავგეგმოთ ჩვენი ქმედებები, რომ თუ აშშ თავის სუვერენულ არჩევანს მიიღებს და დახმარებას შეაჩერებს ან შეამცირებს მას, ამან ადგილზე ვითარებაზე გავლენა არ მოახდინოს,” - განაცხადა მაკრონმა შვედეთში ვიზიტის დროს ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად. რესპუბლიკელები თეთრი სახლისგან უფრო მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის გატარებას მოითხოვენ და ამტკიცებენ, რომ უკრაინის ახალი ფინანსური დახმარება უნდა იყოს დაკავშირებული საიმიგრაციო რეფორმებთან და აშშ-ის თავშესაფრის პოლიტიკის გადახედვასთან. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.  

Politico: ორბანის დარწმუნებაში მთავარი როლი მელონიმ და მაკრონმა ითამაშეს

იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ბოლო კვირების განმავლობაში ამზადებდნენ ნიადაგს, რათა დაერწმუნებინათ ვიქტორ ორბანი, არ დაებლოკა უკრაინის 50 მილიარდიანი ფინანსური დახმარება. ამის შესახებ Politico-მ მოლაპარაკებების მიმდინარეობის მცოდნე წყაროებიდან შეიტყო. გამოცემის თანამოსაუბრის თქმით, ამ კვირაში იტალიის პრემიერ-მინისტრი ასევე ესაუბრა უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ტელეფონით, გამართა ერთსაათიანი შეხვედრა ბრიუსელში სამიტის დაწყებამდე და პირველ თებერვალსაც, დილით  სხდომის დაწყებამდე. მაკრონმა ასევე ითამაშა როლი ორბანის დარწმუნებაში, რომელსაც უნგრეთის ლიდერთან აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა. როგორც გამოცემა წერს, საფრანგეთის პრეზიდენტი ორბანს ოთხშაბათს, 31 იანვარს შეხვდა. როგორც ცნობილია, ამ თვის დასაწყისში მაკრონი ორბანის გადაბირებას ჯერ კიდევ ელისეს სასახლეში ლანჩის დროს გამართული მოლაპარაკებებისა ცდილობდა. საბოლოოდ, როგორც Politico აღნიშნავს, ფრანგი და იტალიელი ლიდერების ძალისხმევამ უბიძგა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, რომ ევროკავშირის ლიდერებს შორის მიღწელი შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილება დეტალური განხილვის გარეშე, ძალიან სწრაფად გამოეცხადებინა. სამიტის ყველა მონაწილე დაეთანხმა გეგმას, რომელიც უნგრეთისთვის მცირე დათმობებს მოიცავდა. „მაკრონს არასდროს სურდა ორბანთან დაპირისპირება. ეს არის მიდგომა, რომელიც დღეს შედეგიანი აღმოჩნდა,“ - განუცხადა ერთ-ერთმა წყარომ Politico-ს. როგორც მედია წერს, ევროკავშირის ლიდერები გამართავენ ყოველწლიურ დებატებს პროგრამის შესახებ და ორი წლის შემდეგ მათ შეუძლიათ, ევროკომისიას მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩოს გადახედვა შესთავაზონ.  

რუსეთს ევროპის დაღლილობის იმედი არ უნდა ჰქონდეს - მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფის გადაწყვეტილებისადმი ევროკავშირის ერთსულოვანმა მხარდაჭერამ რუსეთს აჩვენა, რომ ევროპა დაღლილი არ არის. „ეს შეთანხმება უზრუნველყოფს ჩვენი მხარდაჭერის პროგნოზირებადობას უკრაინისადმი გრძელვადიანი ეკონომიკური და ფინანსური ვალდებულებების მეშვეობით. გზავნილი მკაფიოა - რუსეთს ევროპის დაღლილობის იმედი არ უნდა ჰქონდეს,“ - აღნიშნა მაკრონმა. რაც შეეხება უსაფრთხოების დახმარებას, საფრანგეთის ლიდერის თქმით, ევროპული ქვეყნები იღებენ ორმხრივ ვალდებულებებს და ეს იქნება უკრაინაში მისი მომავალი ვიზიტის ერთ-ერთი მიზანიც. „საფრანგეთი უზრუნველყოფს კრიტიკულ შესაძლებლობებს, რომლებიც შეიძლება, გადამწყვეტი  იყოს ბრძოლის ველზე, მათ შორის, პარიზი უკრაინას Scalp-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის რაკეტებსა და „კეისრის“ საარტილერიო სისტემებს აწვდის.  

რა საკითხები განიხილეს ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ემანუელ მაკრონმა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და მისმა ფრანგმა კოლეგამ ემანუელ მაკრონმა განიხილეს ბრძოლის ველზე არსებული სიტუაცია და უკრაინის თავდაცვის საჭიროებები. ამის შესახებ ზელენსკიმ ტელეგრამ არხზე დაწერა. „სატელეფონო ზარი მქონდა საფრანგეთის პრეზიდენტ, ემანუელ მაკრონთან. გულწრფელი სამძიმარი გამოვუცხადე ფრანგი ჰუმანიტარული მუშაკების ახლობლებს, რომლებიც დაიღუპნენ ხერსონის რეგიონზე რუსეთის თავდასხმის შედეგად და ვუსურვე დაჭრილებს მალე გამოჯანმრთელება," - დაწერა ზელენსკიმ. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა საფრანგეთს და შეერთებულ შტატებს „საარტილერიო კოალიციის ამოქმედებისთვის, რომლის ფარგლებშიც პარიზი დაამზადებს და გადასცემს უკრაინას „კეისრის“ ტიპის ათეულობით საარტილერიო სისტემასა და მისთვის განკუთვნილ ჭურვებს. „გარდა ამისა, ვისაუბრეთ ვილნიუსის სამიტის ფარგლებში მიღებული დეკლარაციის შემდეგ, უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ორმხრივი დოკუმენტის მომზადებაზე. ევროპის წამყვანი ქვეყნების მიერ უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმებების აქტიური მომზადება აჩვენებს ევროპის ლიდერობას, მოტივაციას აძლევს უკრაინულ საზოგადოებას, უკრაინელ ჯარისკაცებს და უგზავნის მძლავრ სიგნალებს რუსეთს, უკრაინის მიმართ ევროპის ურყევი მხარდაჭერის შესახებ,“ - განაცხადა ზელენსკიმ. საფრანგეთი უკრაინას ადგილობრივ დონეზე სამხედრო წარმოების შესაძლებლობების გაძლიერებაში დაეხმარება საფრანგეთის ახლად დანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინას 13 იანვარს ეწვია და განაცხადა, რომ უკრაინა საფრანგეთის პრიორიტეტად რჩება. მაკრონი კიევში უსაფრთხოების შეთანხმებას გააფორმებს, საფრანგეთი უკრაინას შორის რადიუსის რაკეტებს მიაწვდის.

მაკრონმა უკრაინაში ვიზიტი უსაფრთხოების მიზეზით გადადო - მედია

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უკრაინაში ვიზიტი უსაფრთხოების მიზეზით გადადო. ამის შესახებ „ევროპის ხმა“ გამოცემა Challenges-ზე დაყრდნობით იტყობინებ. აღნიშნულია, რომ 13 და 14 თებერვალს დაგეგმილი ვიზიტი უკრაინაში გადაიდო. მოსალოდნელი იყო, რომ ვიზიტის დროს მაკრონს უსაფრთხოების გარანტიებზე ორმხრივი შეთანხმების ხელმოწერის შესახებ უნდა გამოეცხადებინა. 17 იანვარს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უკრაინაში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ გამოაცხადა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ათობით შორ მანძილზე მოქმედი SCALP-ის ტიპის რაკეტების გადაცემა დაჰპირდა. საფრანგეთის პრეზიდენტს უნდა გამოეცხადებინა 200 მილიონი ევროს ფონდის შექმნის შესახებ.  

მაკრონი და ზელენსკი უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას პარიზში მოაწერენ ხელს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პარასკევს, 16 თებერვალს, ელისეის სასახლეში ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების შეთანხმებას მოაწერენ ხელს. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისი იუწყება.   „ეს შეთანხმება მოჰყვება იმ ვალდებულებებს, რომლებიც მიღებულია G7-ის ფორმატში, 2023 წლის ივლისში ვილნიუსში, NATO-ს სამიტის ფარგლებში,“ - აცხადებენ ელისეის სასახლეში. საფრანგეთი გახდება ევროკავშირის პირველი ქვეყანა, რომელიც უკრაინასთან უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას მოაწერს ხელს. გაერთიანებულმა სამეფომ პირველი ასეთი შეთანხმება გააფორმა პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკის უკრაინაში ვიზიტის დროს, 12 იანვარს.    

საფრანგეთი უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს - ზელენსკი პარიზში

საფრანგეთი უკრაინას თავდაცვის კიდევ ერთ პაკეტს გადასცემს. უკრაინის პრეზიდენტმა ფრანგ კოლეგასთან ერთად გაამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ახალი დახმარება უკრაინის საჰაერო თავდაცვას კიდევ უფრო გააძლიერებს. „მადლობელი ვარ საფრანგეთის პრეზიდენტის ყველა ძლიერი სამხედრო დახმარებისთვის, რომელსაც ვიღებთ. დღეს არის კიდევ ერთი თავდაცვის პაკეტი. ეს არის ზუსტად ის, რაც ჩვენ გვჭირდება. ეს არის ჭურვები არტილერიისთვის, იარაღი, ეფექტური „კეისრის“ სისტემები, საჰაერო თავდაცვის დამატებითი გაძლიერება, “ - განაცხადა ზელენსკიმ. ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ემანუელ მაკრონმა უსაფრთხოების შეთანხმებას ხელი პარიზში, ელისეის სასახლეში მოაწერეს. მსგავი შეთანხმება უკრაინამ გააფორმა გერმანიასთან, 16 თებერვალს და უფრო ადრე, იანვარში - დიდ ბრიტანეთთან. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს 2024 წელს საფრანგეთის მიერ უკრაინისთვის სამი მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების მიწოდებას  

მაკრონი: საფრანგეთი სომხეთთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განვითარებას გააგრძელებს

საფრანგეთი გააგრძელებს სომხეთთან თანამშრომლობის განვითარებას თავდაცვის სფეროში. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ელისეის სასახლეში, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის წინ განაცხადა. „ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობის განვითარებას თავდაცვის სფეროში. საფრანგეთმა თანხმობა განაცხადა თავდაცვის ტექნიკის მიწოდებაზე, საფრანგეთი გააგრძელებს თავისი ვალდებულებების შესაბამისად მუშაობას ამ სფეროში და მიზნად ისახავს თავიდან აიცილოს რაიმე ესკალაცია,“ - განაცხადა მაკრონმა. მანვე აღნიშნა, რომ საფრანგეთი ევროკავშირსა და სომხეთს შორის ურთიერთობების განვითარების მტკიცე მხარდაჭერას გააგრძელებს. „აქაც ჩვენ პროგრესს ვაღწევთ სუვერენიტეტისა და ჩვენი საერთო სტრატეგიული ინტერესების სასარგებლოდ. გაძლიერდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს სტაბილურობას, მიუკერძოებელ ინფორმაციას საერთაშორისო საზოგადოებისთვის და დაუცველი მოსახლეობის უსაფრთხოებას სამხედრო საკონტაქტო ზონებში. სომხეთმა ასევე უნდა ისარგებლოს მშვიდობის ევროპული ინსტრუმენტებით. ევროკავშირს და სომხეთს სურთ ახალი პარტნიორობის გრაფიკი,“ - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.  

მაკრონი ფაშინიანთან შეხვედრაზე: ჩვენ გვინდა, რომ სამხრეთ კავკასია იყოს მშვიდობის, ინტეგრაციისა და თანამშრომლობის რეგიონი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ელისეს სასახლეში შეხვედრა გამართეს. როგორც შეხვედრამდე გავრცელებული განცხადებებიდან ირკევა, მხარეებმა „სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ მიმართულ დისკუსიებზე ისაუბრეს.“ მაკრონმა შეაქო ფაშინიანის „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტი, რომელსაც ალიევი აკრიტიკებს. „სიუნიქში ბოლოდროინდელი ინციდენტები ადასტურებს, რომ ესკალაციის საფრთხე რეალური რჩება. საფრანგეთი წუხს, რომ 12 თებერვალს სროლის შედეგად აზერბაიჯანელი დაიჭრა, რაც ასევე სრული გამჭვირვალობით მიიღო სომხეთის ხელმძღვანელობამ, მაგრამ საფრანგეთი სინანულს გამოხატავს აზერბაიჯანის არაპროპორციული საპასუხო დარტყმის გამო, რის შედეგადაც, სომხურ მხარეს ოთხი დაიღუპა და ერთი დაიჭრა. საფრანგეთი გააგრძელებს მცდელობებს სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისკენ. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ საერთაშორისო სამართლის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ხელშეუხებლობის პატივისცემით. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს 2023 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილების შესრულებისკენ. ამ გადაწყვეტილების თანახმად, აზერბაიჯანმა უნდა უზრუნველყოს, რომ პირებმა, რომლებმაც დატოვეს მთიანი ყარაბაღი 2023 წლის 19 სექტემბრიდან და რომელთაც სურთ დაბრუნდნენ, შეძლონ ამის გაკეთება უსაფრთხოდ, შეუფერხებლად და სწრაფად. ჩვენ გვინდა, რომ სამხრეთ კავკასია იყოს მშვიდობის, ინტეგრაციისა და თანამშრომლობის რეგიონი და აუცილებელია საკომუნიკაციო არხები იყოს ინტეგრაციის ხელშემწყობი ფაქტორები და არა დაყოფა. მე ვიმყოფებოდი ცენტრალურ აზიაში და მსურს, განვითარდეს საკომუნიკაციო კავშირები ცენტრალურ აზიას, სამხრეთ კავკასიასა და ევროკავშირს შორის. და მივესალმები თქვენს "მშვიდობის გზაჯვარედინის" ინიციატივას ამ საერთო ამბიციაში,“ აღნიშნა მაკრონმა. თავის მხრივ, ფაშინიანმა მაკრონი სომხეთში ვიზიტით მიიწვია. მან ხაზი გაუსვა, რომ სომხეთსა და საფრანგეთს შორის ურთიერთობა განსაკუთრებულ დინამიკურ ეტაპზეა. ჩვენი კავშირები ღრმავდება ეკონომიკის სფეროში, ჩვენი კავშირები ღრმავდება პოლიტიკურად. ასევე, ხაზი უნდა გავუსვა თქვენს წვლილს სომხეთის ირგვლივ ხელსაყრელი გარემოს შექმნაში. თქვენ ახსენეთ ოთხმხრივი შეხვედრა პრაღაში, 2022 წლის 6 ოქტომბერს, სადაც, ფაქტობრივად, ხაზი გაესვა რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის ქვაკუთხედის პრინციპებს. დარწმუნებული ვარ, რომ ამ პრინციპების დაცვის შემთხვევაში, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა ნამდვილად მიღწევადი და რეალურია. და კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ ჩვენს ერთგულებას მიღწეული შეთანხმებების მიმართ. განსაკუთრებული მადლობა მინდა, გადაგიხადოთ სომხეთის გამძლეობისთვის მხარდაჭერისთვის. თქვენ ხაზგასმით აღნიშნეთ, რომ თავდაცვის სფეროში, ფაქტობრივად, ჩვენ დავამყარეთ ახალი ურთიერთობები, რაც აუცილებელია რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ამასთან დაკავშირებით ცნობილია, რომ არის კრიტიკა და მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სომხეთის რესპუბლიკა, როგორც ვთქვი, აღიარებს ყველა მეზობლის ტერიტორიულ მთლიანობას. და ამ თვალსაზრისით, სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის შესაძლებლობების განვითარება ვერავის შეშფოთებას ვერ გამოიწვევს, რადგან ჩვენი ერთადერთი ამოცანაა რეგიონში სწორი ბალანსის ჩამოყალიბება და მხოლოდ ლეგიტიმური, სუვერენული, საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის, საზღვრების დაცვა. სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობა და დამოუკიდებლობა და ჩვენი ქვეყნის მდგრადობის გაზრდა. ასევე მინდა, გამოვხატო განსაკუთრებული მადლობა სომხეთის დემოკრატიული რეფორმებისადმი მხარდაჭერისთვის. ამ კონტექსტში, ჩვენ ნამდვილად შევდივართ ევროკავშირთან ურთიერთობის ახალ დინამიკურ ფაზაში. და აქვე მინდა ხაზი გავუსვა საფრანგეთის და პირადად თქვენ მხარდაჭერას, რადგან ევროკავშირს ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული რეფორმების განხორციელებისთვის და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებისთვის,“ აღნიშნა ფაშინიანმა. მაკრონი: საფრანგეთი სომხეთთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განვითარებას გააგრძელებს  

მაკრონი უკრაინის სამიტს უმასპინძლებს

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ორშაბათს პარიზში უკრაინის საკითხთან დაკავშირებით დაგეგმილ სამიტზე რამდენიმე ევროპელ ლიდერს და მთავრობის წარმომადგენელს უმასპინძლებს. Reuters-ი მაკრონის ოფისზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ, ეს სამუშაო შეხვედრა იქნება შესაძლებლობა, შეისწავლონ პარტნიორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება უკრაინის მხარდასაჭერად.“ ფრანგი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მაკრონს სურს, გაუგზავნოს მესიჯი მოსკოვს, რომ ევროპაში „უკრაინით დაღლილობას“ არ არსებობს.  

მაკრონი უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნას არ გამორიცხავს

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი მომავალში უკრაინის ტერიტორიაზე დასავლური ქვეყნების ჯარების გაგზავნას არ გამორიცხავს. Associated Press-ის ცნობით, ეს საკითხი პარიზში 20 ევროპელი სახელმწიფოს მეთაურებისა და სხვა დასავლელი ოფიციალური პირების გუშინდელ შეხვედრაზე განიხილეს. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რათა რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი არ მოიგოს. "დღეს არ არსებობს კონსენსუსი ოფიციალური და დამტკიცებული ჯარების ადგილზე გაგზავნაზე. მაგრამ დინამიკის თვალსაზრისით არაფერია გამორიცხული", - განაცხადა მაკრონმა. თუმცა, მან არ დააკონკრეტა, რომელი ქვეყნები განიხილავენ ჯარების გაგზავნას და განაცხადა, რომ სურდა შეენარჩუნებინა გარკვეული „სტრატეგიული ორაზროვნება“.  

შეიქმნება კოალიცია უკრაინისთვის საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებისა და ბომბების მიწოდებისთვის - მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ უკრაინის მოკავშირეები შექმნიან კოალიციას კიევისთვის საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მიწოდებისთვის. „გადაწყდა, რომ შეიქმნას კოალიცია ღრმა დარტყმებისთვის და, შესაბამისად, საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებისა და ბომბების მიწოდებისთვის“, - განაცხადა მაკრონმა პრესკონფერენციაზე. მან ასევე მოუწოდა ევროპელებს „მეტი აწარმოონ.“ „მომდევნო ათი დღის განმავლობაში ვაპირებთ ყველა ამ ძალისხმევის შეთავაზებას, რადგან ჩვენ გამოვკითხეთ მრავალი ევროპული და არაევროპული ქვეყანა, რომლებსაც საბრძოლო მასალა აქვთ,“ - აღნიშნა მაკრონმა.  

მაკრონი: ევროპა არ უნდა დაელოდოს აშშ-ის არჩევნებს, ახლა უნდა ვიმოქმედოთ

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ევროპა არ უნდა დაელოდოს აშშ-ის არჩევნების შედეგებს, რათა მხარი დაუჭიროს უკრაინას და საკუთარ უსაფრთხოებასროს უკრაინას და საკუთარ უსაფრთხოებას. მაკრონმა ხაზი გაუსვა, რომ ევროპამ ახლავე უნდა იმოქმედოს. საფრანგეთის პრეზიდენტის სიტყვებს The Guardian-ი ციტირებს. მაკრონმა ამის შესახებ პარიზში განაცხადა, სადაც უკრაინასთან დაკავშირებით არაფორმალური სამიტი გაიმართა. დაჟინებით ამტკიცებს რა, რომ რუსეთის დამარცხება აბსოლუტურად აუცილებელია ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის, მაკრონმა განმარტა, რომ ევროპელები უნდა გადავიდნენ სიტყვებიდან მოქმედებაზე და მათ მიიღონ მკაფიო გადაწყვეტილებები, რათა ევროპული თავდაცვის საფუძველი ამერიკისგან დამოუკიდებლად შექმნან. კითხვას უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების შესაძლებლობის შესახებ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების კონტექსტში, მაკრონმა უპასუხა: „ჩვენ ვერ დაველოდებით არჩევნების შედეგებს,  რათა გადავწყვიტოთ, როგორი იქნება ჩვენი მომავალი.“ „ევროპის მომავალი სასწორზე დევს, ამიტომ გადაწყვეტილება ევროპელებმა უნდა მიიღონ. თუ სხვებს სურთ, შეუერთდნენ და დაეხმარონ მათ, ეს ფანტასტიკურია. მაგრამ ეს მხოლოდ დამატებითი ბონუსია,“ - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს აუცილებელია არა იმიტომ, რომ ევროპა არის პესიმისტური, ან გამოწვევის ეშინია, არამედ, უბრალოდ იმიტომ, რომ ევროპის მომავალი საფრთხეშია. მისი თქმით, რუსეთი ამ ომს ვერ მოიგებს. ის ერთადერთი აგრესორია. „ეს არის ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც ეს ომი გამოიწვია. რუსეთი ახლა აშკარად ახდენს გავლენას ჩვენს უსაფრთხოებაზე როგორც ტრადიციული, ისე ჰიბრიდული ომით," - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა. მაკრონი ასევე გამოვიდა გაფრთხილებით, რომ მოსკოვის ქმედებები ბოლო კვირებში მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთს შეუძლია, მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში NATO-ს ქვეყნებს შეუტიოს.

მაკრონის განცხადებას პუტინის მუქარა მოჰყვა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ყოველწლიური მიმართვისას, საფრანგეთის ლიდერის განცხადების საპასუხოდ განაცხადა, რომ რუსეთს აქვს იარაღი, რომელსაც შეუძლია დასავლეთის ქვეყნების ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებზე დარტყმა. „NATO-ელი ინტერვენციონისტებისთვის შედეგები ბევრად უფრო ტრაგიკული იქნება, თუ ისინი უკრაინაში გამოჩნდებიან, მათ საბოლოოდ უნდა გააცნობიერონ, რომ ჩვენც გვაქვს იარაღი და მათ იციან ამის შესახებ. ჩვენ ასევე გვაქვს იარაღი, რომელსაც შეუძლია დაარტყას სამიზნეებს მათ ტერიტორიაზე,” - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა. პუტინი, რომელმაც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში სრულმაშტაბიანი ომი დაიწყო და რომლის არმიასაც არაერთი უფლებადამცველი ორგანიზაცია მტკიცებულებებზე დაყრდნობით, ომის დანაშაულში სდებს ბრალს, ამტკიცებს, რომ დასავლეთის ქვეყნებს უკვე დაავიწყდათ რა არის ომი: „მათ მიაჩნიათ, რომ ის, რაც უკრაინაში ხდება, ერთგვარი „მულტფილმია.“ „მათ დაიწყეს საუბარი NATO-ს სამხედრო კონტინგენტების უკრაინაში გაგზავნის შესაძლებლობაზე, მაგრამ გვახსოვს მათი ბედი, ვინც ოდესღაც თავისი კონტინგენტები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე გამოგზავნა, მაგრამ ახლა შესაძლო ინტერვენციონისტებისთვის შედეგები ბევრად უფრო ტრაგიკული იქნება,“ - აღნიშნა პუტინმა. სახელმწიფო დეპარტამენტმა გერმანიის, პოლონეთის და სხვა მოკავშირეების მსგავსად, მაკრონის კომენტარის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ არ გაგზავნის ჯარს უკრაინაში. FT: დასავლური სპეციალური ძალები უკრაინაში იმყოფება შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი მომავალში უკრაინის ტერიტორიაზე დასავლური ქვეყნების ჯარების გაგზავნას არ გამორიცხავს. სტოლტენბერგის თქმით, NATO უკრაინაში ჯარების გაგზავნას არ გეგმავს. ამასთან, ჩეხეთი და პოლონეთი გააგრძელებენ კიევის დახმარებას, მაგრამ უკრაინაში ჯარის გაგზავნას არ გეგმავენ. ევროპული სახელმწიფოები და NATO-ს ქვეყნები უკრაინაში ჯარებს არ გაგზავნიან. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა. საფრანგეთის ხელისუფლება მწვანე შუქს უნთებს უკრაინაში სამხედრო პერსონალის გაგზავნას საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად, უკრაინის არმიის წვრთნისა და საზღვრების დასაცავად, განაცხადა თავის მხრივ, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა გაბრიელ ატალმა სენატში გამართულ მოსმენაზე. მისი თქმით, საფრანგეთის ხელისუფლების ვერცერთი წარმომადგენელი ვერ შეეგუება უკრაინაში რუსეთის გამარჯვების პერსპექტივას, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მოსკოვის პოზიცია გამკაცრდა პარიზის მიმართ.  

უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების სამხედროების განლაგებაზე განცხადებები, გააზრებული იყო - მაკრონი

უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების სამხედროების განლაგების შესახებ განცხადებები “გამოზომილი და გააზრებული” იყო. საფრანგეთის პრეზიდენტს კომენტარის გაკეთება სთხოვეს მის განცხადებაზე, რომელიც მან პარიზში მოკავშირეების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ გააჟღერა და განაცხადა, რომ “არ შეიძლება გამოვრიცხოთ” უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების სამხედროების გაგზავნა. „ეს საკმაოდ სერიოზული საკითხებია. ყოველი სიტყვა, რომელსაც ამ საკითხთან დაკავშირებით ვამბობ, არის გამოზომილი, გააზრებული და გამოზომილი,” - განაცხადა მაკრონმა. ცნობისთვის, მაკრონის სიტყვებმა რეზონანსი და ნეგატიური რეაქცია გამოიწვიეს მოკავშირე ქვეყნების მხრიდან. NATO-ს ქვეყნების უმრავლესობამ, მათ შორის აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და გერმანიამ გამორიცხეს უკრაინაში მათი სამხედროების გაგზავნის შესაძლებლობა.  

საფრანგეთმა უკრაინაში შესაძლოა, სპეციალური ძალები გაგზავნოს - Le Monde

საფრანგეთის ხელისუფლება განიხილავს შესაძლებლობას, რომ სპეციალურ ძალებსა და სამხედრო ნაწილებს უკრაინის საზღვრის გადაკვეთის საშუალება მისცეს. იუწყება გაზეთი Le Monde. გაზეთის წყაროების თანახმად, პარიზი სთავაზობს სპეცრაზმებსა და სხვა სამხედრო დანაყოფებს უკრაინის საზღვრის გადაკვეთას, რათა რუსეთს „სტრატეგიული დილემა“ შეუქმნას. ოფიციალურად, პარიზი უკრაინაში მისი სამხედროების ყოფნას უარყოფს. Le Monde-ის ცნობით, უკრაინის ტერიტორიებზე არიან საფრანგეთის საგარეო უსაფრთხოების გენერალური დირექტორატის (DGSE) თანამშრომლები. FT: დასავლური სპეციალური ძალები უკრაინაში იმყოფება ფრანგული სპეცრაზმი, რომლის მებრძოლები არ არიან საიდუმლო აგენტები და ექვემდებარებიან გენერალურ შტაბს, ჩვეულებრივ, არ კვეთენ უკრაინის საზღვარს - უკრაინელი ჯარისკაცების მოსამზადებლად ან იარაღის მიწოდების გასაკონტროლებლად, ისინი ჩადიან მეზობელ ქვეყნებში. მაგრამ ახლა, Le Monde წერს, ამ სამხედრო ტრენერებს უკრაინის საზღვრის გადაკვეთის უფლება, შეიძლება, პოტენციურად, სხვა ჩვეულებრივ დანაყოფებთან ერთად მისცენ.“ „როდესაც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ისაუბრა უკრაინაში სამხედრო ძალების შესაძლო გაგზავნაზე, მან უნებლიედ ახადა ფარდა უკრაინის ტერიტორიაზე დასავლელი პერსონალის ყოფნას. სამი დღის შემდეგ, რაც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინაში ჯარების გაგზავნა არ უნდა იყოს "გამორიცხული", მოკავშირეები კვლავ მტკიცედ გაიყვნენ ამ მგრძნობიარე თემის გარშემო. ამის შემდეგ, მაკრონმა ხუთშაბათს, 29 თებერვალს ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი სიტყვები "აწონილი" და "მოზომილი" იყო. იმ ფაქტმა, რომ მან ორშაბათს დააკონკრეტა, რომ დისკუსიები ეხებოდა მხოლოდ ჯარების გაგზავნას "ოფიციალური, განხილული და დამტკიცებული წესით", ასევე ირიბად ახადა ფარდა უკრაინის ტერიტორიაზე დასავლელი პერსონალის არსებობას,“ წერს ფრანგული გამოცემა. სტატიაში აღნიშნულია, რომ უკრაინაში შეჭრის დაწყების შემდეგ, ქვეყანაში იმყოფებოდა მრავალი სახელმწიფო აქტორი, რომლებიც დაკავშირებულნი არიან დასავლურ სადაზვერვო სამსახურებთან, ხშირად სამხედრო სტატუსით. ფარული დიპლომატიური პერსონალი, უკრაინის მრჩევლები და სპეცრაზმის წევრები არსებითად თამაშობენ როლს ომის დაწყებიდან. „ამ სამსახურების ქმედებები თავისი ბუნებით ფარულია და, შესაბამისად, ომის კანონის მიღმაა,“ - განაცხადა ვინსენტ კრუზეტმა, გარე უსაფრთხოების გენერალური დირექტორის (DGSE) ყოფილმა თანამშრომელმა, რომელიც ახლა მწერალი და კონსულტანტია. „ყველა მოკავშირე სახელმწიფოა წარმოდგენილი უკრაინაში. საუბარი არ არის საბრძოლო დანაყოფებზე, მაგრამ არიან თითოეული სადაზვერვო სამსახურის წარმომადგენლები," - განაცხადა უკრაინელმა დიპლომატიურმა წყარომ, რომელმაც ანონიმურობა მოითხოვა. მათ განაცხადეს, რომ მოხარულნი არიან, რომ მათ ქვეყანაში მოკავშირეთა სამხედრო ყოფნის გაძლიერების საკითხი დეკემბრიდან განიხილება. „თუ ხდება იარაღის მიწოდება, იქ უნდა იყვნენ ადამიანები, რომლებიც ფიზიკურად აწვდიან ინფორმაციას აღჭურვილობის გამოყენების შესახებ. „უკრაინა ასევე გამოიყენება როგორც ახალი აღჭურვილობის საცდელ ადგილად. იქ უპილოტო თვითმფრინავების ტესტირება ხდება. ამ ტიპის პროფესიონალები რა თქმა უნდა ადგილზე არიან,“ დასძენს წყარო. ფრანგული გაზეთი Le Figaro-ს ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი 7 მარტს შეხვდება საფრანგეთის ყველა პოლიტიკურ ძალას, რათა განიხილოს უკრაინაში სახმელეთო ჯარების შესაძლო გაგზავნა. ელისეის სასახლემ მოსაწვევები უკვე გაუგზავნა პარლამენტში წარმოდგენილი პარტიების ლიდერებს.  

მაკრონი: უახლოეს მომავალში ფრანგული ჯარების უკრაინაში გაგზავნას არ განვიხილავთ, მაგრამ დისკუსიას ვიწყებთ

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ პარიზი უახლოეს მომავალში ფრანგული ჯარების უკრაინაში გაგზავნას არ განიხილავს. გამოცემასთან საუბრისას, საფრანგეთის პრეზიდენტი კიდევ ერთხელ შეეხო თავის განცხადებას, რომ პარიზში გამართულ კონფერენციაზე ლიდერებმა განიხილეს დასავლეთის ქვეყნების სახმელეთო ძალების უკრაინაში გაგზავნის შესაძლებლობა, ამ საკითხზე კონსენსუსს ვერ მიაღწიეს, მაგრამ მომავალში არაფერია გამორიცხული. „ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უახლოეს მომავალში ფრანგული ჯარების უკრაინაში გაგზავნას განვიხილავთ, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ჩვენ დისკუსიას ვიწყებთ და ყველაფრის შესახებ ვფიქრობთ, რაც უკრაინის მხარდასაჭერად შეიძლება გაკეთდეს, განსაკუთრებით კი უკრაინის ტერიტორიაზე“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა. მან ჩეხურ გამოცემა Novinky-ისთან ინტერვიუში განაცხადა, საფრანგეთი ესკალაციაზე უარს ამბობს. „გარდა ამისა, მე ჩვენს ჩარჩოებს ყოველთვის მკაფიოდ განვსაზღვრავდი, ჩვენ ომს რუსი ხალხის წინააღმდეგ არ ვაწარმოებთ და ესკალაციის ლოგიკაში შესვლაზე უარს ვამბობთ,“ - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა. გასულ კვირას, პარიზში, უკრაინის საკითხზე გამართული სამიტის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე დასავლეთის ჯარების გაგზავნას არ გამორიცხავდა. რომელი ქვეყნები არ გამორიცხავენ უკრაინაში ჯარების გაგზავნას  

მაკრონი: ევროპის მიწაზე ომი დაბრუნდა, მიზანშეწონილი იქნება, თუ მშიშრები არ ვიქნებით

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ჩეხეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ „ევროპაში იმ მომენტს ვუახლოვდებით, როდესაც მიზანშეწონილი იქნება, თუ ჩვენ მშიშრები არ ვიქნებით.“ ემანუელ მაკრონი პრაღაში ვიზიტის ფარგლებში უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების შესყიდვის შესახებ ჩეხეთის ინიციატივას პრეზიდენტთან, პეტრ პაველთან და პრემიერ-მინისტრთან, პეტრ ფიალასთან განიხილავს. მაკრონის თქმით, დროა, უკრაინის მოკავშირეები გაძლიერდნენ. „ახლა არ არის დრო, მშიშრები ვიყოთ,“ აღნიშნა საფრანგეთყის პრეზიდენტმა. მაკრონის თქმით, ევროპის მიწაზე ომი დაბრუნდა და ზოგიერთი სახელმწიფო თავდასხმის საფრთხეს ზრდის, ამიტომ გამბედავი ქმედებებია საჭირო. „საფრანგეთმა და ჩეხეთმა კარგად იციან, რომ ჩვენს მიწაზე ომი დაბრუნდა, რომ ზოგიერთი სახელმწიფო შეუჩერებელი გახდა და ჩვენზე თავდასხმის საფრთხეს ყოველდღიურად ზრდის. ჩვენ მოგვიწევს, რომ ისტორიის გამოწვევებს ვუპასუხოთ და იმ გამბედაობის შესაბამისად ვიმოქმედოთ, რომელსაც იგი მოითხოვს,“ - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.  

„თუ აგრესორი არ შეჩერდება, ფრონტის ხაზი უფრო ახლოს იქნება“ - სანდუ მაკრონს

„თუ აგრესორი არ შეჩერდება, ის გააგრძელებს წინსვლას და ფრონტის ხაზი უფრო ახლოს მოვა. უფრო ახლოს მოვა ჩვენთან. უფრო ახლოს მოვა თქვენთან,“ ეს განცხადება მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ პარიზში გააკეთა, სადაც 7 მარტს მან საფრანგეთთან ხელი მოაწერა ორმხრივ ხელშეკრულებას თავდაცვისა და თანამშრომლობის თაობაზე. „ამიტომ ევროპამ გაერთიანებული ფრონტი უნდა შექმნას. აგრესია მთელი ძალით უნდა იქნეს უკუგდებული,“ აღნიშნა სანდუმ. მაკრონმა პირობა დადო, რომ მოსკოვის მხრიდან მუქარის პირობებში მოლდოვის მიმართ საფრანგეთის მხარდაჭერა ურყევი იქნება. სანდუს თქმით, მოსკოვი გეგმავს, შეარყიოს მოლდოვის სტაბილურობა და ქვეყანა ევროპული ინტეგრაციის გზას ჩამოაშოროს საპრეზიდენტო არჩევნებისა და ევროკავშირში წევრობის თაობაზე რეფერენდუმის წინ. მოლდოვამ და საფრანგეთმა თავდაცვისა და ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმეს  

მაკრონმა პარტიების ლიდერებს განუცხადა, რომ უკრაინის მხარდაჭერაში „წითელი ხაზები“ არ არსებობს - მედია

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა. საფრანგეთის საპარლამენტო პარტიების ლიდერებმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 7 მარტის შეხვედრა გამართეს. მაკრონმა მათ მიაწოდა ინფორმაცია უკრაინაში ფრონტზე არსებულ ვითარებაზე და კიევისთვის საფრანგეთის მხარდაჭერის ხედვაზე. საფრანგეთის კომუნისტური პარტიის ლიდერის ფაბიენ რუსელისა და ულტრამემარჯვენე ნაციონალური მიტინგის ლიდერის ჯორდან ბარდელას კომენტარებზე დაყრდნობით, მაკრონმა დაუდასტურა მათ, რომ არ აპირებდა უკრაინისადმი საფრანგეთის მხარდაჭერაზე „არანაირი ლიმიტების“ დაწესებას და მან „წითელი ხაზების“ არსებობაც უარყო. მაკრონის გამოსვლის შეჯამებისას, საფრანგეთის მწვანეთა პარტიის თავმჯდომარემ მარინე ტონდელიემ აღნიშნა, რომ „ჩვენთვის საზღვრების დაწესება“ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს „შედარებით უპირატესობას“ მისცემს. „პრეზიდენტი ძალიან სერიოზულად უყურებდა დამატებითი რესურსების სწრაფი მობილიზების აუცილებლობას უკრაინაში რუსული საფრთხის წინააღმდეგ საბრძოლველად,“ - განუცხადა Le Figaro-ს შეხვედრაზე დამსწრე ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა ბერტრან პანჩერმა. რამდენიმე დამსწრემ Le Figaro-ს ანონიმურობის პირობით განუცხადა, რომ მაკრონს "ხელში რუკები" ეჭირა, როდესაც ის ხსნიდა უკრაინის ფრონტის ხაზიდან რუსული ძალების სასარგებლოდ უკან დახევის რისკებს. ”მან არსებითად განგვიმარტა, რომ თუ ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას და მაინც ვისაუბრებთ საკუთარი თავის შეზღუდვაზე, ვლადიმერ პუტინი სავარაუდოდ, წარმატებას მიაღწევს,” - აღნიშნა ერთ-ერთმა წყარომ. მაკრონის და პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან შეხვედრაზე, ელისეის სასახლეში კომენტარი არ გაუკეთებიათ. საფრანგეთის პრეზიდენტმა მისი ადრინდელი გაანცხადება ცოტა ხნის წინ განმარტა და აღნიშნა, რომ უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების სამხედროების განლაგების შესახებ განცხადებები “გაზომილი და გააზრებული” იყო. კერძოდ, მაკრონს კომენტარის გაკეთება სთხოვეს მის განცხადებაზე, რომელიც მან პარიზში მოკავშირეების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ გააკეთა და აღნიშნა, რომ “არ შეიძლება, გამოვრიცხოთ” უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების სამხედროების გაგზავნა. „ეს საკმაოდ სერიოზული საკითხებია. ყოველი სიტყვა, რომელსაც ამ საკითხთან დაკავშირებით ვამბობ, არის გაზომილი და გააზრებული,” - განაცხადა მაკრონმა. NATO-ს ქვეყნების უმრავლესობამ, მათ შორის აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და გერმანიამ, უკრაინაში მათი სამხედროების გაგზავნის შესაძლებლობა გამორიცხეს. უკრაინაში სამხედროების გაგზავნის შესაძლებლობა NATO-ს გენერალურმა მდივანმაც გამორიცხა. მაკრონის სიტყვები დადებითად შეაფასეს ბალტიისპირეთის კიდევ ერთ ქვეყანაში, ლიეტუვაში. საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა აღნიშნა, რომ მადლობელი იყო ამ ინიციატივისთვის და დაამატა, რომ "არცერთ შესაძლებლობაზე არ უნდა ითქვას უარი.  

მაკრონი მზადაა, ჯარი გაგზავნოს უკრაინაში, თუ ფრონტის ხაზი ოდესაში ან კიევში გაივლის - მედია

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ხუთშაბათს საპარლამენტო პარტიებს შეხვდა. შეხვედრის დროს მაკრონმა განაცხადა, რომ ის ღიაა უკრაინაში ჯარების გაგზავნის შესაძლებლობისთვის, თუ ფრონტის ხაზი ოდესას და კიევს გაივლის. ამის შესახებ ფრანგულმა გაზეთმა L’Independant-მა დაწერა. კერძოდ, როგორც გამოცემა წერს, საფრანგეთის კომუნისტური პარტიის წარმომადგენელმა ფაბიენ რუსელმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ „მაკრონმა მიუთითა სცენარზე, რომელმაც შეიძლება, გამოიწვიოს [საფრანგეთის ჯარების] ინტერვენცია: „ფრონტის წინსვლა ოდესის ან კიევისკენ.“ შეხვედრის რამდენიმე მონაწილემ Le Figaro-ს ანონიმურობის პირობით განუცხადა, რომ მაკრონს "ხელში რუკები" ეჭირა, როდესაც ის ხსნიდა უკრაინის ფრონტის ხაზიდან რუსული ძალების სასარგებლოდ უკან დახევის რისკებს. ”მან არსებითად განგვიმარტა, რომ თუ ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას და მაინც ვისაუბრებთ საკუთარი თავის შეზღუდვაზე, ვლადიმერ პუტინი სავარაუდოდ, წარმატებას მიაღწევს,” - აღნიშნა ერთ-ერთმა წყარომ. საფრანგეთის პრეზიდენტმა მისი ადრინდელი გაანცხადება ცოტა ხნის წინ განმარტა და აღნიშნა, რომ უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების სამხედროების განლაგების შესახებ განცხადებები “მოზომილი და გააზრებული” იყო. კერძოდ, მაკრონს კომენტარის გაკეთება სთხოვეს მის განცხადებაზე, რომელიც მან პარიზში მოკავშირეების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ გააკეთა და აღნიშნა, რომ “არ შეიძლება, გამოვრიცხოთ” უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების სამხედროების გაგზავნა. „ეს საკმაოდ სერიოზული საკითხებია. ყოველი სიტყვა, რომელსაც ამ საკითხთან დაკავშირებით ვამბობ, არის გაზომილი და გააზრებული,” - განაცხადა მაკრონმა. NATO-ს ქვეყნების უმრავლესობამ, მათ შორის აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და გერმანიამ, უკრაინაში მათი სამხედროების გაგზავნის შესაძლებლობა გამორიცხეს. უკრაინაში სამხედროების გაგზავნის შესაძლებლობა NATO-ს გენერალურმა მდივანმაც გამორიცხა. მაკრონის სიტყვები დადებითად შეაფასეს ბალტიისპირეთის კიდევ ერთ ქვეყანაში, ლიეტუვაში. საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა აღნიშნა, რომ მადლობელი იყო ამ ინიციატივისთვის და დაამატა, რომ "არცერთ შესაძლებლობაზე არ უნდა ითქვას უარი.

მაკრონი უკრაინას უახლოეს კვირებში ეწვევა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინას უახლოეს კვირებში ეწვევა. ამის შესახებ AFP ელისეის სასახლეზე დაყრდნობით იტყობინება. მანამდე მაკრონი უკრაინის პრეზიდენტს ესაუბრა. საუბრისას მაკრონმა ასევე დაადასტურა „მისი სურვილი, გააგრძელოს ძალისხმევა შორი დისტანციური იარაღის კოალიციის სწრაფად შესაქმნელად და ასევე მხარი დაუჭიროს უკრანისთვის ჩეხური საბრძოლო მასალის მიწოდების ინიციატივას.“ საფრანგეთის პრეზიდენტმა „ასევე დაადასტურა აშშ-სა და საფრანგეთის თავმჯდომარეობით შექმნილი კოალიციის „არტილერია უკრაინისთვის“ ფარგლებში მუშაობის გაგრძელების აუცილებლობა. საფრანგეთის პრეზიდენტმა თებერვალში გამოაცხადა უკრაინაში ვიზიტის გეგმები „უსაფრთხოების გარანტიების შესახებ“ შეთანხმების დასასრულებლად. ვიზიტის კონკრეტული თარიღი ამ დროისთვის უცნობია. მაგრამ შემდეგ ვიზიტი "უსაფრთხოების მიზეზების გამო" გადაიდო. 16 თებერვალს მაკრონმა უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის პარიზში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ უკრაინაში ჩასვლის განზრახვას არ უტოვებდა და ამას უახლოეს მომავალში გააკეთებს. საფრანგეთმა იპოვა მოკავშირეები ბალტიისპირეთის ქვეყნებში, რომლებიც უკრაინაში ჯარების პოტენციური გაგზავნისთვის მზად არიან - Politico  

შოლცმა მაკრონი და ტუსკი უკრაინის საკითხის განსახილველად ბერლინში მიიწვია - Politico

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა და გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა 15 მარტს ბერლინში შეხვედრა დაგეგმეს, რათა უკრაინაში არსებული ვითარება განიხილონ. Politico-ს ცნობით, ეს იქნება პირველი შეხვედრა ვაიმარის სამკუთხედის ფორმატში მას შემდეგ, რაც ტუსკი პრემიერ-მინისტრი გახდა. მანამდე, დონალდ ტუსკი და პოლონეთის პრეზიდენტი, ანჯეი დუდა თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შეხვდნენ. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ათასობით უკრაინელის სიცოცხლე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, მაიკ ჯონსონის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. „ეს რაღაც პოლიტიკური კამათი არ არის, რომელიც გავლენას მხოლოდ ამერიკულ პოლიტიკურ არენაზე ახდენს. პოზიტიური გადაწყვეტილების მიღებისას ბატონი ჯონსონის წარუმატებლობა ათასობით ადამიანის სიცოცხლის ფასად დაჯდება. იგი ამაზე პირად პასუხისმგებლობას იღებს,“ - განაცხადა დონალდ ტუსკმა. ტუსკმა აღნიშნა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა უკრაინისთვის 60 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების გამოყოფის შესახებ კენჭისყრა უნდა დაუშვას. „მას უნდა ესმოდეს, რომ მილიონობით ადამიანის ბედი მის ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული და უკრაინაში ათასობით სიცოცხლე მის გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული,“ - აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა. „რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი, თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს“: ორი წელი ომიდან  

მაკრონი პუტინს: ჩვენ მზად ვართ, ჩვენ ვართ ბირთვული ძალა

ბირთვულ ომთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინის განცხადების საპასუხოდ, საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ დაცულად უნდა იგრძნოს თავი, რადგან ის ბირთვული სახელმწიფოა. ემანუელ მაკრონმა ტელეკომპანია TF1-თან და France 2-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მუქარა შეუსაბამოა, როცა „შენ გაქვს ბირთვული იარაღი.“ „ჩვენ, პირველ რიგში, დაცულად უნდა ვიგრძნოთ თავი, რადგან ჩვენ ვართ ბირთვული ძალა. ჩვენ მზად ვართ, გვაქვს დოქტრინა,“ - განაცხადა მაკრონმა. შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ სამხედრო-ტექნიკური თვალსაზრისით, რუსეთი მზად არის ბირთვული ომისთვის, თუმცა ის ბირთვულ იარაღს მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენებს, თუ საფრთხე შეექმნება რუსეთის სახელმწიფოს არსებობას და ზიანი მიადგება ქვეყნის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.  

მაკრონი: ჩვენ არანაირი ლიმიტი არ გვაქვს, რუსეთის ქცევაზე რეაგირებას მოვახდენთ

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, მის ქვეყანას არ აქვს ლიმიტი უკრაინის დახმარებაში და რუსეთის ქცევაზე რეაგირებას მოახდენს. „მე ვთქვი, რა არის ჩვენი მიზანი. რუსეთმა ვერ და არ უნდა მოიგოს ეს ომი. გარდა ამისა, ჩვენი მიზანია ევროპაში მდგრადი მშვიდობის დაბრუნება. ამ მიზნის მისაღწევად, ჩვენ არ გავყვებით ესკალაციის გზას, რადგან არ გვჭირდება მორიგი ომი, მაგრამ ჩვენ მზად ვართ, ვთქვათ, რომ არ გვაქვს ლიმიტი და რეაგირებას მოვახდენთ იმაზე, თუ როგორ მოიქცევა რუსეთი,“ - აღნიშნა მაკრონმა. მისი თქმით, დღეს უკრაინაში სიტუაცია ისე რთულია, როგორც არასდროს. რუსეთი გადავიდა ომის ეკონომიკაზე და საერთაშორისო ასპარეზზე "ბევრი გაურკვევლობაა პერსპექტივების შესახებ." „ამიტომ, ჩვენ უნდა განვსაზღვროთ არამხოლოდ როგორ მივიდეთ მშვიდობისკენ, არამედ, როგორი იქნება ეს ნამდვილი მშვიდობა, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინის და ევროპის უსაფრთხოებას. ამიტომ გვჭირდება ეს ახალი იმპულსი ევროპის ქვეყნების დონეზე, რომ დაჩქარდეს უკრაინისთვის დახმარების მიწოდება. თუ მტერი ამბობს, რომ ლიმიტი არ არსებობს, რატომ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ გვაქვს ლიმიტი?“ - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა. კითხვას, უპასუხებს თუ არა ტელეფონს, თუ მას ვლადიმირ პუტინი დაურეკავს, მაკრონმა უპასუხა: „დიახ, ვუპასუხებ. რადგან ვგრძნობ, რომ ეს ჩემი პასუხისმგებლობაა და მოვუსმენ იმას, რასაც ის მთავაზობს. მე მჯერა. რომ საფრანგეთის როლია, როგორც ჩერჩილი იტყოდა, ომის ნერვი იყოს. აუცილებელია, ერთი მხრივ, უკრაინას გადასცეს ყველაფერი, რაც აუცილებელია მისი თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად და მეორე მხრივ, ხელი შეუწყოს დეესკალაციას. ჩვენ უნდა მივაღწიოთ მდგრად, გრძელვადიან და სამართლიან მშვიდობას. სწორედ ამიტომ, თუ მოულოდნელად მას მოუნდება რაიმეს შეთავაზება, მე მოვუსმენ მის წინადადებას, მაგრამ შემდეგ, რა თქმა უნდა, უნდა ვთქვა, რომ ერთადერთი მოლაპარაკება არის მოლაპარაკება, რომელშიც მონაწილეობენ ორი სახელმწიფოს (რუსეთისა და უკრაინის) მეთაურები,“ - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.  

მაკრონი უკრაინაში კონკრეტული წინადადებებითა და გადაწყვეტილებებით ჩასვლას აანონსებს

საფრანგეთის პრეზიდენტი, უკრაინაში კონკრეტული წინადადებებითა და გადაწყვეტილებებით ჩასვლას აანონსებს. ემანუელ მაკრონმა განმარტა, რომ მისი ვიზიტი შედგება მაშინ, როდესაც მზად იქნება „კონკრეტული წინადადებები და კონკრეტული გადაწყვეტილებები.“ „აბსოლუტურად გულწრფელად გეტყვით - აუცილებლად ჩამოვალ, მე მაქვს წესი: ჩემი ვიზიტი მაქსიმალურად სასარგებლო იყოს უკრაინისთვის. მე ჩამოვალ უკრაინაში კონკრეტული წინადადებებით, კონკრეტული გადაწყვეტილებებით,“- განაცხადა მან უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში. მაკრონის თქმით, მისი ვიზიტი იქნება "ძლიერი გზავნილი და თანამშრომლობის ახალი მიმართულებები". ელისეის სასახლემ განაცხადა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინას უახლოეს კვირებში ეწვევა.  

მაკრონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნა შესაძლოა, საჭირო გახდეს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კიდევ ერთხელ განცხადა, რომ უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნა, შესაძლოა, საჭირო გახდეს. „ალბათ რაღაც მომენტში, იმის მიუხედავად, რომ მე არ მინდა ამის გაკეთება და არ ვიქნები ინიციატორი, საჭირო იქნება ადგილზე ოპერაციების ჩატარება, როგორიც არ უნდა იყოს ეს, რუსეთის ძალებთან დასაპირისპირებლად.   საფრანგეთის სიძლიერე არის იმაში, რომ ჩვენ ამის გაკეთება შეგვიძლია,“– განაცხადა ემანუელ მაკრონმა.  „ჩვენი მოვალეობაა, მოვემზადოთ ყველა სცენარისთვის. სხვათა შორის, დარწმუნებული ვარ, რომ ზოგიერთ ამ სცენარში, ვინც ამას შეძლებს, თავისი მოდელით, თავის პასუხისმგებლობას აიღებს. პუტინი ავითარებს შიშის დისკურსს. ჩვენ არ უნდა მივცეთ ამის საშუალება, რადგან ზესახელმწიფოსთან არ გვაქვს საქმე,“ აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა. მოკავშირეებს შორის არსებობს უთანხმოება უკრაიაში სახმელეთო ოპერაციების ჩატარებისა და კიევისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მიწოდებასთნ დაკავშირებით. მაკრონი კიევის მიმართ სოლიდარობის ნიშნად პარასკევს ბერლინში გერმანელ და პოლონელ კოლეგებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ე.წ. ვაიმარის სამკუთხედის სამი ქვეყანა გაერთიანდა იმ მიზნით, რომ არასოდეს დაუშვან რუსეთის გამარჯვება და რომ ბოლომდე მხარი დაუჭირონ უკრაინელ ხალხს.

მაკრონი: ევროპა უფრო მეტ ერთიანობას ავლენს და უკრაინის მხარდაჭერას მნიშვნელოვნად აძლიერებს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ ევროპა უფრო და უფრო მეტ ერთიანობას ამჟღავნებს და მნიშვნელოვნად აძლიერებს გადაწყვეტილების მიღებას უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ, ევროპული დასკვნებში სიტყვა - „ინტენსიურად“ პირველად ჩნდება უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით.  „ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მზად ვართ, ვიმოქმედოთ რუსების მხრიდან ნებისმიერი თავდასხმის შემთხვევაში, რაც მიდგომის რეალური ცვლილებაა,“ - აღნიშნა მაკრონმა. „საქმეები კარგად მიდის და ბოლო კვირების განმავლობაში მიღწეული პროგრესი მნიშვნელოვანი იყო როგორც ერთიანობის, ასევე, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი პოზიციების განმტკიცების თვალსაზრისით,“ - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა. ერთობლივ მიღწევებს შორის მან აღნიშნა ჩეხეთის ინიციატივის ყველა ქვეყნის მიერ დამტკიცება (უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების შესყიდვასთან დაკავშირებით - რედ.), რომელსაც აქამდე სკეპტიციზმით ეპყრობოდნენ, ასევე, საერთო გაგებაა უკრაინის დამატებითი დაფინანსების აუცილებლობის შესახებ. „თუ ჩვენ ბევრად უფრო შორს  უნდა წავიდეთ, თუ სიტუაცია გაუარესდება, თუ ევროპულის გარდა სხვა დაფინანსება ამოიწურება, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ და ვიფიქროთ, უფრო რადიკალური და ინოვაციური გადაწყვეტილებების შესახებ,“ განაცხადა მაკრონმა. მაკრონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნა შესაძლოა, საჭირო გახდეს  

მაკრონის თქმით, ჯგუფი, რომელიც მოსკოვთან მომხდარი ტერაქტის უკან დგას, საფრანგეთზე თავდასხმასაც ცდილობდა

საფრანგეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ფილიალი, რომელიც მოსკოვთან მომხდარი თავდასხმის უკან დგას, საფრანგეთზე თავდასხმასაც გეგმავდა. საფრანგეთის მთავრობამ ქვეყანაში ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონე და საგანგებო მზადყოფნის რეჟიმი აამოქმედა. გადაწყვეტილება 24 მარტს, ღამით მიიღეს ელისეის სასახლეში, სადაც პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ხელმძღვანელობით, საფრანგეთის თავდაცვის და უსაფრთხოების საბჭოს სხდომა ჩატარდა. „ეს ჯგუფი ასევე ცდილობდა რამდენიმე ქმედების განხორციელებას ჩვენს მიწაზე,” - განუცხადა მანკრონმა ჟურნალისტებს გაიანაში ვიზიტის დროს. მოსკოვთან მდებარე Crocus City Hall-ში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 137-მდე გაიზარდა, მათ შორის, სამი ბავშვია. დაშავებულია 180-ზე მეტი ადამიანი. ტერაქტის მოწყობაში ბრალდებულ ოთხივე პირს წინასაწარი პატიმრობა შეეფარდა. ცალკე განცხადებაში, მაკრონმა „მტკიცედ“ დაგმო „ტერორისტული თავდასხმა“ და განაცხადა, რომ საფრანგეთი სოლიდარობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს. ზელენსკი მოსკოვთან თავდასხმაზე: არარაობა პუტინი ერთი დღე ფიქრობდა, როგორ დაეკავშირებინა უკრაინასთან  

მაკრონი: მოსკოვთან ტერაქტში უკრაინის დადანაშაულება ცინიკური და კონტრპროდუქტიულია თავად რუსეთისთვის

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ყველა ნიშანი მიუთითებს იმაზე, რომ თავდასხმა, რომლის სამიზნეც იყო მოსკოვის მახლობლად მდებარე საკონცერტო დარბაზი, „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ განხორციელდა, ამიტომ, უკრაინის დადანაშაულების მცდელობა "ცინიკური და კონტრპროდუქტიულია." მან განმარტა, რომ ასევე არსებობს რუსეთის აგრესიული ომის კონტექსტი უკრაინის მიმართ, რასაც საფრანგეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება. ამავდროულად, საფრანგეთს სურს ბრძოლის გაძლიერება „ისლამურ სახელმწიფოსა“ და მის დაჯგუფებებთან. მისი თქმით, კატეგორიულად მიუღებელია ამ თავდასხმის ინსტრუმენტად გამოყენება და ფაქტების დამახინჯება და იმედოვნებს, რომ რუსეთიც ამ სულისკვეთებით იმოქმედებს. „ვფიქრობ, რუსეთისთვის და მისი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის ცინიკური და კონტრპროდუქტიული იქნება ამ კონტექსტის გამოყენება უკრაინის წინააღმდეგ," აღნიშნა მაკრონმა. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვში თავდასხმა რადიკალმა ისლამისტებმა განახორციელეს, მაგრამ რუსეთს აინტერესებს, ვინ გასცა ბრძანება და მისი თქმით, ეს თავდასხმა შესაძლოა დაკავშირებული იყოს „კიევის ნეონაცისტურ რეჟიმთან.“ მაკრონის თქმით კი, ჯგუფი, რომელიც მოსკოვთან მომხდარი ტერაქტის უკან დგას, საფრანგეთზე თავდასხმასაც ცდილობდა. საფრანგეთის მთავრობამ ქვეყანაში ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონე და საგანგებო მზადყოფნის რეჟიმი აამოქმედა. ზელენსკი მოსკოვთან თავდასხმაზე: არარაობა პუტინი ერთი დღე ფიქრობდა, როგორ დაეკავშირებინა უკრაინასთან  

მაკრონი მოსკოვთან მომხდარ ტერაქტზე „პუტინის ვერსიას“ უარყოფს და რუსეთს ISIS-თან ბრძოლაში თანამშრომლობას სთავაზობს

მოსკოვში 22 მარტს მომხდარ ტერაქტთან და ტერორიზმის საფრთხეებთან დაკავშირებით საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რუსეთს თანამშრომლობას სთავაზობს. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ყველა ნიშანი მიუთითებს იმაზე, რომ თავდასხმა, რომლის სამიზნეც იყო მოსკოვის მახლობლად მდებარე საკონცერტო მოედანი, „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ განხორციელდა, ამიტომ, "რუსეთისთვის და მისი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის ცინიკური და კონტრპროდუქტიული იქნება ამ კონტექსტის გამოყენება უკრაინის წინააღმდეგ." მან განმარტა, რომ ასევე არსებობს რუსეთის აგრესიული ომის კონტექსტი უკრაინის მიმართ, რასაც საფრანგეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება. ამავდროულად, საფრანგეთს სურს ბრძოლის გაძლიერება „ისლამურ სახელმწიფოსა“ და მის დაჯგუფებებთან. ეს თანამშრომლობა, რომელსაც რუსეთს სთავაზობს, გულისხმობს ტერორისტებთან დაკავშირებით ინფორმაციის გაზიარებას. მაკრონის თქმით, ISIS-ის ის დანაყოფი, რომელიც მოსკოვის ტერაქტის უკან დგას, ტერორისტულ თავდასხმას საფრანგეთის მიწაზეც გეგმავდა და ბოლო თვეების განმავლობაში თავდასხმის რამდენიმე მცდელობაც ჰქონდათ. შესაბამისი ინფორმაცია ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის დაზვერვის სამსახურის ანგარიშზე დაყრდნობით გაავრცელა. საფრანგეთის პრეზიდენტს მედიის წარმომადგენლებმა ჰკითხეს, ექნებოდა თუ არა ამ საკითხზე კომუნიკაცია მის კოლეგასთან, რაზეც მაკრონმა უპასუხა, რომ ჯერჯერობით ეს კომუნიკაცია მინისტრების და ტექნიკურ დონეზე ხორციელდება. მისი თქმით, კატეგორიულად მიუღებელია ამ თავდასხმის ინსტრუმენტად გამოყენება და ფაქტების დამახინჯება და იმედოვნებს, რომ რუსეთიც ამ სულისკვეთებით იმოქმედებს.